ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.09.2015
ძალის დაკარგვა 28.03.2018
გამომცემი ორგანო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საქმეთა დასახელება |
| თანამ დებობა | სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2015 წლის 16 სექტემბერი
ქ. ახალციხე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი 1-ის შესაბამისად).
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა (დანართი 2-ის შესაბამისად).
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი 3-ის შესაბამისად).
4. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის ჟურნალი (დანართი 4-ის შესაბამისად).
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მითითების ფორმა (დანართი 5-ის შესაბამისად).
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემოწმების აქტის ფორმა (დანართი 6-ის შესაბამისად);
მუხლი 2🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, ოქმის შედგენა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის განყოფილებამ.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულებები
1.
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა“ და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2.
აღნიშნული წესის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დარეგულირება.
მუხლი 2🔗.
ოქმის მომარაგება და შენახვა
1.
ოქმის შეკვეთას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2.
პოლიგრაფიული საწარმო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
3.
პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩაბარების უფლება აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მინდობილობით აღჭურვილ პირს.
4.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ოქმს ინახავს დაზიანების გარეშე სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსება და წარმოება
1.
ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირი ადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2.
ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა)
პირველი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ბ)
მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;
გ)
მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.
3.
ოქმი ივსება ლურჯი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4.
ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
5.
ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ აღნიშნულმა პირებმაც.
6.
იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
7.
სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
8.
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმი, მისი შედგენიდან, დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
9.
ჯარიმა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
10.
ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, აღრიცხული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის არღიცხვის ჟურნალში.
მუხლი 4🔗.
სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოება
1.
მითითება წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისათვის, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების საფუძველს, რომელიც განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 25-ე მუხლით.
2.
მითითება არის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წარმოების პროცესში, გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც გამოწვეულია დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით.
3.
.დამრღვევი ჯარიმდება როგორც მითითების შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე არადროული შესრულებისათვის ან/და ნაწილობრივ შესრულებისათვის.
4.
მითითება ივსება ორ ეგზემპლარად:
ა)
ერთი – ბარდება სამშენებლო სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიაც მითითებულია მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტში, დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე, დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, მითითების ნომერი და გაცემის დრო;
ბ)
მეორე – რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
5.
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა)
მითითება შესრულდა;
ბ)
მითითება არ შესრულდა;
გ)
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა, აქტში აისახება გადაწყვეტილება:
6.
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა, აქტში აისახება გადაწყვეტილება:
7.
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას თუ:
ა)
დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;
ბ)
საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
გ)
პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
დ)
არ არსებობს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
8.
შემოწმების აქტი დგება ორ ეგზემპლარად:
ა)
ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით;
ბ)
მეორე – რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
მუხლი 5🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი
1.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილი პირი ახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, აღრიცხვა-ანგარიშგებას.
3.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
5.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
მუხლი 6🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
2.
ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა - განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
3.
მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებულ უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
4.
ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა)
ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ)
ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა ოქმის წარმოების წესების დარღვევისათვის
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძვლები
.სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 , 513, 552, 1191, 130, 1461, 148, 150, 1501, 151, 152, 1534, 159, 1591, 1778, 1779, მუხლები; „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43; 45; 47; 48; 49; 50; 51; 52 მუხლები; „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 31–35 მუხლები, 36- ე მუხლის I და II ნაწილი, 39-ე მუხლი და 43-ე მუხლის I ნაწილები განსაზღვრულ შემთხვევები.
დანართი №2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №-------------
____ ____________ 201__წელი ________________________
ოქმის შედგენის თარიღი ოქმის შედგენის ადგილი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და
ზედამხედველობის სამსახურის, არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის განყოფილების
______________________________________________________________________________________
(თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ________________________________
მუხლების დაცვით შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის შესახებ, რომ _________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________მისამართზე მდებარე
(რიცხვი, თვე, წელი) (ოქმის შედგენის ადგილი)
____________________________________________________________________________________________
(ობიექტის დასახელება)
_____________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, პირადი №;
იურიდიული პირის შემთხვევაში — მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი)
_______________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
რაც გათვალისწინებულია ________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
_________________________________ მუხლის___________________________________________ნაწილით.
2.____________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________მუხლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას _____________________________________ლარის ოდენობით.
3. სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის,
_________________________________________________________________________ ახსნა-განმარტება:
(სახელი, გვარი)
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
4. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს,
ფიზიკურ/იურიდიულ პირს________________________________
___________________________________________________________________________________________
(ფიზიკური პირის სახელი, გვარი / იურიდიული პირის დასახელება და წარმომადგენლის სახელი, გვარი)
განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით
გათვალისწინებული პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობები.
მე, _______________________________________________________________________________________
(დამრღვევის სახელი, გვარი)
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე), რასაც ვადასტურებ ხელმოწერით
________________________________
(სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
5. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორეს ვადასტურებთ
ხელმოწერით:
ოქმი შევადგინე: _____________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ბ.ა.
ოქმს გავეცანი: ________________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში):_____________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
დაზარალებულები (მათი არსებობის შემთხვევაში): _____________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
6. ოქმის ასლი ჩავიბარე: _________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნები:
ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
ოქმის №
ოქმის
გამცემი
ოქმის მიმღები
შედგენილი ოქმები
დაბრუნებული
(გაუქმებული
ან უვარგისი)
ოქმები
შენიშვნა
თანამ
დებობა
სახელი
გვარი
ხელ
მოწერა
ფიზიკური ან იური
დიული პირი
სახე
ლი
გვარი
ხელ
მოწერა
ოქმის №
თანამ
დებობა
სახე
ლი
გვარი
ხელ
მოწერა
დაბრ
უნების თარიღი
ჩამო
წერის აქტის №
ოქმის №
თანამ
დებობა
სახელი
გვარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
დანართი №4
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის ჟურნალი
№
საქმეთა დასახელება
რაოდენობა
ოქმის ექსკლუზიური №
დანართი №5
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მითითების ფორმა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მითითება №
შედგენის თარიღი ---------------------------
1.ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს
მითითების გაცემით;
2. მითითება არის .ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ
გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად.
მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
დამრღვევის დასახელება და მისამართი
______________________________________________________________
ობიექტის დასახელება და მისამართი
_______________________________________________________________
მითითების გაცემისას ობიექტის აღწერა
____________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ----------------------------------------------------------------------------------------- მუხლის საფუძველზე განისაზღვრება --------------------- ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------ დღე.
მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
____________________________________________________________________________________________
მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) _________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
განთავსების თარიღი
____________________________________________________________________________________________
3. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის ან უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით),
გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში ან უწყებაში მითითებული
ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
დანართი №6
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემოწმების აქტი ფორმა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემოწმების აქტი №
შედგენის თარიღი: -----------------------------------
1. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში.
შემოწმების აქტი დგება---------------------------------------------გაცემული №--------------------- მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების დროისთვის ობიექტის მდგომარეობა( ეტაპი):
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმებით დადგინდა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა.
ბ) მითითება არ შესრულდა.
გ) მითითება სრულდება არადროულად.
2. შემოწმების აქტის საფუძველზე სამსახური იღებს გადაწყვეტილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და
უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების
მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და
დემონტაჟის შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების სხვა საფუძველი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური წყვეტს საქმის წარმოებას სამართალდარღვევაზე.