შპს ”რისოილ ლტდ”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/427-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 427-15

 

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების

და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

 

განმცხადებელი: შპს „რისოილ ლტდ”

წარმომადგენელი: ზაზა ჯოხაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „რისოილ ლტდ-ს”გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს ,,რისოილ ლტდ”-ს განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. მოვალის განცხადებით და ასევე მეურვის მოხსენების მიხედვით, შპს ,,რისოილ ლტდ”-ს სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება, არცერთ სხვა ორგანიზაციაში არ ფლობს წილს, საწარმოს სახელზე გახსნილია საბანკო ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში”, სადაც ფიქსირდება 103.10 ლარი, 0.77 დოლარი, 1.92 ევრო და სს ,,თიბისი ბანკში”, სადაც ფიქსირდება 311.72 ლარი და 25.22 აშშ დოლარი. შპს ,,რისოილ ლტდ”-ს დებიტორები არიან: შპს ,,გაგი – 65628 ლარი 62 თეთრი, შპს ,,ჰოტსერვისი” – 24082 ლარი, შპს ,,სეილი” – 9252 ლარი, ი/მ ლევან ბასილაძე – 7133 ლარი 10 თეთრი, ი/მ ზურაბ ლომინაძე – 32561 ლარი, ი/მ ციალა ჯინჭარაძე – 444 ლარი 48 თეთრი, შპს ,,ბათოილი” – 1218560 ლარი 91 თეთრი, შპს ,,თბილისი მზიური” – 636 ლარი 50 თეთრი და ი/მ სულიკო ნაკაშიძე – 178979 ლარი. მეურვის ინფორმაციით აღნიშნული დებიტორების მიმართ დაწყებულია სააღსრულებო საქმის წარმოება, რომელიც ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს, ვინაიდან მითითებულ საწარმოებს ქონება არ გააჩნიათ.

კრედიტორთა მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით ინტერესის საგნის არ არსებობის გამო ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 52 და 53 პუნქტების შესაბამისად დავის არ დაწყების და საქმის წარმეობის შეწყვეტის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს „რისოილ ლტდ-ს” (ს/ნ 206339559) მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „რისოილ ლტდ-ს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 08 ივნისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „რისოილ ლტდ” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „რისოილ ლტდ-ს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რისოილ ლტდ” (ს/ნ 206339559) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „რისოილ ლტდ-ს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                ლაშა ქოჩიაშვილი