სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-11 73/ო
2015 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”(მუხლი 6 ; მუხლი 8 ; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი№1) შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს ,,ნაციონალურ სისხლის ბანკზე“ (ქ. რუსთავი, ლომოურის ქუჩის დასავლეთით მიმდებარე ტერიტორია) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს ,,ნაციონალურ სისხლის ბანკის“ დირექტორის ლ. გელაშვილის განცხადება №77331, 11.08.2015წ. ადგილზე შემოწმების აქტი №90, 15.09.2015წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №13, 16.09.2015წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე