თავი IV — სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე ზედამხედველობის განხორციელება
საზედამხედველო საფასურის ოდენობა განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო-პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის კუთვნილი შემოსავლის ოდენობიდან. საზედამხედველო საფასურის განაკვეთია:
ა) მზღვეველის მიერ წლიურად გამომუშავებული ბრუტო-პრემიის 1 პროცენტი;
ბ) მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის მიერ მიღებული კუთვნილი წლიური შემოსავლის 1 პროცენტი.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1821 - ვებგვერდი, 28.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2017 კანონი №1821
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დაზღვევის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება