უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1101/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1101/ო

2015 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”  36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად , ვბრძანებ:

1.განხორციელდეს ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში:

შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის” (მის: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №18/20) ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66) .

2.გაიცეს ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66) :

ა) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

ბ) ,,პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“.

გ) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრზე” (მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. №18/20)  გაცემული ლიცენზიები:

ა) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა №002109, ბრძ . №02-395/ო , 14.03.2014წ.

ბ) ,,პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ სალიცენზიო მოწმობა №002111, ბრძ . №02-395/ო , 14.03.2014წ.

გ) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ სალიცენზიო მოწმობა №002110, ბრძ . №02-395/ო , 14.03.2014წ.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის”  დირექტორის ი. ბრეგვაძის განცხადება: №74675, 04.08.2015წ.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №M14001987/3(24.03.2014წ.) რეგისტრაციის შესახებ.

 

სააგენტოს უფროსი                                                               გია თვალავაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.08.2015.
როდის იქნა მიღებული „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“?
„უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მიღებულია 10.08.2015. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-1101/ო.
სად არის „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“, №02-1101/ო, 10.08.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2983966/