📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.09.2015
ძალის დაკარგვა 21.12.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.138.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,165 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2015 მიღება
21.12.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ბინა მრავალბინიან სახლში
მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული  სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
მუხლი 2
კანონიერი მოსარგებლე
ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი,და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
მუხლი 2
შენობა
მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც განსაზღვრულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
მუხლი 2
ინდექსი
რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2015 წლის 16 სექტემბერი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი“ დანართი  №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა  და  კერძო  საკუთრებაში  არსებული  მიწის  ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №4 დადგენილება (ვებგვერდი, 03/02/2015 წ., 330130000.35.138.016189). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული  სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის. 2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 3. კანონიერი მოსარგებლეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი,და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. 4. შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც განსაზღვრულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის. 5. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით. მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანო 1. გადაწყვეტილებას ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში  შემოსულ ყველა სახის წერილობით მომართვას შეისწავლის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის  მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საკითხი განიხილოს და შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან საქართველოს “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში. 2. ,,ახალციხის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურს“ საქმის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება  რეკომენდაციები და კონსულტაციები გაუწიონ ახალციხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებსაც სამუშაოდან ანაზღაურების გარეშე მათივე თანხმობით  მოიწვევს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. ,,ახალციხის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის“ საბოლოო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ეგზავნება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც მიღებულ საკითხს განიხილავს სხდომაზე. მუხლი 4🔗. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და  ახალი ნუმერაციის საფუძველი ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და  ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. მუხლი 5🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი 1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. 2. ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. 3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. მუხლი 6🔗. ნუმერაციის მოთხოვნა 1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის (უძრავი ქონების მესაკუთრის) განცხადების, იურიდიული პირის  ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. განცხადებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ უნდა დაერთოს: ა) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის  სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი; ბ) სსიპ -  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება. გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. განცხადებას ობიექტისთვის, კერძოდ: ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის შესახებ განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური, რომელიც განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამგებელს წარუდგენს საკრებულოს განკარგულების პროექტს  ობიექტის  ნუმერაციის  თაობაზე . 4. განცხადებას ობიექტისთვის, კერძოდ: ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის შესახებ განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური, რომელიც განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამგებელს წარუდგენს საკრებულოს განკარგულების პროექტს  ობიექტის  ნუმერაციის  თაობაზე . მუხლი 7🔗. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი 1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრებზე ინდექსის დამატებით. 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით. 3. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 25-ა, 25-ბ და ა.შ.); 4. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის, შესახვევის, ჩიხის კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი. 5. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელი. 6. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, ან იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება ქუჩებზე, ხეივნებზე, შესახვევებზე, ჩიხებზე, მრავალბინიან   სახლებზე სადარბაზოებზეა და ბინებზე პირველად მისამართის მინიჭება, ან კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია,  მაშინ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, საკითხის შესწავლასა და დადგენილების პროექტის მომზადებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადასაგზავნად უზრუნველყოს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური“. 7. შენობა-ნაგებობებისათვის ნუმერაციის მინიჭების დროს, ახალციხის მინიციპალიტეტის  გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური, ნუმერაციის უწყვეტობის დაცვის მიზნით, ითვალისწინებს შენობა-ნაგებობებს შორის არსებულ მიწის ნაკვეთებს და მათთვის შესაბამისი ნომრის გათვალისწინებით, ახდენს არსებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციას. მუხლი 8🔗. ცვლილებისა და დამატების შეტანა 1. ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.