განჩინება შპს ”ფირმა გაზავტოტექმომსახურეობის საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციული ცენტრი”-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13900-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/13900-15 ( 330210315001037334)

 

 

საქართველოს სახელით

 

საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2015 წლის   7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურების საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციული ცენტრი” (ს/კ 202051858)

წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი –  ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურების საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციული ცენტრის” (ს/კ 202051858) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა (დირექტორმა) ბიძინა ჩიკვილაძემ. განცხადებაში აღნიშნული იყო რომ შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურების საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციული ცენტრი” (ს/კ 202051858) წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც დღეისათვის არ ფუნქციონირებს. განმცხადებლის მითითებით, მის სახელზე არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ არის აღრიცხული. საწარმოს არ ჰყავს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, ხოლო უზრუნველყოფილ კრედიტორს კი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 2583,65 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდასამი მთელი სამოცდახუთი მეასედი) ლარს. საწარმოს არცერთ ბანკში არ აქვს გახსნილი ანგარიში, მას თანხა არ ერიცხება არც სალაროში. მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით საწარმო ითხოვს გაკოტრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურების საქართველოს რესპუბლიკურ ტექნო-კომერციულ ცენტრს” (ს/კ 202051858) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურების საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციული ცენტრის” (ს/კ 202051858) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში განცხადებით. ამასთან, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ივლისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 24 ივლისს, ხოლო სსიპ – შემოსავლების სამსახურს კი ჩაჰბარდა 2015 წლის 22 ივლისს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურეობის საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციული ცენტრის” (ს/კ 202051858) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ საწარმოს კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველი გახდა შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურების საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციული ცენტრის” (ს/კ 202051858) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურების საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციული ცენტრი” (ს/კ 202051858) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. შპს „ფირმა გაზავტოტექმომსახურების საქართველოს რესპუბლიკური ტექნო-კომერციულ ცენტრს” (ს/კ 202051858) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნების ხარჯები გადახდეს მოვალეს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

 

  მოსამართლე                                                                         ბესიკ სისვაძე