თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/11452-15 (შპს "ჯიმ 1 " -ის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11452-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/11452-15 (330210315001008784)

 

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2015 წლის  15 სექტემბერი

ქ.   თბილისი

  თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი: შპს „ჯიმ 1“  (ს/კ 401996426);

წარმომადგენელი: იასონ ხიზანიშვილი (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა  შპს „ჯიმ 1“-ის  (ს/კ 401996426) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჯიმ 1“-ის (ს/კ 401996426) წარმომადგენელმა და განმარტა, რომ შპს „ჯიმ 1“ დღეის მდგომარეობით წარმოადგენს გადახდისუუნარო საწარმოს, ვინაიდან მას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები. კომპანია ვეღარ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც ითხოვს გაკოტრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ჯიმ 1”-ს (ს/კ 401996426) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის „ჯიმ 1”-ის (ს/კ 401996426) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ივლისის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 16 ივლისს, ხოლო კრედიტორებს - სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა 2015 წლის 15 ივლისს, ამავე თარიღს ჩაბარდა ააიპ ქ. თბილისის მერიის გ. ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშების სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრს, ხოლო იოსებ ხიზანიშვილს კი ჩაბარდა 2015 წლის 12 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ”ჯიმ 1”-ის (ს/კ 401996426) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ „ჯიმ 1”-ს (ს/კ 401996426) კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია „ჯიმ 1”-ს (ს/კ 401996426) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. „ჯიმ 1” (ს/კ 401996426) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს  მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. „ჯიმ 1”-ს (ს/კ 401996426) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე; განჩინების გამოქვეყნების ხარჯები გადახდეს მოვალეს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ  კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

მოსამართლე:   ბესიკ სისვაძე