უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1101/ო
2015 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად , ვბრძანებ:
1.განხორციელდეს ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში:
შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის” (მის: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №18/20) ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66) .
2.გაიცეს ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66) :
ა) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
ბ) ,,პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“.
გ) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრზე” (მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №18/20) გაცემული ლიცენზიები:
ა) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა №002109, ბრძ . №02-395/ო , 14.03.2014წ.
ბ) ,,პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ სალიცენზიო მოწმობა №002111, ბრძ . №02-395/ო , 14.03.2014წ.
გ) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ სალიცენზიო მოწმობა №002110, ბრძ . №02-395/ო , 14.03.2014წ.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის” დირექტორის ი. ბრეგვაძის განცხადება: №74675, 04.08.2015წ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №M14001987/3(24.03.2014წ.) რეგისტრაციის შესახებ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე