დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.09.2015
გამომცემი ორგანო №
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სანებართვო მოწმობის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა ტიპური ფორმისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და მისი განთავსების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2015 წლის 11 სექტემბერი
ქ.დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანების №1 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრის წარმოების განხორციელება და სანებართვო მოწმობის ფორმის დაბეჭდვა-რეგისტრაცია უზრუნველყოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 მაისის დადგენილება №46.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ეს წესი შემუშავებულია ,,რეკლამის შესახებ“ და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. აღნიშნული პროცესი რეგლამენტირებულია მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქნიშნების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა;
დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს ნებართვის მოპოვება;
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი –
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ვ) აუქციონი –
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 3🔗.
ზოგადი დებულებანი
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ კულტურულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა ,,სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად, წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
მუხლი 4🔗.
გარე რეკლამის განთავსების გეგმა
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილის, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით), შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიაზე;
გ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.
მუხლი 5🔗.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული სანებართვო პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის მიზნით აუქციონის ჩატარებისათვის განსაზღვრული წესები.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და წინამდებარე წესის შესაბამისად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
მუხლი 6🔗.
ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება და განათავსოს მასზე რეკლამა.
2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
3. გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობზე კვ.მეტრებში.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1კვ.მ-ზე, ყოველ სანებართვო წელზე დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს: ქ. დუშეთში და მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის მაგისტრალზე 35(ოცდათხუთმეტი), ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 30(ოცდაათი) ლარის ოდენობით.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7🔗.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 (ერთი) წლისა და არა უმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები
1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
მუხლი 9🔗.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის დუშეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად, დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა. მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად, სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაწესებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილიბის მიუხედავად, წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლანის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხების, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ ნებართვის ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
დანართი №2
ნებართვა №
(ფორმა)
ეძლევა _______________________________________________________
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
საფუძველი ___________________________________________________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა
--------------------------- - დან
-------------------------- - მდე
ნებართვა შედგენილია სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში.
სანებართვო პირობები:
ნებართვა გაცემული 2015 წლის ----- -----------------
---------------------------- ----------------------------
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი
ბეჭდის ადგილი
.
დანართი №3
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებრთვო რეესტრი
№
სანებართვო მოწმობის
№
ნებართვის გაცემის/ცვლილების/გაუქმების საფუძველი და თარიღი
ნებართვის გამცემი უფლება-მოსილი პირი (სახელი, გვარი)
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)
ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე- ფიზიკური პირისათვის
ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ