„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№286
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.001.534
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 16/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

  მუხლი 1

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 05.09.2003წ., მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის თაობაზე გაცემული ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების 0,5%.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

 მუხლი 111. გარდამავალი დებულება

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების საქართველოდან ექსპორტის თაობაზე ნებართვების გაცემისას შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 30 ივნისი.

№286-რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.06.2004.
როდის იქნა მიღებული „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №286. სარეგისტრაციო კოდი — 210.020.100.05.001.001.534.
სად არის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №286, 30.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 210.020.100.05.001.001.534 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29752/