სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-11 70/ო
2015 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,ნაციონალურ სისხლის ბანკზე“ (მის .: ქ. თბილისი, ქეთევან წამებული გამზირი N47, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის ქუჩა №49/8) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა №002180, ბრძანება №02-62/ო, 21.01.2015წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,ნაციონალურ სისხლის ბანკის ” დირექტორის ლ. გელაშვილის განცხადება: N88125 , 11.09.2015წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე