„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016607
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება
№103

2015 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში (ვებგვერდი, 05.06.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთათვის (დანართი №13).“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №13:

„დანართი №13

შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. დეპარტამენტის უფროსი

მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობის, აუდიტის ან ფინანსების დარგში;

საბიუჯეტო ორგანიზაციაში საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება შიდა აუდიტის ან/და შიდა კონტროლის მიმართულებით, მათ შორის, არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება მმართველობით თანამდებობაზე (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილებას);

სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს თემატური ტრენინგები შიდა აუდიტის საკითხებზე;

საჯარო აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა (სასურველია);

ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამართლებრივი აქტები:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ;

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;

„შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილება;

„შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;

„შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;

„შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

„შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის №4 ბრძანება;

„სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება.

2. აუდიტორი

ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის, აუდიტის, ფინანსების ან ეკონომიკის დარგში;

შიდა აუდიტის ან/და შიდა კონტროლის მიმართულებით საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში  შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილებას);

სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს თემატური ტრენინგები შიდა აუდიტის საკითხებზე;

საჯარო აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა (სასურველია);

ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამართლებრივი აქტები:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ;

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;

„შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილება;

„შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;

„შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;

„შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

„შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის №4 ბრძანება;

„სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება.“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.10.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №103. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.027.016607.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №103, 12.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016607 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2988692/