„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესებისა და საჯარო აუქციონის წესით ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2015 წლის 11 სექტემბერი ქ. ოზურგეთი |
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge ”.
2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 6%-ის ოდენობით;
ბ) მოძრავი ქონების (ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დანადგარ-მოწყობილობები) სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 6%-ის ოდენობით;
გ) ხაზობრივი ობიექტების (გაზსადენი, წყალსადენი) სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყის საფასურს ამ წესის 25-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 6%-ის ოდენობით.“.
|