საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №220
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №220
2015 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორებში და/ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 თებერვლის №175 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების ცოდნა;
ე) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ) სასურველია საერთაშორისო პროექტების მომზადებისა და განხოციელების გამოცდილება;
ზ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word –
ძალიან კარგად, Excel –
ძალიან კარგად, Power Point –
სასურველია) და Google Apps For Business –
სასურველია.