მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №461
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.018847
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №461
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 37 01 05).
მუხლი 3🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს უფლება, ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში − პროგრამა) წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების პირველად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისათვის.
2. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა.
3. პროგრამის ამოცანებია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კაპიტალური ინვესტირების განხორციელება და მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ა) მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომში − კოოპერატივი) – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
ბ) პრეტენდენტი − კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;
გ) მონაწილე − კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;
დ) ხელშეკრულება − მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს კაპიტალური ინვესტირების და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე და მიღების შემდეგ მონაწილის მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებებს;
ე) გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკა (Global Gap – Global good agriculture practice) − საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც საკონტროლო წერტილების დადგენითა და მათი კონტროლის განხორციელებით უზრუნველყოფს ფერმერული მეურნეობების ინტეგრირებულ მართვასა და პირველად წარმოებაში უვნებელი სურსათის მიღებას.
მუხლი 3🔗. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი მხარდაჭერა
1. პროგრამა ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის, როგორც ხის სკების შეძენაში კაპიტალურ ინვესტირებას, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას.
2. პროგრამაში მონაწილეობისათვის კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და უნდა შეასრულოს პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) კაპიტალური ინვესტირება;
ბ) ტექნიკური მხარდაჭერა.
4. პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას.
მუხლი 4🔗. საინფორმაციო კამპანია
1. პროგრამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებისა თუ სხვა მექანიზმის გამოყენებით.
2. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენს კოოპერატივების წევრებთან/პოტენციურ წევრებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ძირითადი დანიშნულებისა და პრინციპების, ასევე პროგრამის არსისა და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 5🔗. ტექნიკური მხარდაჭერა
1. მონაწილე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
2. მონაწილეს უფლება არ აქვს, უარი თქვას ტექნიკური დახმარების მიღებაზე და ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შეასრულოს სწავლების ან/და კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მითითებები და რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ კაპიტალურ ინვესტირებას.
მუხლი 6🔗. კაპიტალური ინვესტირება
1. პროგრამის ფარგლებში თითოეული მონაწილისათვის განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით სკების გადაცემა მისი ღირებულების 30%-ის ოდენობით.
2. მონაწილეებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების იდენტური რაოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 100 ცალისა.
3. განმახორციელებელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული ფორმით უზრუნველყოფს, როგორც კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში კოოპერატივისათვის გადაცემული სკების აღრიცხვა/ რეგისტრაციას.
მუხლი 7🔗. პროგრამაში მონაწილეობის მიღების პირობები
1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იმ პრეტენდენტს, რომელიც მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად;
ბ) საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად;
გ) განაცხადის წარდგენის მომენტისათვის განმახორციელებლისგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების შესახებ ან/და მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და ხარვეზი გამოასწორა;
დ) მეპაიეთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ წევრები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები;
ვ) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
ზ) არ გააჩნია ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება ფინანსურ ინსტიტუტებსა თუ სხვა იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებთან;
თ) იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს (ბალანსზე აყვანილი) არანაკლებ 30 სკა ფუტკრის ოჯახით, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში − არანაკლებ 60 სკა ფუტკრის ოჯახით.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, რის შესახებაც წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტები, პრეტენდენტს განაცხადის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება გადაწყვეტილება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი კოოპერატივის მიერ სრულად არ არის წარდგენილი სათანადო დოკუმენტები, მას დამატებით ვადად განესაზღვრება არანაკლებ 5 სამუშაო დღე და განაცხადი ხელახლა განიხილება დოკუმენტაციის დამატებით წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს სააგენტო.
მუხლი 8🔗. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენა
მონაწილეთაგან პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება წარმოებს განმახორციელებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
მუხლი 9🔗. მონაწილის ვალდებულებები
1. მონაწილე ვალდებულია:
ა) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს სკების ღირებულების 30% საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
ბ) დაიცვას პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
გ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა კოოპერატივის მფლობელობაში არსებულ საფუტკრე მეურნეობაში;
დ) 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მიღებულ სკებში ფუტკრის ახალი ოჯახების განთავსება;
ე) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში არ დაუშვას მიღებული სკების რაიმე ფორმით გასხვისება ან/და ვალდებულებით დატვირთვა განმახორციელებლის წინასწარი ნებართვის გარეშე;
ვ) პროგრამის ფარგლებში მის საკუთრებაში არსებულ (ბალანსზე რიცხულ) სკებზე არ დაუშვას რეგისტრაციის ნომრის წაშლა ან/და რაიმე სახის ხელყოფა, რომლის შემდგომაც არ იქნება შესაძლებელი მისი ამოკითხვა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს განმახორციელებელს.
მუხლი 10🔗. მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები
1. მონაწილის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, განმახორციელებელი მონაწილეს განუსაზღვრავს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მონაწილე ვალდებულია აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა.
2. განმახორციელებლის მიერ დაწესებული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, წყდება მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მიღებული კაპიტალური ინვესტირების (თანხის) სრულად დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 11🔗. პროგრამის მონიტორინგი
1. პრეტენდენტის პროგრამის მე-7 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს უზრუნველყოფს განმახორციელებელი.
2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს ექვემდებარება როგორც პრეტენდენტი, ასევე მონაწილე, პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.
3. მონაწილე პროგრამის ფარგლებში მონიტორინგს ექვემდებარება 5 წლის განმავლობაში.
მუხლი 12🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.
2. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის წარმართვას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განმახორციელებელთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.