„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-39/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016349
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-39/ნ

2015 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული (შვილად აყვანის პროცედურები) №1 დანართის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის  მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;”.

4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების მსურველი პირი/ოჯახი მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თუ პირი არ ცვლის ბავშვის მიტოვების ან ბავშვის გაშვილების თაობაზე გადაწყვეტილებას, იგი ავსებს ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის და ბავშვის მიტოვების შესაბამისი ფორმის განაცხადს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.“.

5. მე-6 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს განმცხადებელს, ხოლო თუ შეფასება დადებითია, ეს გადაწყვეტილება, განაცხადის ფორმასთან ერთად ეგზავნება სააგენტოს.“;

ბ) მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ზ)  ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები.“.

6. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„დ) დაბადების თარიღი“;
ბ) მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) შვილად ასაყვანი სასურველი ბავშვის მონაცემები (სქესი, ასაკის ქვედა და ზედა  ზღვარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეროვნება, შვილად ასაყვან ბავშვთა რაოდენობა, განსაკუთრებული მოთხოვნები)“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:

 ,,ნ) შვილად აყვანის მსურველ პირთა შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თარიღი, გადაწყვეტილების ნომერი და მიმღები ტერიტორიული ერთეული.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. რეესტრში დაცულია გასაშვილებელი ბავშვის შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გაშვილებამდე;

თ) ბიოლოგიური მშობლის/მშობლების სახელი და გვარი;

ი) მეურვის ან მზრუნველის  სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) ჯანმრთელობის მდგომარეობა;

ლ) გასაშვილებელი სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ერთეული და გადაწყვეტილების მიღების თარიღი – რიცხვი, თვე და წელი) .

7. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. შვილად აყვანის მსურველი პირის ერთიან რეესტრში აღრიცხვა განხორციელდეს ტერიტორიული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მიხედვით.

8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. მშვილებელი ოჯახის/პირის საქმეში ინახება შვილად აყვანის მსურველი პირის გადაწყვეტილება და კანდიდატი პირის განაცხადის ფორმა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.09.2015.
როდის იქნა მიღებული „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-39/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016349.
რამდენი მუხლისგან შედგება „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-39/ნ, 15.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016349 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2980049/