ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2015
ძალის დაკარგვა 04.02.2019
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 სექტემბრის №28 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.01.2019
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2015 წლის 9 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 99-ე მუხლის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი” დანართ 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის №53 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №
1).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო
ფონდის ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს, ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას და აწესრიგებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
მუხლი 2🔗.
სარეზერვო ფონდის განკარგვა
1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში კატასტროფისაგან, ასევე სტიქიური მოვლენებისგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კარსტული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა,ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;
დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები –
დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, ასევე უსახლკაროდ დარჩენილ პირთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მასში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
ე) ხარჯები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მოსახლების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.
2. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია განსაზღვროს სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა და მიზნობრიობა წარმოდგენილი მასალებისა და დასახმარებელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაზედაც წარმოადგენს დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს სამსახურის უფროსი. ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასკვნის მომზადებისათვის უფლებამოსილია გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური.
3. საკითხის განხილვისას სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებელობას.
მუხლი 3🔗.
სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა
1. ხონის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი.
2. სამუშაო ჯგუფი იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ განსაზღვრული გამგეობის თანამდებობის პირი.
3. სამუშაო ჯგუფს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც ჯგუფის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
მუხლი 4🔗.
სამუშაო ჯგუფის მუშაობის წესი
1. ჯგუფის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს გამგეობაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა.
2. გამგებელი უფლებამოსილია მისცეს დავალება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან გამგეობის სხვა მოხელეს განხცადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. სამუშაო ჯგუფს მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. ჯგუფის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 5🔗.
სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება
1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე);
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
2. სამუშაო ჯგუფის შეკრება ხდება საჭიროებისამებრ გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
3. ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
6. სამუშაო ჯგუფს აქვს სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოცემის უფლება.
მუხლი 6🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას გამგებელი გამოსცემს ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა;
ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში –
მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.
4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს ბრძანებაში მითითებული თანხის მიზნობრივ გაცემას.
მუხლი 7🔗.
წესში ცვლილების შეტანის წესი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.