⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.10.2015
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-45/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 656 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2015 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-45/ნ 2015 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილების მე-4 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის № 249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები“ (დანართი 1). 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მოსახურების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი 1 სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი ეს წესი შემუშავებულია „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილების,  აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 23 ივლისის №19 დადგენილების ამოქმედების თვიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ ელექტროენერგიის სუბსიდიით (შემდგომში – სუბსიდია) სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. მუხლი 2🔗. გამოყენებული ტერმინები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით და „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებით (შემდგომში – დადგენილება), თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 3🔗. სუბსიდიით სარგებლობის უფლება და ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების პირობები 1. სუბსიდიით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ ოჯახებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (შემდგომში – სოციალურად დაუცველი ოჯახი) საანგარიშო თვის  პირველი რიცხვის მდგომარეობით. 2. ამ წესის მიზნებისათვის სუბსიდია არის სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ყოველთვიური დახმარება, რომლის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება დადგენილებით, ამ წესითა და სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მუხლი 4🔗. სუბსიდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა  სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემების მიწოდებას ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტისთვის, სუბსიდიის ოდენობის თაობაზე ლიცენზიანტის მოთხოვნის შესაბამისად ყოველთვიური თანხის გადა­რიცხვას და სხვა ურთიერთობების რეგულირებას. მუხლი 5🔗. სუბსიდიის  ანაზღაურების პრინციპები 1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიეწოდება შესაბამის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებას და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი შეიტანოს რაიმე სახის ცვლილება ან კორექტირება ლიცენზიანტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე მოწოდებულ ინფორმაციაში. 2. ოჯახს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობას, სუბსიდია აუნაზღაურდება სააგარიშო თვის მომდევნო თვიდან.   3. სუბსიდიის გაცემა შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს; ბ) გაუქმებულია ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; გ) ოჯახის განცხადება. 4. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 70 000 –ს ან ნაკლებს, მაგრამ საანგარიშო თვის მდგომარეობით შეწყვეტილი/გაუქმებული ჰქონდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და სააგენტოს გადაწყვეტილებით აღდგა რეგისტრაცია ძველი არსებული ქულით, სუბსიდია აუნაზღაურდება უკანდახევით არსებული ქულის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან. 5. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის დეკლარაციაში არ არის დაფიქსირებული აბონენტის ნომერი სააგენტოს მიერ ფორმირებულ სიაში, აღნიშნული ოჯახის მონაცემები ლიცენზიანტს არ მიეწოდება. 6. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის დეკლარაციაში არ ფიქსირდებოდა ან შეცდომით ფიქსირდებოდა აბონენტის ნომერი და კორექტირების შედეგად განხორციელდა ჩასწორება, ოჯახს სუბსიდია აუნაზღაურდება უკანდახევით არსებული ქულის მინიჭების თვის მომდევნო თვიდან. მუხლი 6🔗. ზედმეტად გაცემული სუბსიდიის თანხების უკან დაბრუნების წესი იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის დეკლარაციაში შეცდომით ფიქსირდებოდა აბონენტის ნომერი, რის გამოც არამიზნობრივად ირიცხებოდა სუბსიდიის თანხა და კორექტირების შედეგად განხორციელდა ჩასწორება, სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ლიცენზიანტი ვალდებულია სრულად დააბრუნოს სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე სააგენტოს მიერ ამ ოჯახისათვის არამიზნობრივად გადარიცხული თანხა. .