„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1580
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.029.016322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1580

2015 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს №100 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22.08.2012 წ., 010170000.22.029.016032) (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. დამტკიცდეს „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ“ განცხადების ფორმა დანართი №5-ის და „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გამოთხოვის თაობაზე“ განცხადების ფორმა დანართი №6-ის  შესაბამისად.“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის“ (დანართი №1) (შემდგომში – პროცედურა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავშესაფრის მაძიებელი პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ამ ბრძანებით დამტკიცებული „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ“ განცხადების – დანართი №5-ის შესაბამისად.“;

გ) პროცედურის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტრო პირს განცხადების შეტანისთანავე არეგისტრირებს თავშესაფრის მაძიებლად.“;

დ) პროცედურის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტი თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში გასცემს ცნობას თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის წევრებზე 6 თვის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. არასრულწლოვნის ცნობა გადაეცემა მის კანონიერ წარმომადგენელს.“;

ე) პროცედურის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თავშესაფრის მაძიებელი პირის ცნობის მიღებისთანავე თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია   სამინისტროს ჩააბაროს მისი პირადობის დამადასტურებელი ეროვნული დოკუმენტები, რომლებიც მას უბრუნდება:

ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში;

გ) „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ“ განცხადების გამოთხოვის შემთხვევაში;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“;

ვ) პროცედურას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელი სამინისტროს მიმართავს ამავე ბრძანებით დამტკიცებული „თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გამოთხოვის თაობაზე“ განცხადებით – დანართი №6-ით.“;

ზ) პროცედურის მე-3 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.09.2015.
როდის იქნა მიღებული „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1580. სარეგისტრაციო კოდი — 010170000.22.029.016322.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 16 აგვისტოს N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1580, 22.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016322 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2989853/