„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.153.016287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №37

2015 წლის 8 სექტემბერი

ქ. მცხეთა

 

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 25-ე მუხლის,   პირველი პუქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16  მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის  №9 დადგენილებაში,  კერძოდ: დადგენილების №1 დანართში შეიცვალოს მე-2 მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა

საკრებულოს თითოეული წევრის  (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, ცალკეული დავალებების შესრულების მიზნით უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა  არ უნდა აღემატებოდეს  397 ლარსა და 50 თეთრს.“.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აგვისტოს №35 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი