ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.09.2015
ძალის დაკარგვა 16.11.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.138.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2015 წლის 16 სექტემბერი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №4 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 03/02/2015წ., 330130000.35.138.016189).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ საქართველოს კანონის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.
2.
წინამდებარე წესის მიღების მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
გეოგრაფიული ობიექტი – მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი. ადმინისტრაციული ერთეული, გეგმარებითი რაიონი, სხვა ტერიტორიული ერთეული, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა;
ბ)
სატრანსპორტო სისტემის ობიექტი - სატრანსპორტო სისტემის ხაზოვანი ობიექტი; სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, გადასაჯდომი სადგური, სატრანსპორტო კვანძი, ტერმინალი; საჰაერო-საბაგირო გზის სადგური) და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, გაჩერება, სადგური);
გ)
სახელდება - ამ წესის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონეთათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა;
დ)
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე - პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში;
ე)
დუბლირება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება;
ვ)
გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სამშობლოს დაცვის, სპორტის განვითარების, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, საერო ან სასულიერო პირი.
მუხლი 3🔗.
სახელდების პრინციპები
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
ა)
ერთიანი სახელმწიფო და საქალაქო პოლიტიკის გატარება;
ბ)
ქვეყნის და ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა;
გ)
ისტორიული ტოპონიმების მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ, ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებსა და საზოგადოებრივ აზრს;
დ)
კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
ე)
მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა;
ვ)
უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
ზ)
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
თ)
ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მონაწილეებს;
ი)
საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება;
2.
რელიგიურ დღესასწაულებთან და სასულიერო მოღვაწეებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება შესაბამის კონფესიებთან.
მუხლი 4🔗.
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება
1.
სახელი ენიჭება:
ა)
ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ)
სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული და შინაარსობრივად მიზანშეწონილი.
3.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან.
4.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე . საჭიროების შემთხვევაში, სახელწოდება შეიძლება მიეთითოს სხვა ენაზეც.
5.
დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე რეგიონის ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და რეგიონის ტოპონიმობრივ სტრუქტურას.
მუხლი 5🔗.
გეოგრაფიული ობიექტებისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა)
რეგიონში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;
ბ)
წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია;
გ)
ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება;
დ)
სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას;
ე)
ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა;
ვ)
იცვლება შემორჩენილი საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;
ზ)
შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ- კულტურული მნიშვნელობა გააჩნიათ;
თ)
არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია;
ი)
ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას.
მუხლი 6🔗.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები
1.
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის გადაწყვეტილებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის წოდება ანდა აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
2.
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი სახელები და გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ.,სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიც არის: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“).
3.
დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება, მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
4.
თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ. „მეფე დემეტრე თავდადებული“).
5.
ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ., „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარულითარიღების გამოყენების შემთხვევაში, გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“).
6.
მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, კვანძების, გადასაჯდომი სადგურებისა თუ ტერმინალების დასახელებები დაკავშირებული უნდა იყოს მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტების დასახელებებთან.
7.
დასაშვებია მოკლე ჩიხების, თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი).ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში, სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს და გასასვლელს.
8.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურ ენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.
იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.
10.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად,ცალ-ცალკე ან ტირეთიდაწერის ფორმას.
11.
გეოგრაფიული ობიექტების არსებულ სახელწოდებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და ნორმალიზებისთვის გამოიყენება ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიულიობიექტებისსახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური, წერილობითი, საისტორიო და სხვა ლიტერატურა.
12.
თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტში ჩამოთვლილი წყაროები არ იძლევა საჭირო ცნობებს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა გამოვლენა და დადგენა უნდა მოხდეს ადგილობრივ მცხოვრებთა, მხარეთმცოდნეთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა გამოკითხვის მეშვეობით.
მუხლი 7🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდებაზე ინიცირება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წერილობითი სახით წარედგინება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
გ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია და ფრაქცია.
დ)
დასახლების საერთო კრება.
ე)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
3.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა)
სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (არამარტო სახელწოდების, არამედ მისი კავშირი კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტთან).
ბ)
ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა).
გ)
ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ.
დ)
კომისია უფლებამოსილია, კონკრეტული ინიციატივის შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა (საკადასტრო მონაცემები; ორთოფოტო, იმ პირთა ხელმოწერები, ვისაც შესაძლოა შეეხოს საკრებულოს გადაწყვეტილება).
მუხლი 8🔗.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის მომზადება
1.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ ინიციატივას შეისწავლის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია. (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
4.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით, მოიწვევს საკრებულოს თავმჯდომარე.
5.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
6.
საკრებულოს კომისიის დასკვნა წარედგინება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
7.
კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ინიციატივის ავტორს ეცნობება სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
8.
კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
9.
ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს:
ა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი.
ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი.
გ)
ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით.
დ)
გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.
10.
ქალაქში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას, სამთავრობო კომისიისთვის მიმართვას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად, უნდა დაერთოს:
ა)
პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივანის სახელდებისას – სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელსაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში;
ბ)
მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, პანთეონის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას – რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.
მუხლი 9🔗.
გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს, იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ სახელდების ინიციატივის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
2.
სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი ( სახელდების შესახებ წერილობითი განცხადების ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი და სამთავრობო კომისიის თანხმობა) წარედგინება საკრებულოს ბიუროს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის შეტანასთან დაკავშირებით.
3.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას (განკარგულებას) იღებს საკრებულო, ახალციხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება რეაგირებისათვის ეგზავნება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც საკრებულოს განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა);
5.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, ორთოფოტოსთან ან/და ამ წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 10🔗.
დასკვნითი დებულებები
1.
ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.