საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2015
ძალის დაკარგვა 06.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №151
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016566
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №151 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.05.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №151
2015 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველოს) თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის (სამმართველოს) დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) შტაბის (სამმართველოს) (შემდგომში - შტაბი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს შტაბის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
შტაბი წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 3🔗
შტაბი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზებას, სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში - დაწესებულება) არსებული ვითარების მართვას და ასევე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვას, მიღება-ჩაბარებასა და გაცემასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
მუხლი 4🔗
შტაბი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 5🔗
შტაბი ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
შტაბის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗
შტაბის ამოცანებია:
ა) პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში ფლობა;
ბ) დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა.
მუხლი 7🔗
შტაბის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის დირექტორისათვის დაწესებულებების მართვაში ხელშეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და დაწესებულებათა შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის თაობაზე ინფორმაციის მიღება და დეპარტამენტის დირექტორის ინფორმირება;
ე) დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს სისტემაში არსებული საიარაღო მარაგების კონტროლი.
კ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებების საჭიროებების განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიურ უბედურებებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა, აგრეთვე დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
შტაბის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 8🔗
შტაბის შემადგენლობაშია:
ა) სამორიგეო განყოფილება;
ბ) საიარაღო განყოფილება;
გ) საორგანიზაციო განყოფილება;
მუხლი 9🔗
სამორიგეო განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის თაობაზე ინფორმაციის მიღებასა და დეპარტამენტის დირექტორისათვის მიწოდებას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულ მიწოდებას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელთათვის;
გ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას, შეკრებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და შესაბამის რეაგირებას, ამასთან, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი პირებისა და ორგანოებისთვის მიწოდებას;
დ) მონაწილეობს სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში;
ე) მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის დროს დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანაში.
მუხლი 10🔗
საიარაღო განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში.
მუხლი 11🔗
საორგანიზაციო განყოფილება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს დაწესებულებების მართვაში;
ბ) უზრუნველყოფს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დაწესებულებათა საჭიროების განსაზღვრაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში იხილავს განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს, ამასთან, ახოციელებს შესაბამის რეაგირებას.
თავი IV
შტაბის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 12🔗
1. შტაბს ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. შტაბის უფროსი:
ა) წარმართავს შტაბის საქმიანობას და წყვეტს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს შტაბის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შტაბის მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს შტაბში მომზადებული დოკუმენტაციის ხელმოწერასა და ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის დირექტორისა და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. შტაბის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შტაბზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
4. შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით, ასრულებს შტაბის უფროსის მოადგილე.
მუხლი 13🔗
1. შტაბის უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები.
2. შტაბის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს შტაბის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს შტაბის მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;
გ) ახორციელებს შტაბში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. შტაბის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შტაბზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია, შტაბის უფროსის, კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ან/და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. შტაბში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელს უწყობს შტაბის უფროსს თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
დ) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და ჯეროვნად შესრულებას;
ე) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შტაბზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია შტაბის უფროსის და შტაბის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 15🔗
1. შტაბში საქმიანობას ეწევიან:
ა) უფროსი ინსპექტორი;
ბ) უფროსი მორიგე ინსპექტორი;
გ) მთავარი ინსპექტორი (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე).
2. შტაბის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.
3. მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან შტაბის უფროსის, შტაბის უფროსის მოადგილისა და განყოფილების უფროსის წინაშე.