შეთანხმება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 09.10.2000
ძალაში შესვლა 10.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №50/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2015
matsne.gov.ge 887 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.10.2000 მიღება
10.09.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 87% 16.07.2015 „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 84% 02.04.2019 „საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 22.06.2021 „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 80% 13.11.1997

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ შეთანხმება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესში მონაწილე თავდაცვის მინისტრები, შემდგომში „მხარეებად’’ წოდებულნი, ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას გაეროს ქარტიასა და ეუთოს დოკუმენტებში განსაზღვრული მიზნებისა და პრინციპებისადმი; ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, წვლილი შეიტანონ მშვიდობისა და ნდობის განმტკიცებაში და ხელი შეუწყონ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ახლო თანამშრომლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის; ხაზს უსვამენ თავიანთ ერთგულებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მრავალეროვნული სამშვიდობო ძალის შეთანხმების მიზნებისა და პრინციპებისადმი (შემდგომში MPFSEE-ს შეთანხმებად წოდებული), რომელსაც ხელი მოეწერა სკოპიეში, 1998 წლის 26 სექტემბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის ფარგლებში; სწამთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიალოგი უფრო უნდა გაღრმავდეს, რაც აღნიშნულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესის ქარტიაში (SEECP) კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და თანამშრომლობაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტში; მიზნად ისახავენ, უფრო ღრმად განავითარონ და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში და წვლილი შეიტანონ რეგიონის ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში; აღიარებენ უფრო ეფექტური გზების მოძებნის საჭიროებას მიმდინარე რეგიონული უსაფრთხოების ინიციატივების კოორდინაციის საქმეში; აღნიშნავენ, რომ ინიციატივები და ქმედებები SEDM-ის კონტექსტში გამრავლდა და, აქედან გამომდინარე, გამოთქვამენ სურვილს, დააარსონ შესაბამისი სტრუქტურა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, რომელიც მოახდენს SEDM-ის ინიციატივებისა და ქმედებების ერთიან კოორდინაციას; აღიარებენ რა, პოლიტიკურ-სამხედრო ხელმძღვანელი კომიტეტის (შემდგომში – PMSC-დ წოდებული) მიღწევებს, რომელიც დაარსდა MPFSEE შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, თანხმდებიან შემდეგზე:  მუხლი I 1. მხარეები თანხმდებიან, დააარსონ SEDM-ის მოქმედებების და ინიციატივების მაკოორდინირებელი მექანიზმი პოლიტიკურ-სამხედრო ხელმძღვანელი კომიტეტის მიღმა, როგორც მოცემულია MPFSEE შეთანხმებაში და მასთან დაკავშირებულ ოქმებში. მექანიზმის მთავარი მიზნებია მხარეები უზრუნველყოს: ა. მრჩეველი პოლიტიკურ-სამხედრო მაკოორდინირებელი და ხელმძღვანელი კომიტეტით იმ ინიციატივებისა და მოქმედებებისთვის, რაც განხორციელდება SEDM-ის ფარგლებში; ბ.  შენარჩუნებადი და მყარი  საკონსულტაციო, საკოორდინაციო და საიმპლემენტაციო მიზნების შესაძლებლობით, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება თავდაცვის მინისტრებისა და მათი მოადგილეების წინაშე. 2. ამ მიზნების მისაღწევად, PMSC იღებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც განსაზღვრულია ამ მუხლის მესამე პუნქტში და შეიკრიბება გაფართოებული ფორმატით ამ ვალდებულებების შესასრულებლად. შეთანხმების ყველა მხარის წარმომადგენელი თანაბრად მიიღებს მონაწილეობას გაფართოებულ PMSC-ში, შემდგომში SEDM საკოორდინაციო კომიტეტად წოდებული (SEDM-CC). 3. SEDM-CC პასუხისმგებელი იქნება ყველა ინიციატივისა და ქმედების კოორდინაციაზე, რომელიც განხორციელდება SEDM-ის კონტექსტში და ასევე საჭირო შეთავაზებების შემუშავებაზე, რომელიც უნდა გადაეცეთ SEDM-ის მინისტრებს მხედველობაში მისაღებად და დასამტკიცებლად. უფრო კონკრეტულად, SEDM-CC-ს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი ფუნქციები: ა. თავდაცვის მინისტრების, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების, შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეების შეხვედრების კოორდინაცია და მომზადება მასპინძელ ქვეყანასთან ერთად; ბ. შეთავაზებების შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება წლიურ სამუშაო გეგმასთან დაკავშირებით, ისევე როგორც შეხვედრების დღის წესრიგთან დაკავშირებით SEDM-ის პროცესის დროს; გ. SEDM-ის ყველა სამუშაო ჯგუფზე ზედამხედველობა და კოორდინაცია; დ. პოლიტიკურ-სამხედრო რჩევების მიცემა ამ ჯგუფებისთვის, საჭიროების  შემთხვევაში; ე. SEDM-ის აქტივობების კოორდინაცია რეგიონში არსებული სხვა ორგანიზაციების აქტივობებთან SEDM-ის მინისტრების მითითებების მიხედვით. 4.   SEDM-CC-ის როლი SEDM-ის აქტივობების კოორდინაციაში, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმებაში, არ მოიცავს MPFSEE-სთან დაკავშირებულ აქტივობებს და არ წარმოადგენს რაიმე ცვლილებას ან გადახედვას PMSC-ის უკვე არსებული შეთანხმებული ფუნქციებისა, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებისა  MPFSEE შეთანხმებასთან მიმართებაში, რომელიც აგრძელებს ძალაში ყოფნას შეფერხების გარეშე. SEDM-CC-ს ჰყავს PMSC თავმჯდომარე და სამდივნო, რომელიც დაფუძნებულია მონაცვლეობაზე  PMSC-ის საროტაციო გეგმის მიხედვით. მუხლი II SEDM-CC-ის შეხვედრებისათვის, ამ შეთანხმების თითოეული მხარე, რომელიც ამავდროულად  არ არის MPFSEE შეთანხმების წევრი, წარადგენს დელეგაციას, რომელსაც უხელმძღვანელებს უფროსი წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება რჩევა გაუწიონ შესაბამისი სფეროს ექსპერტებმა. MPFSEE შეთანხმების მხარეებს შეუძლიათ გააფართოონ ან შეცვალონ თავიანთი მიმდინარე PMSC დელეგაცია SEDM-CC-ის საკითხების მოსაცავად. მუხლი III SEDM-CC გამართავს რეგულარულ შეხვედრებს PMSC-ის შეხვედრების შემდეგ ან მანამდე, ან განსაკუთრებულ შეხვედრებს რომელიმე მხარის სპეციალური მოთხოვნის გამო ან თავმჯდომარის მოწვევით. მუხლი IV SEDM-CC-ის ხელმძღვანელობა, შეხვედრების ადგილები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი, დღის წესრიგის მომზადება და ადმინისტრაციული ხარჯების გადახდა რეგულირებული იქნება MPFSEE შეთანხმების IV მუხლის მიხედვით.  მუხლი V 1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების ინტერპრეტაციისას ან გამოყენებისას, დარეგულირდება მხარეებს შორის კონსულტაციების გზით, გარე იურისდიქციის მოხმობის გარეშე. 2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობითი ფორმით  გააკეთოს შეთავაზება შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნებისმიერ დროს. ყველა მსგავსი ცვლილება ძალაში შევა მას შედეგ, რაც ცვლილებას წერილობით დაეთანხმება ყველა წევრი   მათი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად.     მუხლი VI 1.  ეს შეთანხმება ექვემდებარება დამტკიცებას ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად. შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, თითოეულმა წევრმა უნდა აცნობოს დეპოზიტორ სახელმწიფოს. ეს შეთანხმება ძალაში შევა, როდესაც ყველა ქვეყანა აცნობებს დეპოზიტორ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. 2. მხარეები თანხმდებიან იმ დონემდე, რა დონემდეც ეროვნული კანონმდებლობები იძლევა შესაძლებლობას, ხელმოწერისთანავე დაიწყონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.               მუხლი VII 1. ყველა ქვეყანა, რომელიც ითხოვს SEDM-ის პროცესში მონაწილეობას, უნდა შეუერთდეს წინამდებარე შეთანხმებას. 2. შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, შეთანხმებაზე შეერთების მსურველი თითოეული მონაწილე მხარე წერილობით აცნობებს დეპოზიტორ სახელმწიფოს, რომელიც, შესაბამისად, აცნობებს სხვა მხარეებს. ახალი მხარისთვის ეს შეთანხმება ძალაში შევა წერილობითი შეტყობინებიდან 30 დღის შემდეგ.                მუხლი VIII შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, თუ მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ.                                                                     მუხლი IX 1.  ამ შეთანხმების დენონსირება შეუძლია თითოეულ წევრ ქვეყანას, ნებისმიერ დროს. დენონსირება უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, რომელიც დეპოზიტორ სახელმწიფოს გაეგზავნება ამ მხარის მიერ. მსგავს შემთხვევაში, დეპოზიტორმა დროულად უნდა მოახდინოს სხვა მხარეების ინფორმირება. 2. დენონსირება ძალაში შევა 30 დღის შემდეგ, მსგავსი  შეტყობინების მიღებიდან. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, შეთანხმებამ უნდა შეწყვიტოს ძალაში ყოფნა იმ მხარისთვის, რომელმაც მოახდინა მისი დენონსირება, თუმცა განაგრძნობს ძალაში ყოფნას დარჩენილი მხარეებისთვის. 3. თუ დენონსირების ფაქტობრივი დღისთვის კვლავაც არსებობს გადაუჭრელი ფინანსური საკითხები ან საჩივრები, რომლებიც ეხება დენონსირების ინიციატორ მხარეს, შეთანხმება ინარჩუნებს ძალას ამ საკითხებისა ან საჩივრების გადაწყვეტამდე. მომზადებულია თესალონიკში, საბერძნეთში, 2000 წლის 9 ოქტომბერს, ერთ ორიგინალად, ინგლისურ ენაზე, რომლის დეპოზიტარიც იქნება საბერძნეთის მთავრობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სათანადოდ დამოწმებული ასლების მხარეებისთვის მიწოდება. ბატონი ილირ გჯონი – თავდავის მინისტრი ბატონი ბოიკო ნოევი – თავდაცვის მინისტრი ბატონი ჯოზო რადოსი – თავდაცვის მინისტრი ბატონი ლიუბენ პაუნოსკი – თავდაცვის მინისტრი ბატონი აპოსტოლოს ა. ტსოჰატზოპოულოსი – ეროვნული თავდაცვის მინისტრი ბატონი სერჯიო მატარელლა – თავდაცვის მინისტრი ბატონი იონ-მირცეა პლანგუ – სახელმწიფო მდივანი ბატონი ბორუტ მაჰნიკი – ელჩი ბატონი  საბაჰატინ ჩაკმაოღლუ – ეროვნული თავდაცვის მინისტრი ბატონი ვილიამ ს. ცოჰენი – თავდაცვის მდივანი .