სს"ამწეს" განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ამწეს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე

 

 სააქციო საზოგადოება „ამწეს“ ს.კ. 208144863 გენ. დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის  6 ოქტომბერს, 10 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №41, მეექვსე სართული.

 

დღის წესრიგი:

1. საზოგადოების განვლილი 2014 წლის შედეგების განხილვა;

2. წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;

3. საზოგადოების მოგების განაწილება;

4. საზოგადოების ელექტრონული ფოსტის რეკვიზიტების განსაზღვრა;

5. სხვადასხვა.

 

 დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ამწეს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

სამეთვალყურეო საბჭოს მიერ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 4 სექტემბერი.

  აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ამწეს“ რეგისტრატორთან – შპს „ეროვნულ რეესტრთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, სართ. 6, ტელ.: 231-11-73, 231-11-74, 231-11-75.

 

გენ. დირექტორი                                     თემურ თადიაშვილი