„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.108.016240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2015 წლის 15 სექტემბერი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის  მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული  პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ;  მეწარმე იურიდიული პირის  წილის/აქციების შეძენის შესახებ;“;

დ) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება გამგებლის სამართლებრივი აქტით.“;

ე) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.09.2015.
როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 15.09.2015. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.108.016240.
რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №35, 15.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016240 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2981565/