# საქართველოს საზღვაო კოდექსი

- ტიპი: საქართველოს კანონი
- მიმღები ორგანო: საქართველოს პარლამენტი
- დოკუმენტის ნომერი: №715
- მიღების თარიღი: 15.05.1997
- კონსოლიდირებული რედაქცია: 12.06.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 400.010.020.05.001.000.212
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/29908
- წყარო: https://legali.ge/law/29908/

> ეს არის 12.06.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსი (შემდეგში – „კოდექსი“) არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობს გემების გამოყენებას მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის,

_თავი I — ზოგადი დებულებანი_



[https://legali.ge/law/29908/muxli-1/](https://legali.ge/law/29908/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ეს კოდექსი ვრცელდება საზღვაო გემებით ზღვებში, მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებსა და სხვა სანაოსნო გზებზე მიმოსვლაზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსით განსაზღვრული გამონაკლისი, საქართველოს სხვა სპეციალური

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-2/](https://legali.ge/law/29908/muxli-2/)

---

## მუხლი 3. სამხედრო-საზღვაო დროშით მცურავ გემებზე კოდექსის წესები არ ვრცელდება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც არ უნდა ითვალისწინებდეს ამ გემებისა და ტვირთის დაკავების, დაპატიმრების ან ამოღების შესაძლ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_



[https://legali.ge/law/29908/muxli-3/](https://legali.ge/law/29908/muxli-3/)

---

## მუხლი 4. საზღვაო ტრანსპორტის მონაწილეობით განხორციელებულ პირდაპირ-შერეულ და პირდაპირ-საწყლოსნო მიმოსვლით გადაზიდვასთან დაკავშირებით, კოდექსის წესები გამოიყენება პირდაპირ მასში მითითებულ შემთხვევებში, ასევე იმ 

_თავი I — ზოგადი დებულებანი_



[https://legali.ge/law/29908/muxli-4/](https://legali.ge/law/29908/muxli-4/)

---

## მუხლი 5. საქართველოს ნავსადგურებს შორის გადაზიდვა და ბუქსირზიდვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემით. უცხო ქვეყნის გემს საქართველოს ნავსადგურებს შორის სამუშაოს შესრულება შეუძლია საქართველოს

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-5/](https://legali.ge/law/29908/muxli-5/)

---

## მუხლი 7. 1. კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საზღვაო ნაოსნობა“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განახორციელონ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა, რომელთა საკუთრებაში ან მფლობელობაშია გემებ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. სანაოსნო კომპანია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-7/](https://legali.ge/law/29908/muxli-7/)

---

## მუხლი 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011

[https://legali.ge/law/29908/muxli-8/](https://legali.ge/law/29908/muxli-8/)

---

## მუხლი 9. სააგენტო:

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლს, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლსა და სანავსადგურე ერთეულის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

ბ) ქმნის მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას;

გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას;

დ) ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს/მოვალეობებს.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-9/](https://legali.ge/law/29908/muxli-9/)

---

## მუხლი 10. საქართველოს ნავსადგურში შემოსული ყველა გემი ვალდებულია იმყოფებოდეს დროშის სახელმწიფოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ ან დროშის სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ს

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-10/](https://legali.ge/law/29908/muxli-10/)

---

## მუხლი 11. 1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცე და მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაარღვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღოს, გადაიტანოს ან გადააკეთოს შენობა-ნაგებობები, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებების მოქმედებას.

3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, სანავსადგურე ერთეულსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნაოსნობის ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №784-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.252

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2397 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 20 სექტემბრის კანონი №1816 – ვებგვერდი, 30.09.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025

[https://legali.ge/law/29908/muxli-11/](https://legali.ge/law/29908/muxli-11/)

---

## მუხლი 12. 1. ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემსა და ჰიდროთვითმფრინავს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების ს

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთისა და ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, საფრთხეში აღმოჩენილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად;

ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ - საკარანტინო მომსახურების გაწევა, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა. შ.);

გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის;

დ) სპორტული ღონისძიებებისათვის;

ე) სხვა მიზნებისათვის.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ არის წყალზედა მოტივტივე პლატფორმა და ინსტალაცია.

3. ზომამცირე გემი არის 7 (შვიდ) მეტრზე ნაკლები სიგრძის გემი, რომელიც განკუთვნილია დასვენება - გართობისათვის, ბიზნეს- და სამეურნეო საქმიანობისათვის, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისათვის, მიუხედავად გემის ტიპისა, წარმოშობისა და ნაოსნობის რაიონისა.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-12/](https://legali.ge/law/29908/muxli-12/)

---

## მუხლი 14. 1. გემთმფლობელი არის გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, თუ საქართველოს კანონმდებლობაში „გემთმფლობელი“ სხვაგვა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. გემთმფლობელს შეუძლია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს იმ უფლებებს და შეასრულებს იმ მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006), მისი შესწორებების გათვალისწინებით. აღნიშნული პირი შესაძლებელია იყოს იგივე პირი, რომელიც დანიშნულია 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის მიმართ, და სერტიფიცირებულია „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისომართვის კოდექსის (ISM კოდექსი) შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ასამბლეის 1993 წლის 4 ნოემბრის A.741(18) რეზოლუციით და რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2000 წლის 5 დეკემბრის MSC.104(73) რეზოლუციით.

3. თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006) გამომდინარე დებულებების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გემთმფლობელის ნაცვლად სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია დანიშნული, აღნიშნული პირი საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციასა და საზღვაო შრომის სერტიფიკატში, აგრეთვე „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ გამომდინარე სხვა სერტიფიკატში მიეთითება, როგორც გემთმფლობელი.

4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება;

ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება;

გ) გემის ტექნიკური გამართულობა;

დ) გემის ეკიპაჟის წევრებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა;

ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალებით მომარაგება;

ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-14/](https://legali.ge/law/29908/muxli-14/)

---

## მუხლი 15. კოდექსში აღნიშნული ტერმინები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ მოყვანილ თავებში, გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ა) (ამოღებულია – 05.06.2012, №6386);

ა1) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043);

ბ) (ამოღებულია – 10.05.2022, №1547);

ბ1) ამ კოდექსის მიზნებისთვის − „სანავსადგურე ერთეული“ − საქართველოს ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია და რომლისთვისაც გამოყოფილია სათანადო სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორი ან ორზე მეტი სანავსადგურე ერთეულისთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს საერთო საზღვაო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ტერმინში „სანავსადგურე ერთეული“ არ იგულისხმება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა;

ბ2) ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − საზღვაო შემთხვევა, რომელიც გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვით, ადამიანის გარდაცვალებით ან ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურებით/დაზიანებით დასრულდა;

ბ3) სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, და გულისხმობს გემზე ხანძარს ან აფეთქებას, მის შეჯახებას, შეხებას, მეჩეჩზე დაჯდომას, უამინდობით ან ყინულთან კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებას, გემის კორპუსის გაბზარვას ან სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას ან სხვა შემთხვევას:

ბ3.ა) რომელიც იწვევს გემის ძირითადი ძრავების გათიშვას, მისი ეკიპაჟისა და მგზავრების საცხოვრებელი ნაწილის სერიოზულ დაზიანებას, გემის კორპუსის სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას და მისი მთლიანობის რღვევას და სხვა შედეგებს;

ბ3.ბ) რომელიც გემის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის ან იწვევს გარემოს დაბინძურებას (მიუხედავად ზღვაში ჩაღვრილი ნივთიერებების რაოდენობისა) ან რომლის დროსაც გემს ბუქსირება ან სანაპიროდან დახმარება ესაჭიროება;

ბ4) ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ არის ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა ან სერიოზული საზღვაო შემთხვევა;

ბ5) საზღვაო ინციდენტი − მოკვლევის მიზნებისთვის − მოვლენა ან მოვლენათა თანხვდენა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის კლასიფიცირებული, როგორც საზღვაო შემთხვევა, ზემოქმედებას ახდენს საზღვაო უსაფრთხოებაზე. საზღვაო ინციდენტი შეიძლება გულისხმობდეს გემის ტექნიკურ გაუმართაობას, მისი აღჭურვილობის გაუმართაობას ან ნაოსნობის სირთულეს, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს გემი ან საფრთხე შეუქმნას მას, გემზე მყოფ პირებს ან ბუნებრივ გარემოს, მაგრამ არ გამოიწვიოს ზიანი ან სერიოზული ზარალი;

გ) V თავში – „საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი“ – იგულისხმება საქართველოს ყველა არასამხედრო ნავსადგურის კაპიტანი თევზჭერის ნავსადგურის კაპიტნის ჩათვლით;

დ) VI თავში – „სალოცმანო სამსახური“ – იგულისხმება სამსახური, რომელიც ახორციელებს სანაოსნო ურთიერთობას საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, სანავსადგურე ერთეულების შიგა წყლებში და ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას;

ე) VII თავში − „ზღვაში ჩაძირული ქონება“ − იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიგა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა;

ვ) XXI თავში – „გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ – იგულისხმება იმ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი. უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშით მცურავი ბირთვული გემის გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსით განსაზღვრულზე დაბალია, გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები;

ზ) XXII თავში – „პრივ ილეგიური მოთხოვნები“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც დავა განიხილება საქართველოში;

თ) XXIII თავში – „საზღვაო პროტესტი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საზღვაო პროტესტი წარედგინება ნოტარიუსს და/ან საქართველოს შესაბამის პირს;

ი) XXIV თავში – „პრეტენზია და სარჩელი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ურთიერთობები რეგულირდება ამ კო დექსით, ამასთან კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლების დებულებები ეხება მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ ურთიერთობებს;

კ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი VIII), მგზავრთა საზღვაო გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი IX), საზღვაო კრუიზის (თავი X), გემის გარკვეული ვადით დაქირავების (თავი XI), გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (თავი XII), საზღვაო იპოთეკის (თავი XIII), ბუქსირზიდვის ხელშეკრულების (თავი XIV) და საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების (თავი XV) მიხედვით განისაზღვრება გაფორმების ადგილის კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6546 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025

[https://legali.ge/law/29908/muxli-15/](https://legali.ge/law/29908/muxli-15/)

---

## მუხლი 16. 1. (ამოღებულია - 31.05.2023, №3043)

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. (ამოღებულია - 31.05.2023, №3043).

3. სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი სანაოსნო კომპანიის ვალდებულებებზე, ისევე როგორც სანაოსნო კომპანია არ აგებს პასუხს სახელმწიფოს ვალდებულებებზე, მიუხედავად სანაოსნო კომპანიის რეგისტრაციის ადგილის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი თუ საკუთრების ფორმისა.

4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სანაოსნო კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე თავისი ქონებით.

5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სანაოსნო კომპანია არ არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა სანაოსნო კომპანიების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-16/](https://legali.ge/law/29908/muxli-16/)

---

## მუხლი 18. უფლება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ან შიგა წყლებში ჩაძირულ ქონებაზე (გემი, მისი ნამსხვრევები, აღჭურვილობა, ტვირთი და სხვა), აგრეთვე ამ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობები განისაზღვრება ამ კოდექსი

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-18/](https://legali.ge/law/29908/muxli-18/)

---

## მუხლი 19. 1. საერთო ავარიასთან დაკავშირებული ურთიერთობა რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ნავსადგურშიც შევიდა გემი საერთო ავარიის გამომწვევი შემთხვევის შემდეგ, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დად

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. თუ მხარეები, რომელთა ინტერესებსაც შეეხო საერთო ავარია, არიან საქართველოს რეზიდენტები, მაშინ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საერთო ავარიის მატერიალური პასუხისმგებლობა ნაწილდება ამ კოდექსის 273-289-ე მუხლები

[https://legali.ge/law/29908/muxli-19/](https://legali.ge/law/29908/muxli-19/)

---

## მუხლი 20. 1. ტერიტორიულ და შიგა წყლებში გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა შეჯახება

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. თუ შეჯახება მოხდა ღია ზღვაში და შეჯახებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოში, გამოიყენება კოდექსის XVII თავში მოცემული წესები.

3. თუ შეჯახებული გემები ნაოსნობენ ერთსა და იმავე ქვეყნის დროშით და შეჯახება არ ეხება მესამე მხარის ინტერესებს, მაშინ გამოიყენება გემის დროშის სახელმწიფოს კანონი განურჩევლად იმისა, თუ სად მოხდა შეჯახებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-20/](https://legali.ge/law/29908/muxli-20/)

---

## მუხლი 22. თუ გემის მიერ მიყენებული ზიანი ამ კოდექსის მე-20 და 21-ე მუხლებით განსაზღვრული არ არის, ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, სადაც განხორციელდა ზიანის გამომწვევი ქმედება ან არ

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-22/](https://legali.ge/law/29908/muxli-22/)

---

## მუხლი 23. 1. ტერიტორიულ და შიგა წყლებში გემის ან სხვა ობიექტის გადარჩენისათვის დაჯილდოების საქმეს არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა გადარჩენა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ ა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. თუ გადარჩენილი და გადამრჩენი გემები ერთი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობენ, საქმე განიხილება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, გადარჩენის ადგილის განურჩევლად.

3. გემთმფლობელსა და გადამრჩენი გემის ეკიპაჟს, ასევე ამ ეკიპაჟის წევრებს შორის გადარჩენისათვის გამოყოფილი ჯილდო განაწილდება გემის დროშის სახელმწიფოს კანონის შესაბამისა

[https://legali.ge/law/29908/muxli-23/](https://legali.ge/law/29908/muxli-23/)

---

## მუხლი 27. 1. საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები, თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა შესა

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. საზღვაო ნაოსნობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კანონმდებლობებისა, რეგულირდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და მისი ორგანოების მიერ მიღებული რეზოლუციებით.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-27/](https://legali.ge/law/29908/muxli-27/)

---

## მუხლი 271. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2591 – ვებგვერდი, 24.02.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-271/](https://legali.ge/law/29908/muxli-271/)

---

## მუხლი 272. 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის 

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, გემთმფლობელისა და სხვა პირებისგან, რომელთა ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

3. მოკვლევის ბიურომ, ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის გარდა, შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევა. ამ დროს მოკვლევის ბიურო აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოკვლევის განხორციელება, მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სიმძიმის, საზღვაო უსაფრთხოებაზე გავლენის, გემის ტიპისა და ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით.

4. შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მისცენ:

ა) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც განთავსებულია გემის/მისი მექანიზმის ფრაგმენტები, დაშვების/წვდომის და მოკვლევისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების უფლება;

ბ) საზღვაო შემთხვევაში/საზღვაო ინციდენტში მონაწილე გემის, მისი შემადგენელი ნაწილების, აგრეთვე გემზე არსებული ან საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული იმ საგნების დათვალიერებისა და შემოწმების უფლება, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის;

გ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თვითმხილველის, აგრეთვე იმ პირის გამოკითხვის უფლება, რომელსაც საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან აქვს ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი;

დ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის შედეგად დაღუპული პირის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლის მიღების უფლება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უფლება.

5. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისთვის. ამ ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ შემთხვევას/ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს გემთმფლობელი და მოკვლევის ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს მოკვლევის ანგარიშს.

7. ისეთი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს ეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია.

8. საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისას სათანადო შეტყობინება ეგზავნება ყველა არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს. მოკვლევის ბიურო ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებს გაუგზავნოს შეტყობინება მომხდარი ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე.

9. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი, შკიპერი, გემთმფლობელი, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოკვლევის ბიუროს მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე.

10. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

11. უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს ან უწყებას.

13. მოკვლევის ბიუროს მიერ განხორციელებულ მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14. მოკვლევის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

თავი II. გემის რეგისტრაცია

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-272/](https://legali.ge/law/29908/muxli-272/)

---

## მუხლი 28. ა) გემი:

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

ა.ა) დიდი გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონა ან 100 ტონაზე მეტი;

ა.ბ) პატარა გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა 100 ტონაზე ნაკლებია, მათ შორის, ზომამცირე გემი;

ა.გ) მშენებარე გემი − მშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვაგვარად. მშენებარე გემი შესაძლებელია დარეგისტრირდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, რისთვისაც საჭიროა მომავალი გემთმფლობელისა და გემთმშენებლის ერთობლივი თანხმობა. მშენებარე გემის რეგისტრაციის ფაქტი არ არის მისი კუთვნილების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე ერთადერთი ფაქტი;

ბ) მთავარი რეგისტრატორი − სააგენტოს დირექტორი;

გ) რეგისტრატორი − პირი, რომელზედაც მთავარმა რეგისტრატორმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოახდინა თავისი უფლებამოსილებების დელეგირება;

დ) რეესტრი − საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო;

ე) გემის რეგისტრაციის შეჩერება − ამ კოდექსითგათვალისწინებულიგემის რეგისტრაციის შეჩერება, რის საფუძველზედაც გემს დროებით ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება;

ვ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა − გემის რეგისტრაციის გაუქმება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ გემთმფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი დროებით დარეგისტრირებული გემისრეგისტრაციის ვადის გასვლამდე არ მიმართავს სააგენტოს გემის მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაციისთვის;

ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეგისტრაციის გაუქმება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

ზ1) გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა − ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა, რის საფუძველზედაც გემს აღუდგება საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება;

ზ2) გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმება − დიდი გემისთვის − გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის განახლება, ხოლო პატარა გემისთვის − რეგისტრაციის მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში) განახლება;

თ) რეგისტრაცია − გემის დროებითი, ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია:

თ.ა) მუდმივი რეგისტრაცია − გემის რეესტრში განუსაზღვრელი ვადით რეგისტრაცია;

თ.ბ) ვადიანი რეგისტრაცია − გემის რეესტრში გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;

თ.გ) დროებითი რეგისტრაცია − გემის რეესტრში რეგისტრაცია ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში;

ი) აღიარებული აგენტი – პირი/ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოსთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე გემთმფლობელებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმოადგენს;

კ) უნიკალური ნომერი − ციფრების, ასოების ან სხვა სიმბოლოების წყობა, რომელიც გამოიყენება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ელექტრონულ მოწმობაზე ამ მოწმობის იდენტიფიცირებისთვის.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-28/](https://legali.ge/law/29908/muxli-28/)

---

## მუხლი 29. 1. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლება გემს ენიჭება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

2. (ამოღებულია - 31.05.2023, №3043).

3. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ყველა ფორმა.

4. გემის რეესტრში რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი ან მუდმივი, ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე.

5. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელიც არის:

ა) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება;

ბ) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება;

გ) უცხო ქვეყნის გემთმფლობელის საკუთრება, რომელსაც საქართველოში ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) ამ კოდექსიდან გამომდინარე ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფი გემი.

6. საქართველო არ ცნობს გემის პარალელურ რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. საქართველო არ ცნობს სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება რეგისტრაციიდან ან მას არ შეუჩერდება რეგისტრაცია.

8. ბერბოუტ-ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში, თუ დაფრახტვის მომენტში მისი დროშის სახელმწიფო თანახმაა, გემის სახელმწიფო რეგისტრაცია რეესტრში განხორციელდეს. ამასთანავე, აღნიშნულ სახელმწიფოში გემის სახელმწიფო საზღვაო დროშით ცურვის უფლება შეჩერებული უნდა იყოს. ბერბოუტ-ჩარტერით გემის საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაციის შემთხვევაში გემთან დაკავშირებული საკუთრებისა და სხვა ქონებრივი უფლებების (საზღვაო იპოთეკა და გირავნობა) რეგისტრაცია შეიძლება დარჩეს გემის ძირითად რეესტრში, ხოლო საქართველოს დროშით ცურვის უფლებას გემი მიიღებს ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად.

9. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში, საქართველოში მისი და რეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ამ გემის სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ.

10. გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის სათანადო უფლების გარეშე აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-29/](https://legali.ge/law/29908/muxli-29/)

---

## მუხლი 30. 1. გემის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო, რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

2. სააგენტო აწარმოებს რეესტრს, ამტკიცებს გემის რეგისტრაციის, რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს.

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე ან ვადიან რეგისტრაციამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაძლებელია ამ ვადის 1 წლამდე გახანგრძლივება.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული 1-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორის თანხმობით, დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-30/](https://legali.ge/law/29908/muxli-30/)

---

## მუხლი 31. 1. მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

2. რეგისტრატორი გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. მთავარ რეგისტრატორს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია მოახდინოს მხოლოდ შემდეგ პირებზე:

ა) სააგენტოს თანამშრომელზე − რეგისტრატორზე;

ბ) საქართველოს საჯარო მოსამსახურეზე;

გ) საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირზე;

დ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043);

ე) აღიარებულ აგენტზე – მხოლოდ დროებითი რეგისტრაციის მოწმობების გაცემის მიზნებისათვის.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-31/](https://legali.ge/law/29908/muxli-31/)

---

## მუხლი 32. 1. რეესტრი შედგება წიგნებისაგან, კერძოდ:

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან;

ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან;

გ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან;

დ) მშენებარე გემების წიგნისაგან.

11. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რეესტრი შეიძლება ელექტრონული ფორმით იწარმოებოდეს, მათ შორის, შეიძლება გაიცეს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწმობები.

12. გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში.

3. გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში. იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა.

4. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად.

41. აკრძალულია ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირებულ გემზე საზღვაო იპოთეკის ან სხვა ქონებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია.

5. გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება.

6. ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-32/](https://legali.ge/law/29908/muxli-32/)

---

## მუხლი 33. 1. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაციის შემთხვევისა და ამ კოდექსის 44
11 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირდება გემი, რომლის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციაც შეჩერებულია და რომლის ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი.

4. მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით, რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას.

საქართველოს
2012
წლის
5
ივნისის

კანონი
№6386 –
ვებგვერდი
, 19.06.2012
წ
.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019

[https://legali.ge/law/29908/muxli-33/](https://legali.ge/law/29908/muxli-33/)

---

## მუხლი 34. 1. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელზედაც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ამ კოდექსის II1 თავის შესაბამისად

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

2. პატარა გემი, რომლის ასაკიც არ აღემატება 3 (სამ) წელს, არ არის ვალდებული, გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა ყოველწლიურად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1923-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.233

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3750-სსმI, №62,05.11.2010წ., მუხ.390

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6171 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-34/](https://legali.ge/law/29908/muxli-34/)

---

## მუხლი 35. 1. გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი და მუდმივი.

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე.

4. პატარა გემისა და ზომამცირე გემის რეგისტრაცია მუდმივია და ყოველწლიურად განახლდება.

5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას.

6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში სახელმწიფოს საზღვაო დროშით ნაოსნობის უფლების შეჩერების ვადის შესაბამისად, რომელიც 2 კალენდარულ წელს არ უნდა აღემატებოდეს. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი პერიოდით, რომელიც აღნიშნული გემის ძირითადი დროშის სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში 2 კალენდარულ წელზე მეტი არ უნდა იყოს.

7. გემს აქვს სახელი, რომელსაც მას ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-35/](https://legali.ge/law/29908/muxli-35/)

---

## მუხლი 36. 1. გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია:

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

ა) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა;

ბ) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა;

გ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ;

დ) ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

2. გემის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია:

ა) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043);

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის გადაუხდელობა;

გ) რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა;

დ) გემის მდგომარეობის საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა;

ე) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა;

ვ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ;

ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა;

თ) რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე გემთმფლობელი არ მოითხოვს რეგისტრაციის განახლებას ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ან რეგისტრაციის მოწმობის დამოწმებას იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;

ი) გემის ტექნიკური ზედამხედველობის შეჩერების ან მოხსნის თაობაზე აღიარებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების არსებობა.

3. გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია:

ა) გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნა;

ბ) გემის ჩამოწერა;

გ) გემის შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის უვარგისად ცნობა;

დ) გემის დაღუპვა;

ე) ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლა (ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში);

ვ) გემის მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა;

ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა.

4. გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება, მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად;

ბ) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან ან/და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა;

გ) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების, ნაოსნობის უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობა;

დ) გემის სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში დაკავება.

5. ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ.

6. ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება მთავარი რეგისტრატორის ინდივიდუალურ ი სამართლებრივი აქტით.

7. გემის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს, უარი თქვას გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე/რეგისტრაციის შეწყვეტაზე, თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან შესრულდა ნაწილობრივ. სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, თუ გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები მას არ ჩაჰბარდება.

8. (ამოღებულია - 11.12.2015, №4622).

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-36/](https://legali.ge/law/29908/muxli-36/)

---

## მუხლი 38. 1. გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უშიშროების, ზღვის გარემოს დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან საქართველოს კანონმდებლობით დ

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისობას ადგენს სააგენტო ან/და აღიარებული ორგანიზაცია ამ კოდექსის II 1 თავის შესაბამისად.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-38/](https://legali.ge/law/29908/muxli-38/)

---

## მუხლი 39. 1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები:

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

ა) რეგისტრაციის მოწმობა;

ბ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტი (გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა);

გ) გემის ჟურნალი;

დ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემის შემთხვევაში);

ე) გემის რადიოსადგურის ჟურნალი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) გემის სანიტარიული მოწმობა;

ზ) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად;

თ) გემის ეკიპაჟის წევრთა სია;

ი) სხვა საბუთები (მოწმობები და ა. შ.), რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

2. ამ მუხლში აღნიშნული ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. შევსებული ჟურნალები გემზე 3 წლის განმავლობაში ინახება.

3. ამ მუხლში აღნიშნული ძირითადი საბუთების მატერიალური ან ელექტრონული ვერსიები გემზე უნდა ინახებოდეს. გემისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული მოწმობის, მათ შორის, აღნიშნული მოწმობის პერიოდული დამოწმების, აგრეთვე მისი წარმომავლობის, კანონიერი ძალის (ვალიდაციის) და ნამდვილობის დადასტურების მკაფიო და მარტივი ინსტრუქცია მოწმობაში არსებული ინფორმაციის დასადასტურებლად.

4. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.

5. პატარა გემი არ არის ვალდებული, ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საქართველოს გემებს, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობები.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3072 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-39/](https://legali.ge/law/29908/muxli-39/)

---

## მუხლი 40. 1. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესით

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

2. სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე, რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები.

3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით.

4. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II1
თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ამავე კოდექსით განსაზღვრული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება მოწმობების არქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

5. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

6. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II​1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც შეძენილია და იმყოფება საქართველოს ფარგლების გარეთ, დარეგისტრირდა შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და აპირებს რეგისტრაციის მიწერის ნავსადგურში გადასვლას.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-40/](https://legali.ge/law/29908/muxli-40/)

---

## მუხლი 41. საქართველოს ნავსადგურში სხვა ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა, სამგზავრო, სატვირთო მარკის და გემის რადიოსადგურის მოწმობების აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, 

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-41/](https://legali.ge/law/29908/muxli-41/)

---

## მუხლი 42. საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყანაზე, სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის

კანონი №1286
– ვებგვერდი, 08.10.2013

[https://legali.ge/law/29908/muxli-42/](https://legali.ge/law/29908/muxli-42/)

---

## მუხლი 44. (ამოღებულია)

_თავი II — გემის რეგისტრაცია_

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

თავი II1
. საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარება, მათი უფლებამოსილებები, ფუნქციონირების წესები და სტანდარტები

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-44/](https://legali.ge/law/29908/muxli-44/)

---

## მუხლი 441. ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

_თავი II — 1_

ა) უფლებამოსილების მინიჭება − საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების (გადაცემის) სათანადო აქტი;

ბ) გემი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი;

გ) საქართველოს გემი − ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი;

დ) გემთმფლობელი − გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ე) სატვირთო გემი − გემი, რომელიც სამგზავრო გემი არ არის;

ვ) სამგზავრო გემი − გემი, რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და რომელზედაც მგზავრი არის ნებისმიერი პირი, გარდა:

ვ.ა) კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა;

ვ.ბ) 1 (ერთ) წლამდე ასაკის ბავშვისა;

ზ) სატვირთო გემის უსაფრთხოების რადიოკავშირის რადიომოწმობა − მოწმობა, რომელიც გათვალისწინებულია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესწორებული რადიოწესებით;

თ) კლასის მოწმობა − აღიარებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული წესებისა და პროცედურების საფუძველზე მათ მიერვე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის განსაზღვრულ მიზნებთან ან მომსახურებასთან შესაბამისობას;

ი) ინსპექტირება და შემოწმება − საქართველოს გემის აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე;

კ) საერთაშორისო კონვენცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია, რომლის მონაწილეც არის საქართველო;

ლ) ადგილსამყოფელი − რეგისტრირებული ოფისის ადგილსამყოფელი, ცენტრალური ადმინისტრაციის ან ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ადგილი;

მ) გემის ოპერატორი − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ-ჩარტერერი), რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა;

ნ) კონტროლი ორგანიზაციასთან მიმართებით − უფლებები, კონტრაქტები ან სხვა, კანონით განსაზღვრული ან ფაქტობრივი საშუალებები, რომლებიც ცალმხრივად ან ერთობლივად ანიჭებს პირს შესაძლებლობას, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იურიდიულ პირზე ამ კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად;

ო) წესები და პროცედურები − აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემის დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც შეთანხმებულია სააგენტოსთან;

პ) მინისტრი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ჟ) ორგანიზაცია − იურიდიული პირი, კერძოდ, საკლასიფიკაციო საზოგადოება ან სხვა კერძო დაწესებულება, მისი ფილიალი, მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პირი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ამ კოდექსის მოქმედების სფეროში ექცევა;

რ) გემების შემმოწმებელი − პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად;

ს) აღიარებული ორგანიზაცია − ამ კოდექსის თანახმად აღიარებული ორგანიზაცია;

ტ) სავალდებულო მოწმობა − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ ან საქართველოს სახელით გაცემული მოწმობა;

უ) IMO-ს A.1070 (28) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 4 დეკემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინსტრუმენტების საიმპლემენტაციო კოდექსის (III კოდექსის) შესახებ;

ფ) IMO-ს A.739 (18) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1993 წლის 4 ნოემბრის რეზოლუცია ადმინისტრაციის სახელით მოქმედი ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების მისანიჭებლად სახელმძღვანელოს შესახებ;

ქ) MSC/Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარები – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1995 წლის 9 ოქტომბრის ცირკულარები ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ;

ღ) გადამცემი ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ჰქონდა გემს;

ყ) მიმღები ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ექნება გემს.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-441/](https://legali.ge/law/29908/muxli-441/)

---

## მუხლი 442. 1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობე

_თავი II — 1_

2. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებისას ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთან წინასწარი კონსულტაციები გაიაროს იმის თაობაზე, თუ რა უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს იგი.

3. კონსულტაციების შედეგად ორგანიზაციასთან სააგენტოს შეთანხმება წერილობით ფორმდება. ეს შეთანხმება უნდა უ პასუხებდეს ამ კოდექსის 4415 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებით მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სააგენტო უფლებამოსილია აღიარებული ორგანიზაციებისათვის შეიმუშაოს საქართველოს გემების ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე სავალდებულო ინსტრუქციები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და IMO-ს A.1070 (28) რეზოლუციის შესაბამისად.

5. სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

6. საქართველო უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისგან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი ან ზიანი, ფიზიკური ზიანი ან დაღუპვა გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ქმედებით.

7. სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-442/](https://legali.ge/law/29908/muxli-442/)

---

## მუხლი 443. 1. სააგენტოს უფლება აქვს, გემის შემმოწმებელს ან აღიარებულ ორგანიზაციას სრულად ან შეზღუდულად გადასცეს უფლებამოსილება, რათა მან განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ინსპექტირება და შემოწმება, სატვირთო მარკი

_თავი II — 1_

მუხლთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

2. სააგენტო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემულ ყველა მოწმობას, რომლებშიც აღნიშნულია გამონაკლისები საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მიუხედავად იმისა, ისინი მუდმივია თუ დროებითი, აგრეთვე ასეთ მოწმობებში შეტანილ ყველა ცვლილებას.

3. სატვირთო გემის რადიოსადგურის მოწმობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძო ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ, აქვს სათანადო პრაქტიკა და ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, შეიძლება მიენიჭოს რადიოსაკომუნიკაციო უსაფრთხოების დამოუკიდებლად შეფასების უფლებამოსილება.

4. ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების მისაღებად კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ და სააგენტოს მიერ დადგენილ და გამოქვეყნებულ მოთხოვნებს. კერძო ორგანიზაციის აღიარება და მისთვის მოვალეობათა გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. სააგენტოს უფლება აქვს, გააუქმოს იმ კერძო ორგანიზაციის აღიარება, რომელიც აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან რომლის მიერ შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად ფასდება.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-443/](https://legali.ge/law/29908/muxli-443/)

---

## მუხლი 445. 1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC/Circ. 710 და MEPC/Circ. 307 ცირკულარების მოთხოვნებს. სა

_თავი II — 1_

2. საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. წერილობითი შეთანხმების პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელთა მიერ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს განმცხადებელი ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. სააგენტოს უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს.

4. ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ სააგენტოსთან წერილობითი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-445/](https://legali.ge/law/29908/muxli-445/)

---

## მუხლი 446. 1. საქართველო უფლებამოსილია სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით მიიღოს კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისაგან, თუ 

_თავი II — 1_

2. სააგენტოს და აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-446/](https://legali.ge/law/29908/muxli-446/)

---

## მუხლი 447. 1. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ამ კოდექსის 443 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები, სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის აღ

_თავი II — 1_

2. თუ ორგანიზაციის აღიარებას ა უქმებს ან აჩერებს ევროკომისია, ეს ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან მას დროებით უჩერდება უფლება, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ორგანიზაციის უფლებამოსილება შეჩერდება ან გაუქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილებით, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება.

4. სააგენტომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებით.

5. თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას, ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს გემისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება.

6. ამ მუხლის პირველი − მე -5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე, რომლებიც გაცემულია ორგანიზაციის აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-447/](https://legali.ge/law/29908/muxli-447/)

---

## მუხლი 448. 1. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ

_თავი II — 1_

2. ორგანიზაციის უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით, საჯაროდ ქვეყნდება.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-448/](https://legali.ge/law/29908/muxli-448/)

---

## მუხლი 449. 1. სააგენტო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების მუშაობის მონიტორინგი, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სათანადოდ ასრულებენ ამ კოდექსის 443  მუხლით გათვალისწინებულ 

_თავი II — 1_

2. სააგენტო აღიარებული ორგანიზაციის მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ და ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშის გამოქვეყნება არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა.

3. ამ კოდექსის 445 მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგები.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-449/](https://legali.ge/law/29908/muxli-449/)

---

## მუხლი 4410. 1. ამ მუხლით განსაზღვრული უფლებები ენიჭება გემის ინსპექტორს შეფასების, კონტროლის ან ამ კოდექსის 449   მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სათანადო პროცედურების განსახორციელებლად

_თავი II — 1_

2. გემის ინსპექტორს მინიჭებული აქვს უფლება, უფლებამოსილების განხორციელებისას მარტო ან იმ პირის თანხლებით, რომლის დასწრებასაც იგი აუცილებლად მიიჩნევს, და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს:

ა) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე, მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, როგორც ნავსადგურში, ისე ნაოსნობის დროს, გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი, რომელიც შემოწმებისას აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება;

ბ) შევიდეს, გააკონტროლოს, შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა კერძო საკუთრებისა, თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი არის შესაფასებელი აღიარებული ორგანიზაციის ქონება ან მას ეს აღიარებული ორგანიზაცია იყენებს თავისი საქმიანობის მიზნებისათვის;

გ) შეამოწმოს ნებისმიერი სახით არსებულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები, წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ინახება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს გემზე, ან ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას (გარდა კერძო საკუთრებისა), თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან, რომლისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება. გემის ინსპექტორს უფლება აქვს, გადაიღოს აღნიშნული ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები, თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ეს ინფორმაცია ან ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს გემის ოპერატორი, კაპიტანი ან სხვა მეზღვაური, ანდა აღიარებული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებისა, ვალდებული არიან უზრუნველყონ გემის ინსპექტორი დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით, რომლებიც საჭიროა ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-4410/](https://legali.ge/law/29908/muxli-4410/)

---

## მუხლი 4411. 1. საქართველოს ყველა გემი, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მ

_თავი II — 1_

2. აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემებისა, უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომელთა რეგისტრული ტონა არის 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა.

3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე.

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 500 ან 500-ზე მეტი რეგისტრული ტონის საერთო ტევადობის გემს, რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი მიზნით, შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის პირობას, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტს და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესს აღიარებული ორგანიზაცია ათანხმებს სააგენტოსთან.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019

[https://legali.ge/law/29908/muxli-4411/](https://legali.ge/law/29908/muxli-4411/)

---

## მუხლი 4413. 1. აღიარებული ორგანიზაცია თანამშრომლობს სააგენტოსთან და გემების ინსპექტორებთან, რათა ხელი შეუწყოს მისი კლასისთვის მიკუთვნებულ გემებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას

_თავი II — 1_

2. აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის ყველა არსებით ინფორმაციას საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ.

3. აღიარებული ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციას, გეგმური შემოწმების, რეკომენდაციების, გემისთვის გაცემული კლასის პირობებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი, მისი კლასისთვის მიკუთვნებული გემების ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.

4. აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 445 მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილებით, ეკრძალება საქართველოს გემზე მოწმობის გაცემა, თუ ამ გემს უსაფრთხოების მიზნით გაუქმებული აქვს კლასი ან იგი კლასის ცვლილების პროცესშია, მანამ, სანამ სააგენტო არ გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, აუცილებელია თუ არა სრული ინსპექტირების ჩატარება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის პირობების დარღვევით გაცემული მოწმობა ბათილია.

6. საქართველოს გემის მიერ კლასის შეცვლის შემთხვევაში:

ა) გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამომავლო გეგმური შემოწმების, რეკომენდაციისა და გემისთვის გაცემული კლასის პირობების, ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ;

ბ) გადაცემის დროს გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას გადასცეს გემის სრულყოფილი საარქივო ჩანაწერები;

გ) მიმღებ ორგანიზაციას უფლება აქვს, გასცეს მოწმობები გემისთვის მხოლოდ ყველა გეგმური შემოწმებისა და კონტროლის დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩატარების შემდეგ და გადამცემი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, ყველა სამომავლო რეკომენდაციისა და გემისთვის წინა პერიოდში გაცემული კლასის პირობების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;

დ) გემისთვის სათანადო მოწმობის გაცემამდე მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია გადამცემი ორგანიზაციისგან მიიღოს ინფორმაცია მოწმობის გაცემის თარიღის შესახებ, განთავსების ადგილისა და ღონისძიებების დაზუსტების მიზნით, რომლებიც საჭიროა თითოეული გეგმური შემოწმებისთვის, რეკომენდაციისთვის და კლასის მინიჭების პირობისთვის.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-4413/](https://legali.ge/law/29908/muxli-4413/)

---

## მუხლი 4414. 1. სააგენტოს დირექტორი ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის დასარეგულირებლად უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში

_თავი II — 1_

2. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-4414/](https://legali.ge/law/29908/muxli-4414/)

---

## მუხლი 4415. წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით − მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO-ს A.739 (18) რეზოლუციი

_თავი II — 1_

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-4415/](https://legali.ge/law/29908/muxli-4415/)

---

## მუხლი 4416. 1. აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის, პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს ს

_თავი II — 1_

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას.

3. აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. აკრედიტაციის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო თავისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს/ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-4416/](https://legali.ge/law/29908/muxli-4416/)

---

## მუხლი 4417. 1. გემის ინსპექტორს ან გემების შემმოწმებელს, რომელიც სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის სახელით მუშაობს, ინსპექტირების/შემოწმების, გემის სერტიფიცირების ან ამ კოდექსის 443 მუხლის მიზნებისთვის უნდა ჰქ

_თავი II — 1_

ა) ავიდეს საქართველოს დროშით მცურავ გემზე;

ბ) განახორციელოს ყველა საჭირო ინსპექტირება და შემოწმება, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებით, რომელთა მხარეც არის საქართველო;

გ) მოითხოვოს დაფიქსირებული შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა;

დ) აუკრძალოს გემს ნაოსნობა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაფიქსირებული შეუსაბამობები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების სერიოზული დარღვევაა, ემუქრება გემზე მყოფ მეზღვაურთა უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას ან მიმართულია საზღვაო უშიშროების წინააღმდეგ.

2. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა უნდა განახორციელოს ყველა შესაბამისი ღონისძიება გემის უსაფუძვლო მოცდენის თავიდან ასაცილებლად.

3. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა, რომელიც ახორციელებს გემის ინსპექტირებას/შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) სტანდარტების დაცვის კუთხით, უნდა უზრუნველყოს, რომ ინსპექტირების ანგარიშის ასლი გადაეცეს გემის კაპიტანს. ამასთანავე, ინსპექტირების ანგარიშის ასლი უნდა განთავსდეს გემზე თვალსაჩინო ადგილას, აგრეთვე გაეგზავნოს სააგენტოს.

4. გემთმფლობელს, დამფრახტავს ან კომპანიას ეკრძალება გემის ინსპექტორის ან გემების შემმოწმებლის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების პროცესში მისთვის ხელის შეშლა.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

თავი II2. გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-4417/](https://legali.ge/law/29908/muxli-4417/)

---

## მუხლი 4418. 1. ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემი, რომლის საერთო ტევადობა 500 ტონაზე მეტია და რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23

_თავი II — 2. გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები_

2. არსებული გემი უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელ და დასასვენებელ კონსტრუქციებსა და აღჭურვილობებთან დაკავშირებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციითა (ახალი რედაქცია) და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციით (დამატებითი დებულებები).

3. არსებულ გემს უნდა ჰქონდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული კონვენციების მოთხოვნებს.

4. სააგენტოს უფლება აქვს, არსებულ გემზე დაუშვას გამონაკლისი შემდეგი ნორმებიდან:

ა) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-11 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-6 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სასადილო ოთახი შესაფერისია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის მიერ გამოსაყენებლად;

ბ) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-12 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-7 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სივრცეები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეესაბამება აღნიშნული მუხლების მოთხოვნებს.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს გემი, რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) ძალაში შესვლის შემდეგ მიიჩნევა ახალ გემად. აღნიშნული გემი ჩაითვლება იმ დღეს აშენებულად, როდესაც მისი კილი ჩაიდება ან როდესაც იგი წარმოდგენილი იქნება მშენებლობის ანალოგიურ სტადიაზე.

6. ახალი გემი უნდა შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) A3.1 სტანდარტსა და იმავე კონვენციის B3.1.1-3.1.12 სახელმძღვანელო პრინციპებს.

7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის განათების, ვენტილაციის, დრენაჟებისა და გათბობის სისტემების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

თავი III. გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-4418/](https://legali.ge/law/29908/muxli-4418/)

---

## მუხლი 45. 1. ამ თავის მიზნებისთვის:

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

ა) „გემთმფლობელი“ ნიშნავს გემის მეპატრონეს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მაგალითად, მენეჯერს, აგენტს ან ბერბოუტ-ჩარტერერს, რომელსაც გემის მფლობელმა დააკისრა პასუხისმგებლობა გემის ექსპლუატაციისთვის, ამასთანავე, რომელმაც აღნიშნულ პროცესში განაცხადა თანხმობა, რომ აიღოს გემთმფლობელისთვის დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) შესაბამისად, მიუხედავად იმისა, შეასრულებს თუ არა სხვა პირი ან ორგანიზაცია გემთმფლობელის სახელით სხვა გარკვეულ მოვალეობებს;

ბ) „მეზღვაური“ ნიშნავს პირს, რომელიც მუშაობს თანამდებობაზე იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლების (sheltered waters) ან საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ეს თავი ვრცელდება იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლებისა (sheltered waters) და საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-45/](https://legali.ge/law/29908/muxli-45/)

---

## მუხლი 47. 1. გემის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

2. პირს წოდება ენიჭება სააგენტოში სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატით და კვალიფიკაციის სერტიფიკატით.

3. პირს წოდება ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს კაპიტნის წოდების მქონე პირს, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-47/](https://legali.ge/law/29908/muxli-47/)

---

## მუხლი 48. 1. გემის კაპიტნის ბრძანება მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა შეასრულოს გემზე მყოფმა ყველა პირმა. თუ გემზე მყოფი რომელიმე პირი კაპიტნის ბრძანებას არ შეასრულებს, კაპიტანი ვალდებულია მის მიმარ

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

2. გემის კაპიტნის უფლებამოსილება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) იმ უფლებას, რომ მან უარი თქვას გემის სანაოსნოდ გაყვანაზე, როდესაც გემი უსაფრთხოდ არ მიაჩნია, გემზე ასვლაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისა, რომელიც ასრულებს მოვალეობას „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ასევე უარი თქვას ნებისმიერი სახის ტვირთის დატვირთვაზე.

3. თუ გემის კაპიტანი პროფესიული განსჯის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს კონფლიქტი გემის მიმართ წაყენებულ საზღვაო უშიშროების მოთხოვნასა და საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას შორის, იგი უპირატესობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში იღებს დროებით ზომებს საზღვაო უშიშროებისთვის და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-48/](https://legali.ge/law/29908/muxli-48/)

---

## მუხლი 49. 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გემის კაპიტანი განიხილავს ეკიპაჟის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ატარებს წამახალისებელ ღონისძიებებს, გამოაქვს დისციპ

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

2. გემის კაპიტანს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში გემის ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი გადააყენოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდა

[https://legali.ge/law/29908/muxli-49/](https://legali.ge/law/29908/muxli-49/)

---

## მუხლი 51. გემის კაპიტანი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით ითვლება გემთმფლობელისა და ტვირთმფლობელის წარმომადგენლად ყველა გარიგებაში, რომელიც დაკავშირებულია გემთან, ტვირთთან ან ნაოსნობასთან, აგრეთვე მისთვის მინ

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_



[https://legali.ge/law/29908/muxli-51/](https://legali.ge/law/29908/muxli-51/)

---

## მუხლი 52. გემზე ბავშვის დაბადების შემთხვევაში გემის კაპიტანი ამ ფაქტს გემის საბორტო ჟურნალში აღრიცხავს და მიუთითებს ბავშვის დედისა და მამის სახელებს, დაბადების თარიღებსა და მოქალაქეობას, აგრეთვე ბავშვის დაბადებ

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-52/](https://legali.ge/law/29908/muxli-52/)

---

## მუხლი 53. 1. გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს იგი და გადასცეს საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს ან საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

2. საქართველოს დროშით მცურავ გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია გემის საბორტო ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს. ამ ჩანაწერს ამოწმებს ორი მოწმე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს გემის ექიმი (გემზე მისი ყოფნის შემთხვევაში).

3. გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია მოამზადოს გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი. ამ ასლს ორი მოწმე ადასტურებს.

4. ქონება (ნივთები), რომელიც (რომლებიც) გემზე გარდაცვლილ პირს ეკუთვნოდა, უნდა აღიწეროს და გემზე უსაფრთხოდ უნდა იქნეს შენახული, რათა პირველი შესაძლებლობისთანავე გადაეცეს გარდაცვლილის მემკვიდრეს გემთმფლობელის ხარჯით ან იმ პირის ხარჯით, რომელიც გემის მართვას ახორციელებს.

5. გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი უნდა გადაეცეს საქართველოს უახლოეს საკონსულო დაწესებულებას, ხოლო საქართველოს ნავსადგურში დაბრუნებისას − ნავსადგურის კაპიტანს.

6. გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს გემზე პირის გარდაცვალების (დაღუპვის) ფაქტი და მიაწოდოს მას შესაბამისი ახსნა-განმარტება.

7. გემთმფლობელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე განახორციელოს გემზე გარდაცვლილი პირის ნეშტის გადასვენება საკუთარი ხარჯით.

8. თუ გემზე გარდაცვლილი პირი არ ექცევა ტერმინის „მეზღვაური“ განმარტებაში „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გარდაცვლილის ახლობლებს არ აქვთ მისი ნეშტის გადასვენების საშუალება, გემის კაპიტანს უფლება აქვს, მიიღოს გარდაცვლილის ზღვაში დაკრძალვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-53/](https://legali.ge/law/29908/muxli-53/)

---

## მუხლი 54. 1. თუ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის გემს, ეკიპაჟსა და მგზავრებს, გემის კაპიტანი ვალდებულია:

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

ა) დახმარება აღმოუჩინოს ზღვაში დაღუპვის საფრთხეში მყოფ ნებისმიერ ადამიანს;

ბ) შესაძლო მაქსიმალური სიჩქარით გაეშუროს კატასტროფაში მოხვედრილთა დასახმარებლად, თუ კაპიტანს აქვს ინფორმაცია, რომ კატასტროფაში მოხვედრილნი საჭიროებენ დახმარებას და ასეთი მოქმედება გონივრულია.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის ასეთ ქმედებაზ

[https://legali.ge/law/29908/muxli-54/](https://legali.ge/law/29908/muxli-54/)

---

## მუხლი 57. 1. თუ, კაპიტნის აზრით, გემს ემუქრება გარდაუვალი დაღუპვა, მგზავრთა სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ღონისძიების განხორციელების შემდეგ იგი ნებას რთავს ეკიპაჟის წევრებს დატოვონ გემი

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

2. კაპიტანი უკანასკნელი ტოვებს გემს მას შემდეგ, რაც მიღებულია მასზე დამოკიდებული ყველა ზომა გემის, რადიო - და სამანქანო ჟურნალების, ამ რეისის რუკის, საბუთების, ფასეულობისა და სალაროს გადასარჩენად.

3. გემის დაღუპვის შემთხვევაში კაპიტანი ინარჩუნებს თავის უფლება-მოვალეობას მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთის მიმართ იმის მიუხედავად, თუ სად შეაფარა თავი ეკიპაჟმა.

4. გემის კაპიტნის სიკვდილის ან ავადმყოფობის შემთხვევაში გემსა და ეკიპაჟს ხელმძღვანელობს კაპიტნის უფროსი თანაშემწ

[https://legali.ge/law/29908/muxli-57/](https://legali.ge/law/29908/muxli-57/)

---

## მუხლი 58. სამხედრო საფრთხის, სამხედრო მოქმედების, აგრეთვე მეკობრეთა თავდასხმის შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია, გარემოებათა გათვალისწინებით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეთ გემის ბორტზე მყოფ ადამიანებს, განახორ

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-58/](https://legali.ge/law/29908/muxli-58/)

---

## მუხლი 60. 1. (ამოღებულია)

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

2. ნაოსნობის პერიოდში გემის უცხო ქვეყნის ნავსადგურში დგომისას ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს, ხელმძღვანელობს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის დადებული ნაოსნობის ხელშეკრულებებით და საერთაშორისო სამართლის კოლიზიური ნორმებით.

3. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში გემის კაპიტანს უფლება აქვს, აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანს უფლება აქვს, გადასცეს აღნიშნული პირი სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

4. გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას.

საქართველოს 20005 წლის 20 აპრილის კანონი №1361-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.133

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3541-სსმI, №36, 04.08.2006წ., მუხ.267

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51,29.09.2010წ., მუხ.3

[https://legali.ge/law/29908/muxli-60/](https://legali.ge/law/29908/muxli-60/)

---

## მუხლი 61. 1. როდესაც გემის კაპიტანი მოქმედებს ზღვაზე უსაფრთხოების და ზღვის გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით და ამ სფეროში ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

2. გემთფლობელს, გემის დამქირავებელს ან სხვა რომელიმე პირს არა აქვს უფლება უსაფუძვლოდ გაათავისუფლოს ან მიიღოს სხვა უსამართლო გადაწყვეტილება გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თავისი პროფესიული გამოცდილების მიხედვით სათანადოდ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.

3. ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში გემის კაპიტანს აქვს გასაჩივრების უფლებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-61/](https://legali.ge/law/29908/muxli-61/)

---

## მუხლი 62. მეზღვაურთა დასაქმების პროცედურები, მათი უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე მეზღვაურთა სოციალური დაცვის შესახებ დებულებები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქ

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-62/](https://legali.ge/law/29908/muxli-62/)

---

## მუხლი 63. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობ

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-63/](https://legali.ge/law/29908/muxli-63/)

---

## მუხლი 64. 1. საქართველოს დროშით მცურავი გემი, რომელზედაც ეს თავი ვრცელდება, ვალდებულია ბორტზე ჰქონდეს:

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

ა) მოქმედი სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) შესაბამისად;

ბ) საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) პრაქტიკის კოდექსის უახლესი ვერსიის გამოცემის ასლი; საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსი (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი), აგრეთვე მეზღვაურის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ დამატებითი მითითება, რომელიც შეიძლება მიიღოს ან გამოაქვეყნოს სააგენტომ.

2. საქართველოს დროშით მცურავ გემზე სამუშაოები უნდა შესრულდეს საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი) დებულებების გათვალისწინებით.

3. კომპანია, გემთმფლობელი ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს გემის ოპერირებისთვის, ვალდებულია აღნიშნულ გემზე დანერგოს შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები, ჯანმრთელობის მართვის პოლიტიკა და პროგრამა საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი) მოთხოვნების შესაბამისად. ეს ვალდებულება უნდა მოიცავდეს:

ა) გემზე საწარმოო უბედური შემთხვევის, დაზიანებისა და დაავადების პრევენციის გონივრულ ზომებს, გარემოსდაცვითი ფაქტორებისა და ქიმიკატების მავნე გავლენის შემცირებისა და პროფილაქტიკის ზომებს, საწარმოო ტრავმის ან პროფესიული დაავადების რისკის შემცირების ზომებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემის აღჭურვილობის გამოყენებით;

ბ) მეზღვაურთა ტრენინგს, ინსტრუქციებს საწარმოო უბედური შემთხვევის პრევენციისთვის, საწარმოო ტრავმისა და პროფესიული დაავადების პროფილაქტიკისთვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უწყვეტი გაუმჯობესების ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობენ მეზღვაურთა წარმომადგენლები და მათი განხორციელებით დაინტერესებული ყველა სხვა პირი;

გ) ინსპექტირების, ანგარიშგებისა და ხარვეზის გამოსწორების შესაბამის პროცედურებს, რომლებიც უნდა მოიცავდეს აგრეთვე გემზე მომხდარი საწარმოო უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების ფაქტების მოკვლევისა და ანგარიშგების პროცედურებს;

დ) 18 წლამდე მეზღვაურთა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის წესებს;

ე) გემის კაპიტნის ან მის მიერ განსაზღვრული პირის სპეციფიკურ ვალდებულებებს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროგრამის განსახორციელებლად;

ვ) გემის უსაფრთხოების კომიტეტის საქმიანობაში გემის ეკიპაჟის წევრთა დანიშნული ან არჩეული წარმომადგენლის მონაწილეობის პროცედურებს;

ზ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით რისკის შეფასების პროცედურებს, რომლებიც მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას შესაბამისი გემის შესახებ, აგრეთვე სააგენტოს მიერ გამოცემულ ინფორმაციას.

4. კომპანია, გემთმფლობელი ან საქართველოს დროშით მცურავი გემის ოპერირებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გემის უსაფრთხოების კომიტეტის ჩამოყალიბება გემის ეკიპაჟის არანაკლებ 5 წევრისგან. აღნიშნული კომიტეტი საქმიანობას ახორციელებს საზღვაო გემზე და ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ კოდექსის (ILO-ს პრაქტიკის კოდექსი) დებულებების გათვალისწინებით.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-64/](https://legali.ge/law/29908/muxli-64/)

---

## მუხლი 66. 1. საქართველოს დროშით მცურავ გემზე მიწოდებული საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს გემზე მყოფ მეზღვაურთა რაოდენობას და მათ რელიგიურ და კულტურულ წეს-ჩვეულებებს, ითვალისწინებდეს გემის ნაოსნობის ხანგრძ

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

2. გემზე სასმელი წყლისა და საკვების შესაბამისობას, ხარისხსა და რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტო.

3. გემის სამზარეულო ისე უნდა იყოს ორგანიზებული, ხოლო მისი აღჭურვილობა − მოწყობილი, რომ მეზღვაურებისთვის ადეკვატური, მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების საკვები ჰიგიენურ პირობებში მომზადდეს.

4. სავალდებულოა საქართველოს დროშით მცურავი გემისთვის შესაბამისი კვალიფიციური მზარეულის შერჩევა. ამასთანავე, თუ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტში მითითებული მეზღვაურთა საერთო რაოდენობა ათზე ნაკლებია, შესაძლებელია გემს არ ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. აღნიშნულ შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მყოფი პირი, რომელსაც საკვების მომზადება ევალება, საკვები პროდუქტების მოვლის, შენახვისა და მომზადების საკითხებში სათანადოდ გაწვრთნილი იყოს ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

5. კვალიფიციური მზარეული არის პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. მეზღვაურს, რომელიც საქართველოს დროშით მცურავ გემზე საზღვაო კულინარიის მიმართულებით მუშაობს, გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი თავისი თანამდებობის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მიზნებისთვის პირად, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი, მიიჩნევა პირი, რომელმაც გაიარა შემდეგ კურსთაგან ერთ-ერთი:

ა) სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი;

ბ) გემთმფლობელის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კურსი, რომელიც მოიცავს სულ მცირე სამზარეულოში პირადი უსაფრთხოების დაცვის მეთოდებს, საკვების ჰიგიენისა და პირადი ჰიგიენის საკითხებს.

8. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია არანაკლებ კვირაში ერთხელ განახორციელოს სასმელი წყლის, საკვების, საკვები პროდუქტების საწყობის, სამზარეულოს და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის მონიტორინგი (ინსპექტირება).

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული მონიტორინგის (ინსპექტირების) გარდა, საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია ყოველთვიურად განახორციელოს გემზე არსებული საცხოვრებელი ადგილების ინსპექტირება, რათა დარწმუნდეს, რომ საცხოვრებელი ოთახები ჰიგიენურია და ღირსეულ განთავსებას უზრუნველყოფს.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებით მოთხოვნილი მონიტორინგი (ინსპექტირება) და მისი განხორციელების დროს აღმოჩენილი შეუსაბამობა გემზე აღმოჩენილ სხვა შეუსაბამობებთან ერთად აღირიცხება სათანადო დოკუმენტში და მიეთითება მის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-66/](https://legali.ge/law/29908/muxli-66/)

---

## მუხლი 67. საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელმა ან მისი ოპერირებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

ა) გემი სრულად შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლებსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. ამასთანავე, აღნიშნულ სტანდარტებს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ამოწმებს შესაბამისი კომპეტენტური პირი;

ბ) გემზე განათავსოს გემების საერთაშორისო სამედიცინო სახელმძღვანელოს უახლესი ვერსია, ხოლო თუ გემს საშიში ტვირთი გადააქვს − აგრეთვე საშიშ ტვირთებთან დაკავშირებული შემთხვევების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სახელმძღვანელო;

გ) გემზე იმყოფებოდეს კვალიფიციური ექიმი, როდესაც გემი საერთაშორისო ნაოსნობაში 3 დღეზე მეტი ხნით არის ჩართული და 100 ან 100-ზე მეტი პირი გადაჰყავს.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-67/](https://legali.ge/law/29908/muxli-67/)

---

## მუხლი 69. (ამოღებულია)

_თავი III — გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა_

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

თავი III1. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6546 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-69/](https://legali.ge/law/29908/muxli-69/)

---

## მუხლი 70. 1. საზღვაო ნავსადგური არის იმ სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც განლაგებულია განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილზე და რომელშიც შეიძლება მდებარეობდეს ერთი ან ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეული

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

2. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორია მოიცავს მისთვის გამოყოფილ სახმელეთო ტერიტორიას, ხოლო აკვატორია − მისთვის გამოყოფილ ზღვის სივრცეს.

3. სანავსადგურე ერთეული უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიისა და აკვატორიის მზადყოფნას უსაფრთხო ნაოსნობისთვის.

4. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, მისი 1988 წლის ოქმის, ცვლილებათა გათვალისწინებით, V თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

41. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ყველა საზღვაო ნავსადგურში გემების მოძრაობის სისტემის ფუნქციონირებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

5. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში ხორციელდება შემოსული გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა, მომსახურება, საწვავით მომარაგება, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, ტვირთის სატრანსპორტო-საექსპედიტორო, შენახვის, დაგროვების, შეფუთვისა და საწყობში განთავსების ოპერაციები, მისი ერთი სახეობის ტრანსპორტიდან მეორე სახეობის ტრანსპორტზე გადატვირთვა, მგზავრთა მომსახურების, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ოპერაციები და სხვა.

51. სანავსადგურო მომსახურების მისაღებად საქართველოს ნავსადგურებში ფუნქციონირებს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა, რომლითაც განმცხადებელი ასრულებს ანგარიშგების ვალდებულებას. განმცხადებელს საზღვაო ერთი ფანჯრის  სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მხოლოდ ერთხელ, გემის ნავსადგურში შესვლისას, აგრეთვე გემის ნავსადგურიდან გასვლისას. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევის კოორდინაციისა და ადმინისტრირებისთვის. ყველა სხვა კომპეტენტური ორგანო მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებაში და ახორციელებს თავისი საქმიანობის კოორდინირებას სააგენტოსთან. საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის განვითარებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოა საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი.

52. საქართველოს მთავრობა დადგენილებით ამტკიცებს „საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის წესს“.

6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. ამ ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.

7. სამხედრო ნავსადგურების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის

კანონი №1286
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4165 – ვებგვერდი, 29.05.2024

[https://legali.ge/law/29908/muxli-70/](https://legali.ge/law/29908/muxli-70/)

---

## მუხლი 71. 1. სანავსადგურე ერთეული ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიის, აკვატორიის ან ნავმისადგომის ცალკეულ უბნებს, და

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

2. სანავსადგურე ერთეული სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ და სანიტარიულ სამსახურებს, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სათანადო ფართობით და უქმნის ნორმალური მუშაობის პირობებს.

3. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს შესაბამისი ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოსა და ორგანიზაციის საქმიანობას, ჩაერიოს მათ სამეურნეო მუშაობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო და ორგანიზაცია ვალდებული არიან დაიცვან ნავსადგურის წესები.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4923 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-71/](https://legali.ge/law/29908/muxli-71/)

---

## მუხლი 72. 1. (ამოღებულია)

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია სახელმწიფოს საკუთრებაა.

3. მიწისა და აკვატორიის გამოყოფა და ჩამორთმევა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5301-სსმI, №31.03.08.2007წ., მუხ.353

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-72/](https://legali.ge/law/29908/muxli-72/)

---

## მუხლი 741. 1. საქართველოს ნავსადგურში მოქმედ სანავსადგურე ერთეულებს აქვთ თანაბარი უფლებები და წვდომა საერთო შესასვლელ არხზე ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილზე

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

2. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის.

3. საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის პასუხისმგებლობა სანავსადგურე ერთეულებს ეკისრებათ.

4. საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. აღნიშნული ხარჯის განაწილებისას არ გაითვალისწინება სამხედრო, სახელმწიფო და სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის, ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი გემები.

5. სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა დაიდოს ამ კოდექსითა და ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

6. სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს აღნიშნული არხის სიღრმეების შენარჩუნება ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე ხარჯის გაწევისთვის.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით. ამასთანავე, სააგენტოს არ აქვს უფლება, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან პირს, თუ სანავსადგურე ერთეული და ეს პირი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან.

8. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით ამტკიცებს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესს.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-741/](https://legali.ge/law/29908/muxli-741/)

---

## მუხლი 75. 1. (ამოღებულია)

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

2. გემების დატვირთვა-გადმოტვირთვა წარმოებს მათი შემოსვლის თანმიმდევრობის მიხედვით. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას რეგულარულ ხაზებზე მოძრავი, უბედურებაში ჩავარდნილი ან ავარიული გემებისათვის.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საკუთარი ტერიტორია, უფლება ეძლევა შექმნას შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და განახორციელოს საზღვაო-სატვირთო ოპერაციები დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-75/](https://legali.ge/law/29908/muxli-75/)

---

## მუხლი 76. 1. სანავსადგურე ერთეული ნაოსნობის უსაფრთხოებისა და სანავსადგურე ერთეულში მომსახურების დადგენილ ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელია:

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

ა) ნავმისადგომებთან გემების უსაფრთხო დგომის პირობების დაცვისთვის;

ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამართულობისთვის;

გ) სანავსადგურე ერთეულის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობისთვის;

დ) სანავსადგურე ერთეულის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობისთვის;

ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის;

ვ) ნავსადგურის წესების დაცვისთვის;

ზ) სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სისუფთავისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებისთვის;

თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებისთვის;

ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებისა და უტილიზაციისთვის;

კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის;

ლ) ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებისთვის.

2. სანავსადგურე ერთეული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობებს ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-76/](https://legali.ge/law/29908/muxli-76/)

---

## მუხლი 77. 1. სანავსადგურე ერთეული ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად. ნავსადგურის წესებს ამტკიცებს სააგენტო. სანავსადგურე ერთეული თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავ

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

2. სანავსადგურე ერთეულში ნავსადგურის ოპერატორი პასუხისმგებელია ტვირთზე მისი მიღების მომენტიდან მიმღებისთვის, სხვა უფლებამოსილი პირისთვის ან გადამზიდავისთვის გადაცემამდე.

3. ოპერატორი პასუხისმგებელია ტვირთის დაკარგვით, დაყოვნებით ან დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-77/](https://legali.ge/law/29908/muxli-77/)

---

## მუხლი 78. 1. სანავსადგურე ერთეულში გემის სააგენტო მომსახურება, სტივიდორული მომსახურება, სურვეირული მომსახურება და სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება გაიწევა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდ

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

2. სააგენტო კომპანია ვალდებულია გემთმფლობელის ან დამფრახტავის სახელით და მისი დავალებით განახორციელოს ანგარიშსწორება გაწეულ ყველა სახის მომსახურებაზე და წარუდგინოს გემთმფლობელს ან დამფრახტავს ერთიანი სადისბურსმენტო ანგარიში.

3. სააგენტო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გემის შესახებ მონაცემების საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდება. სააგენტო კომპანია პასუხისმგებელია ამ მონაცემთა სისწორისთვის, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში მისი განახლებისთვის.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4165 – ვებგვერდი, 29.05.2024

[https://legali.ge/law/29908/muxli-78/](https://legali.ge/law/29908/muxli-78/)

---

## მუხლი 781. ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

ა) კომპეტენტური ორგანო − საჯარო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისთვის და მონაწილეობს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემით მომსახურების გაწევაში;

ბ) განმცხადებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სააგენტო კომპანია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სათანადო ანგარიშგებას და პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებისთვის, აგრეთვე მისი სისწორისა და განახლებისთვის;

გ) საზღვაო ერთი ფანჯარა − ტექნიკური პლატფორმა, რომელიც ეროვნულ დონეზე ფუნქციონირებს და იძლევა სანაოსნო, ადმინისტრაციული და საოპერაციო ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, დამუშავებისა და გაგზავნის საშუალებას, რაც მოიცავს დაშვების დონის ფარგლებში მინიჭებული უფლების (უფლებების) მართვას, შეტყობინების ჰარმონიზებულ და მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისებს, რომლებიც უზრუნველყოფს განმცხადებელთან მის კომუნიკაციას და განმცხადებლის მიერ ანგარიშგების ვალდებულების შესრულებას. ეს ტექნიკური პლატფორმა უზრუნველყოფს აგრეთვე კომპეტენტურ ორგანოთა სისტემებთან კავშირს და შესაბამისი მონაცემთა ბაზების ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ხელმისაწვდომობას, რაც იძლევა საშუალებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ იქნეს შეტყობინებები იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს განმცხადებელთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე ამ სისტემებით შეტყობინების მიღების სხვა საშუალებებთან კავშირის დამყარება;

დ) სანავსადგურო მომსახურება − მომსახურება,  რომელიც შეთავაზებულია საქართველოს ნავსადგურებში, მათ შორის, საწვავით მომარაგება, ტვირთის განკარგვა, გემის მიბმა, მგზავრების მომსახურებით უზრუნველყოფა, ნარჩენების ჩაბარება, სალოცმანო გაცილება, ბუქსირება;

ე) ანგარიშგების ვალდებულება − ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისად დანიშნულების ნავსადგურისთვის არის დადგენილი;

ვ) საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტი − ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებისგან არის შექმნილი და რომელსაც სააგენტო თავმჯდომარეობს;

ზ) სააგენტო კომპანია − პირი, რომელიც გემთმფლობელის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და გემთმფლობელის სახელით, ნავსადგურთან შეთანხმებით, გემის კაპიტნის მოთხოვნის შესაბამისად ორგანიზებას უწევს სანავსადგურო მომსახურების გაწევას და გემის ნავსადგურში შესვლასა და ნავსადგურიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესს (მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ორგანოებისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემისთვის მიწოდებას), აგრეთვე ტვირთის გაცემასა და მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4165 – ვებგვერდი, 29.05.2024

[https://legali.ge/law/29908/muxli-781/](https://legali.ge/law/29908/muxli-781/)

---

## მუხლი 791. (ამოღებულია)

_თავი IV — საზღვაო ნავსადგური_

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №833-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.272

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1923-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.233

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3750-სსმI, №62,05.11.2010წ., მუხ.390

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2397 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

თავი V. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელება

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-791/](https://legali.ge/law/29908/muxli-791/)

---

## მუხლი 80. 1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სანავსადგურე ერთეული

_თავი V — საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელება_

2. სანავსადგურე ერთეული საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისა და სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დაცვის მიზნით ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სალოცმანო სამსახურის მიერ სალოცმანო ოპერაციების უსაფრთხოდ განსახორციელებლად სათანადო პირობების შექმნა ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

გ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისთვის სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სანავსადგურე ერთეულში ყველა რესურსის მობილიზება;

დ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულში სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციების დადგენილი წესით განხორციელება.

3. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისთვის განსაზღვრული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-80/](https://legali.ge/law/29908/muxli-80/)

---

## მუხლი 82. 1. ყველა გემი (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) ვალდებულია ნავსადგურიდან გასვლამდე საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისაგან მიიღოს გასვლის წერ

_თავი V — საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელება_

2. საზღვაო ნავსადგურში გემის ან ტვირთის დაკავების უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანს, თუ:

ა) გემი სანაოსნოდ უვარგისია;

ბ) მწყობრიდან არის გამოსული სანავსადგურო ნაგებობანი, ნავსადგურში არსებული სხვა ქონება და სანავიგაციო მოწყობილობა;

გ) დარღვეულია დატვირთვის, მომარაგების, ეკიპაჟის დაკომპლექტების მოთხოვნები, არსებობს გემთან დაკავშირებული სხვა ნაკლოვანებანი, რომლებიც საშიშროებას უქმნის გემის უსაფრთხო ნაოსნობას, გემზე მყოფ ადამიანთა ჯანმრთელობას და გარემოს;

დ) არასწორად არის შედგენილი გემის საბუთები;

ე) არსებობს ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება საერთო ავარიის, გადარჩენის, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების, გემების შეჯახების, გადასახადის გადაუხდელობის ან სხვა ზიანის შესახებ;

ვ) გემის ან ტვირთის მფლობელი არ წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას (ჯარიმის, გადასახდელის გადაუხდელობის ან ზიანის აუნაზღაურებლობის შემთხვევაში).

3. საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის განკარგულება გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ მოქმედებს 3 დღე-ღამის განმავლობაში. ამ ვადაში არ შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენებისა და უქმე დღეები. თუ ამ ვადაში სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას გემის ან ტვირთის დაკავების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდება.

4. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის დაკავება, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-82/](https://legali.ge/law/29908/muxli-82/)

---

## მუხლი 83. 1. სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც არაკომერციული მიზნებისთვის გამოიყენება) კაპიტანი და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვა

_თავი V — საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელება_

2. სააგენტოს და სანავსადგურე ერთეულის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაბამის სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დასაცავად დადგენილ მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სანავსადგურე ერთეულში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისთვის.

3. ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის მოთხოვნათა დარღვევისათვის გამოიყენება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-83/](https://legali.ge/law/29908/muxli-83/)

---

## მუხლი 831. 1. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ საზღვაო სარჩელის უზრუნველსაყოფად

_თავი V — საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელება_

2. საზღვაო სარჩელი გამომდინარეობს გემის საკუთრებიდან და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან, რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას.

3. გემის დაპატიმრებასა და გათავისუფლებას ახდენს მხოლოდ სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება და მისთვის სასჯელის დაკისრება შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-831/](https://legali.ge/law/29908/muxli-831/)

---

## მუხლი 86. 1. საზღვაო ნავსადგურში გემის შესვლის, გასვლის, დგომის, სატვირთო ოპერაციის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის შენახვის, და სატვირთო ოპერაციის განხორციელების, გემის საწვავით გამართვის, სალოცმანო გაცილების წეს

_თავი V — საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელება_

2. სააგენტო სამხედრო ნავსადგურის, გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ადგენს ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესებს.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

თავი V1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-86/](https://legali.ge/law/29908/muxli-86/)

---

## მუხლი 861. 1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლ

_თავი V — 1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი_

2. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება.

3. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება;

ბ) გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საზღვაო ნავსადგურში შესვლის/საზღვაო ნავსადგურიდან გასვლის გაფორმება თავის მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად;

გ) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) შესაბამისი ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობის მიცემა;

ე) ნავსადგურის აკვატორიაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად საძიებო - სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია;

ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების კონტროლი.

4. სააგენტოს თავისი ფუნქციების შესრულებისას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) დააკავოს გემი ან/და ტვირთი;

ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა სერტიფიკატები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები;

გ) სანავსადგურე ერთეულს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

5. თუ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას ვერ წარმოადგენს ამ კოდექსითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბუთებს, გემთმფლობელის ხარჯზე, ტექნიკური ზედამხედველობის წესით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი ტვირთტევადობა, მგზავრთტევადობა, წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის განსაზღვრა და რადიოსადგური საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემების შემოწმებისთვის დადგენილი წესების შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

თავი VI. სალოცმანო სამსახური

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-861/](https://legali.ge/law/29908/muxli-861/)

---

## მუხლი 87. 1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და მის აკვატორიაში ახორციელებს მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საზღვაო ლოცმანი (შემდგ

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

2. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სალოცმანო სამსახურის ფუნქციონირება.

3. საზღვაო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია, სალოცმანო სამსახური შეიქმნას სანავსადგურე ერთეულის/სანავსადგურე ერთეულის თანამშრომლის მიერ ან იყოს მასთან დაკავშირებული იურიდიული პირი.

4. სალოცმანო სამსახური შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით. საქართველოს სანავსადგურე ერთეული ვალდებულია შესაბამის სალოცმანო სამსახურთან დადოს სათანადო ხელშეკრულება სალოცმანო მომსახურების შესახებ. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დებულებებს სალოცმანო მომსახურების ნავსადგურში და ნავსადგურთან მისასვლელ გზებზე განხორციელების თაობაზე, აგრეთვე სალოცმანო კატარღების ნავმისადგომზე დგომის შესახებ.

5. სალოცმანო სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი), რომლის მიზანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან და მათ აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სალოცმანო სამსახურების მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. ტექნიკური რეგლამენტი ეფუძნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს – 2003 წლის 5 დეკემბრის A.960 (23) რეზოლუციას „საზღვაო ლოცმანების, გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა, მომზადების, სერტიფიცირებისა და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ რეკომენდაციები“ (შემდგომ – რეზოლუცია), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციას (შემდგომ – კონვენცია), ამ კოდექსსა და სხვა სამართლებრივ აქტებს.

6. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ან ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობას მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს სააგენტო. ამ ზედამხედველობისა და კონტროლის მიზანია სალოცმანო მომსახურების საქართველოს კანონმდებლობით, რეზოლუციითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებთან, აგრეთვე საუკეთესო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში სერტიფიცირებული სალოცმანო სამსახური და სერტიფიცირებული ლოცმანი ექვემდებარებიან ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს – ნავსადგურის კაპიტანს.

7. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება ხორციელდება 5 წლის ვადით. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით.

8. თუ სალოცმანო სამსახურის ან/და სანავსადგურე ერთეულის ბრალით, მათ შორის ხელშეკრულების არარსებობის გამო ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, სააგენტოს უფლება აქვს, სავალდებულო სალოცმანო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად დანიშნოს შესაბამისი კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი. აღნიშნული ლოცმანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტო.

9. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი სახელმწიფო ინტერესების დაცვის და საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვალდებულია შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე შეასრულოს სააგენტოს მითითება სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო გაცილების უზრუნველსაყოფად. სააგენტოს სავალდებულო მითითების შესრულებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმა ლოცმანის სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის საფუძველია. ლოცმანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი.

10. სალოცმანო სამსახურს საკუთრებაში/მფლობელობაში უნდა ჰქონდეს მცურავი საშუალება, რომელიც აყვანილია სააგენტოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სალოცმანო კატარღის სტატუსი. სალოცმანო კატარღა უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტო მცურავ საშუალებას სალოცმანო კატარღის სტატუსს ანიჭებს გემის რეგისტრაციის მოწმობაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებით. გემის რეგისტრაციის მოწმობაში ასევე მიეთითება იმ ნავსადგურის დასახელება, რომელში სანაოსნოდაც აღნიშნული კატარღაა სერტიფიცირებული. სააგენტო არ ახდენს სალოცმანო კატარღების ცალკე სერტიფიცირებას. თუ მცურავი საშუალება არ არის აშენებული, როგორც სალოცმანო კატარღა, საკლასიფიკაციო საზოგადოება დამატებით ამოწმებს მის ამ ტიპის მცურავი საშუალებისთვის აუცილებელ ტექნიკურ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. საკლასიფიკაციო საზოგადოებას ამ ქმედების განსახორციელებლად უნდა ჰქონდეს სალოცმანო კატარღის ტექნიკური შემოწმების სტანდარტი. ამ სტანდარტს ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-87/](https://legali.ge/law/29908/muxli-87/)

---

## მუხლი 88. ლოცმანად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სააგენტოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილი წესით გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011

[https://legali.ge/law/29908/muxli-88/](https://legali.ge/law/29908/muxli-88/)

---

## მუხლი 89. 1. (ამოღებულია)

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

2. სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონებში აკრძალულია ნაოსნობა ლოცმანის გარეშე.

3. გემის კაპიტანს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში აიყვანოს გემზე ლოცმანი არასავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონებში ნაოსნობისას. ამ შემთხვევაში გემის კაპიტანი უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს სალოცმანო მომსახურებაზე, როცა ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-89/](https://legali.ge/law/29908/muxli-89/)

---

## მუხლი 90. 1. გემის გაცილებისას ლოცმანი ვალდებულია თვალყური ადევნოს ცვლილებებს ფარვატერზე, აგრეთვე სანაპირო სანავიგაციო ნიშნების მდგომარეობას და დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს გასაცილებელ გემთან დაკავ

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

2. გემის გაცილებისას ლოცმანი ვალდებულია მიუთითოს გემის კაპიტანს ნაოსნობის წესების, სავალდებულო დადგენილებებისა და სხვა წესების დარღვევათა ფაქტების გამო, მოითხოვოს ამ დარღვევათა აღმოფხვრა და გემის კაპიტნის მიერ ამ მოთხოვნათა უგულებელყოფა დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეაჩეროს გემის მოძრაობ

[https://legali.ge/law/29908/muxli-90/](https://legali.ge/law/29908/muxli-90/)

---

## მუხლი 91. სააგენტოს უფლება აქვს, შეზღუდოს გემის გასვლა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვისას, შტორმის, მიწისძვრისა და სხვა შემთხვევაში), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის არახელსაყრელი სხვა განსაკუთრებული პირობების დროს

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011

[https://legali.ge/law/29908/muxli-91/](https://legali.ge/law/29908/muxli-91/)

---

## მუხლი 92. 1. პასუხისმგებლობა გემის მიერ მომხდარი ავარიული საზღვაო შემთხვევისათვის ეკისრება გემის კაპიტანს, ხოლო თუ ეს მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანის მიზეზით – სალოცმანო სამსახურსაც

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

2. ლოცმანის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხორციელდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-92/](https://legali.ge/law/29908/muxli-92/)

---

## მუხლი 93. 1. ლოცმანის გემზე გამოძახებისას სალოცმანო სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ გაგზავნოს იგი გემზე, რის შესახებაც აუწყებს გემის კაპიტანს. თუ რაიმე მიზეზით ლოცმანის გემზე დაუყოვნებლივ გაგზავნა შეუძლებელია

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

2. გემზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანს შესაძლებელია ახლდეს პირი, რომელიც გადის ლოცმანის პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო მომზადებას (სტაჟიორი

[https://legali.ge/law/29908/muxli-93/](https://legali.ge/law/29908/muxli-93/)

---

## მუხლი 94. გემის კაპიტანი ვალდებულია უზრუნველყოს ლოცმანისა და ლოცმან-სტაჟიორის დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ მიღება, აგრეთვე გემის გაცილების მთელ პერიოდში უფასოდ უზრუნველყოს ისინი ცალკე მოსასვენებელი ოთახითა და კვებ

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-94/](https://legali.ge/law/29908/muxli-94/)

---

## მუხლი 95. 1. გემზე ასვლისას ლოცმანი ვალდებულია გემის კაპიტანს წარუდგინოს ლოცმანის სერტიფიკატი და სალოცმანო ქვითარი

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

2. გემის კაპიტანს უფლება არა აქვს გემზე მიიღოს ლოცმანი, რომელიც მას არ წარუდგენს ლოცმანის სერტიფიკატს და სალოცმანო ქვითარს.

3. გემის კაპიტანი ქვითარში აღნიშნავს სალოცმანო გაცილების დაწყებისა და დამთავრების ადგილსა და დროს, ტვირთისა და გემის ზუსტ მონაცემებს; აუცილებლობის შემთხვევაში შეაქვს შენიშვნები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც თან ახლავს სალოცმანო გაცილებას, რასაც ადასტურებს ხელის მოწერით.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-95/](https://legali.ge/law/29908/muxli-95/)

---

## მუხლი 98. 1. თუ გემის კაპიტანი არ ითვალისწინებს ლოცმანის რეკომენდაციებს, ამ უკანასკნელს უფლება აქვს მესამე პირის თანდასწრებით უარი თქვას გემის შემდგომ გაცილებაზე და მოითხოვოს ჩაწერონ ეს სალოცმანო ქვითარში, ამას

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

2. თუ კაპიტანს ეჭვი ეპარება ლოცმანის რეკომენდაციების სისწორეში, უფლება აქვს უარი თქვას მის მომსახურებაზე. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში კაპიტანი შეძლებისდაგვარად აჩერებს გემის მოძრაობას გემზე ახალი ლოცმანის მიღებამდ

[https://legali.ge/law/29908/muxli-98/](https://legali.ge/law/29908/muxli-98/)

---

## მუხლი 101. 1. სალოცმანო ქვითარში მცდარი მონაცემების შეტანისათვის კაპიტანი იხდის ჯარიმას სალოცმანო მომსახურების საფასურის ორმაგი ოდენობით. მასვე ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ამ მონაცემებით გა

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_

2. სალოცმანო ქვითარში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) გემის დასახელება;

ბ) გემის სახელმწიფოს დროშა;

გ) გემთმფლობელის დასახელება, მისი მისამართი;

დ) საერთო სარეგისტრო ტევადობა და წმინდა სარეგისტრო ტევადობა;

ე) დეტვეიტი (ტვირთამწეობა);

ვ) გემის საერთო სიგრძე, სიგანე და ბორტის სიმაღლე;

ზ) გემის წყალშიგი;

თ) ტვირთის დასახელება და რაოდენობა;

ი) შესრულებული სამუშა

[https://legali.ge/law/29908/muxli-101/](https://legali.ge/law/29908/muxli-101/)

---

## მუხლი 103. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ლოცმანი (ლოცმანი და სტაჟიორი) გემით გასცდებიან მათი მომსახურების ზონის ფარგლებს, კაპიტანი ვალდებულია ლოცმანსა და სტაჟიორს აუნაზღაუროს უკან დასაბრუნებელი ხარჯე

_თავი VI — სალოცმანო სამსახური_



[https://legali.ge/law/29908/muxli-103/](https://legali.ge/law/29908/muxli-103/)

---

## მუხლი 105. 1. ამ თავის მიზნებისათვის ზღვაში ჩაძირულ ქონებად მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან ში გ ა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევებ

_თავი VII — ზღვაში ჩაძირული ქონება_

2. ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება, გამოტანა ან განადგურება ხორციელდება ამ კოდექსის ა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს ნავსადგურში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას შემთხვევით ჩაიძირა ნავსადგურის აკვატორიაში.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-105/](https://legali.ge/law/29908/muxli-105/)

---

## მუხლი 106. 1. ქონების ზღვაში ჩაძირვის შემთხვევაში ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობის

_თავი VII — ზღვაში ჩაძირული ქონება_

2. გემთმფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ვადას და ითანხმებს მისი დაცვისა და ამოღების სამუშაოების წარმოების გეგმას. აღნიშნული ვადისა და გეგმის შესახებ სააგენტო ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს აცნობებს.

3. თუ ქონება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაშია ჩაძირული, მისი ამოღების სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე შესაბამის სანავსადგურე ერთეულთან. სანავსადგურე ერთეულმა ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული გეგმის ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ხარჯით შესრულებას.

4. თუ ზღვაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას, საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო-კვლევითი, გარემოსდაცვითი, საზღვაო-სამაშველო ან/და სხვა, მსგავსი სამუშაოების წარმოებას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს უახლოესი საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს − ნავსადგურის კაპიტანს და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ზღვაში ჩაძირული ქონება. ქონების ამოღების ვადა ნავსადგურის კაპიტანთან უნდა შეთანხმდეს.

5. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის მიერ ამოღებისას, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, აგრეთვე თუ ეს ქონება აფერხებს ნავსადგურის აკვატორიაში კომერციულ საქმიანობას ან მან შეიძლება შეაფერხოს ასეთი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაშია თუ არა, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოსთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯით ამოიღოს ქონება. ამასთანავე, სანავსადგურე ერთეულს უფლება აქვს, გაწეული ხარჯი ამოღებული ქონების რეალიზაციით აანაზღაუროს.

6. საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას ზღვაში შემთხვევით ჩაძირული ქონების ამოღებასა და რეალიზაციას ახორციელებს უშუალოდ სანავსადგურე ერთეული საკუთარი ხარჯით.

7. თუ სანავსადგურე ერთეულის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებისას ამ ქონების რეალიზაციის ფასი სრულად დაფარავს მისი ამოღების ხარჯებს და რეალიზაციის შედეგად თანხა დარჩება, სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში სანავსადგურე ერთეული ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული ქონების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია.

8. საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ზღვაში ჩაძირული ქონების მესაკუთრეს, მის ამოღებასთან/რეალიზაციასთან დაკავშირებით ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშობა არცერთი პირის მიმართ. ეს ნორმა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს სახელმწიფო თავად არის ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების ინიციატორი.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-106/](https://legali.ge/law/29908/muxli-106/)

---

## მუხლი 107. 1. თუ ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უცნობია, სააგენტო მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის მოსაძიებლად საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების გონივრული ვადის მითი

_თავი VII — ზღვაში ჩაძირული ქონება_

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, თუ ზღვაში ჩაძირული ქონება გემია, მისი მფლობელის ან/და მესაკუთრის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში სააგენტო ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მოსაძიებლად აღნიშნული გემის დროშის სახელმწიფოსათვის გადასაცემ შეტყობინებას ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან, გარემოებათა გათვალისწინებით, ასეთი შეტყობინების გადასაცემად პირდაპირ შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უკავშირდება.

3. თუ ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა, სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ქონების ამოღება ან, ამ თავით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის მიუხედავად, განახორციელოს მისი რეალიზაცია, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − მიიღოს ზომები ქონების გასანადგურებლად.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-107/](https://legali.ge/law/29908/muxli-107/)

---

## მუხლი 108. 1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე უფლებამოსილია ამოიღოს ჩაძირული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში ან გამოითხოვოს ამოღებული ქონება მისი ჩაძირვიდან 2 წლის ვადაში. ამასთანავე, იგი ვ

_თავი VII — ზღვაში ჩაძირული ქონება_

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი ქონება სახელმწიფო საკუთრება ხდება.

3. თუ სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ ამოღებული ქონების რეალიზაცია იმის გამო განახორციელა, რომ მისი შენახვა შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი არ იყო, ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს უბრუნდება ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა, იმ ხარჯების გამოკლებით, რომლებიც სანავსადგურე ერთეულმა ან სააგენტომ გასწია, და იმ ზიანის თანხის გამოკლებით, რომელიც სანავსადგურე ერთეულს ან სააგენტოს მიადგა აღნიშნული ქონების ამოღების, შენახვისა და რეალიზაციის დროს.

4. ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოსთვის ან/და სანავსადგურე ერთეულისთვის გაწეული ხარჯებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისგან.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-108/](https://legali.ge/law/29908/muxli-108/)

---

## მუხლი 109. თუ ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან/და შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონება მი

_თავი VII — ზღვაში ჩაძირული ქონება_

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-109/](https://legali.ge/law/29908/muxli-109/)

---

## მუხლი 110. სააგენტოს უფლება აქვს, სანავსადგურე ერთეულის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე აუკრძალოს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელს ან/და მესაკუთრეს მისი ამოღება ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის ან/და მი

_თავი VII — ზღვაში ჩაძირული ქონება_

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-110/](https://legali.ge/law/29908/muxli-110/)

---

## მუხლი 113. 1. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელი ან/და მესაკუთრე კარგავს უფლებას ქონებაზე, თუ მას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში არ ამოიღებს ან არ გამოითხოვს ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადი

_თავი VII — ზღვაში ჩაძირული ქონება_

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებას ამ კოდექსის შესაბამისად სააგენტო ან სანავსადგურე ერთეული ახორციელებს.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

თავი VIII. ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახ

[https://legali.ge/law/29908/muxli-113/](https://legali.ge/law/29908/muxli-113/)

---

## მუხლი 114. 1. ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ არის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ტვირთის გადამზიდავი ან გამფრახტველი ვალდებულებას იღებს გადაზიდოს ტვირთი და ჩააბაროს იგი მიმღებს, ხოლო გ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. დამფრახტველად და გამფრახტველად მიიჩნევიან პირები, რომლებიც გემის დაფრახტვის შესახებ დებენ წერილობით ხელშეკრულებას (ჩარტერი).

3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოში მოქმედებს კონვენციები: „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენცია („ჰააგა-ვიზ ბის წესები“) და „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენცია („ჰამბურგის წესები“

[https://legali.ge/law/29908/muxli-114/](https://legali.ge/law/29908/muxli-114/)

---

## მუხლი 115. 1. ჩარტერში ძირითადი რეკვიზიტების სახით აღნიშნული უნდა იყოს:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) მხარეების დასახელება;

ბ) გემის დასახელება;

გ) ტვირთის დასახელება;

დ) დატვირთვისა და დანიშნულების ნავსადგურები (გემის მოძრაობის მიმართულება);

ე) გადაზიდვის ღირებულება (ფრახტი);

ვ) მხარეთა ძირითადი მოვალეობანი და გადაზიდვის პირობები.

2. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ჩარტერში შეიძლება შეიტანონ სხვა დამატებითი პირობები.

3. ჩარტერს ხელს აწერენ გამფრახტველი და დამფრახტველი ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-115/](https://legali.ge/law/29908/muxli-115/)

---

## მუხლი 116. 1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს სააგენტომ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამას დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. გადასაზიდად ტვირთის მიღების აკრძალვა, დროებით შეჩერება ან შეზღუდვა შეიძლება შემოღებულ იქნეს გარკვეული მიმართულებით კონკრეტული ნავსადგურიდან ან კონკრეტულ ნავსადგურამდე გადაზიდვისას. ამას სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ტვირთის გამგზავნსა და შესაბამის უწყებებს.

3. სტიქიური მოვლენების, მარცხისა და ავარიის, ასევე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, როდესაც შეწყვეტილია მოძრაობა, ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით შეიძლება დროებით შეჩერდეს ან/და შეიზღუდოს ტვირთის მიღება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რომელიც განსაზღვრავს ტვირთის მიღების დროებით შეჩერების ან/და შეზღუდვის ვადებს და აქვეყნებს „ზღვაოსანთა უწყებებში“.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №851-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.277

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3750-სსმI, №62,05.11.2010წ., მუხ.390

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011

[https://legali.ge/law/29908/muxli-116/](https://legali.ge/law/29908/muxli-116/)

---

## მუხლი 118. 1. სამართლებრივი ურთიერთობები ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის განისაზღვრება კონოსამენტით ან საზღვაო ზედნადებით

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია კონოსამენტში ან საზღვაო ზედნადებში, აუცილებელია შეასრულოს ტვირთის მიმღებმა, თუ კონოსამენტში ან საზღვაო ზედნადებში მითითებულია საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელშიც ეს პირობებია ჩამოყალიბებულ

[https://legali.ge/law/29908/muxli-118/](https://legali.ge/law/29908/muxli-118/)

---

## მუხლი 120. 1. ტვირთის გემზე მიღების შემდეგ გადამზიდავი ვალდებულია ტვირთის გამგზავნის მოთხოვნით გადასცეს მას კონოსამენტი (ან საზღვაო ზედნადები), რომელიც ადასტურებს, რომ გადამზიდავმა მიიღო კონოსამენტში მითითებული 

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. ტვირთის გადამზიდავს შეუძლია კონოსამენტის ან საზღვაო ზედნადების ნაცვლად გასცეს სხვა საბუთი, რომელიც ადასტურებს გადასაზიდად ტვირთის მიღებას. ასეთი საბუთი წარმოადგენს გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებისა (როგორც ეს საბუთშია აღწერილი) და საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების უპირველეს დოკუმენტს.

3. კონოსამენტის შედგენა ხდება ტვირთის გამგზავნის მიერ ხელმოწერილი საბუთის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კოდექსის 121-ე მუხლის „ა“ - „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს.

4. ტვირთის გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდავის წინაშე საბუთში არასწორი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების შეტანით გამოწვეულ შედეგებზ

[https://legali.ge/law/29908/muxli-120/](https://legali.ge/law/29908/muxli-120/)

---

## მუხლი 121. კონოსამენტში აღნიშნული უნდა იყოს:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) ტვირთის საერთო მახასიათებლები, ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ძირითადი მარკები, ტვირთის სახიფათო ან განსაკუთრებული თვისებების პირდაპირი მითითება, ადგილებისა ან საგნების და ტვირთის წონა ან რაოდენობა. ამასთან, ყველა მონაცემი მითითებული უნდა იყოს ტვირთის გამგზავნის მიერ წარმოდგენილი სახით;

ბ) ტვირთის გარეგნული სახე;

გ) ტვირთის გადამზიდავის დასახელება და მისი ძირითადი საწარმოს მისამართი;

დ) ტვირთის გამგზავნის დასახელება;

ე) ტვირთის მიმღების დასახელება (სახელობითი კონოსამენტი), ტვირთის გაცემა დასახელებული პირის ბრძანებით (საორდერო კონოსამენტი) ან ტვირთის გაცემა კონოსამენტის წარდგენაზე (კონოსამენტი წარმდგენზე).

ვ) დატვირთვის ნავსადგური ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად და გადამზიდავის მიერ ტვირთის გემზე მიღების თარიღი;

ზ) გადმოტვირთვის ნავსადგური ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად;

თ) კონოსამენტის დედნების რაოდენობა, თუ ის ერთზე მეტია;

ი) მითითება იმის შესახებ, გადაზიდვა რეგულირდება „კონოსამენტის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1924 წლის საერთაშორისო კონვენციით“ („ჰააგა-ვიზბის წესები“), თუ „ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1978 წლის კონვენციით („ჰა მბურგის წესები“).

კ) გარკვეულ შემთხვევაში მითითება იმის შესახებ, რომ ტვირთი უნდა განლაგდეს ან შეიძლება განლაგდეს გემბანზე;

ლ) ფრახტის ის ოდენობა, რომელიც უნდა გადაიხადოს ტვირთის მიმღებმა ან მის მიერ ფრახტის გადახდასთან დაკავშირებული სხვა მითითება;

მ) კონოსამენტის გაცემის ადგილი და თარიღი;

ნ) ტვირთის გადამზიდავის ან მისი სახელით მოქმედი პირის ხელმოწერ

[https://legali.ge/law/29908/muxli-121/](https://legali.ge/law/29908/muxli-121/)

---

## მუხლი 123. კონოსამენტის გადაცემა ხდება შემდეგი წესების დაცვით:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) სახელობითი კონოსამენტი შეიძლება გადაეცეს სახელობითი გადასაცემი წარწერით ან სხვა რომელიმე ფორმით, რომელიც შეესაბამება სასესხო მოთხოვნის გადაცემისათვის დადგენილ წესს;

ბ) საორდერო კონოსამენტი შეიძლება გადაეცეს სახელობითი ან საბლანკო გადასაცემი წარწერით;

გ) კონოსამენტი წარმდგენზე გადაიცემა ჩვეულებრივა

[https://legali.ge/law/29908/muxli-123/](https://legali.ge/law/29908/muxli-123/)

---

## მუხლი 124. 1. ტვირთის გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) ნავსადგურიდან გემის გასვლამდე ტვირთის უკან დაბრუნება;

ბ) ტვირთის გაცემა შუალედურ ნავსადგურში;

გ) გაცემა იმ პირზე, რომელიც არ არის მითითებული კონოსამენტში, იმ პირობით, რომ იგი წარმოადგენს ტვირთის გამგზავნისათვის გაცემული კონოსამენტების ყველა ეგზემპლარს და დაიცავს საზღვაო გადაზიდვაზე უარის თქმის შესახებ ამ კოდექსის ყველა დებულებას ან წარმოადგენს შესაბამის უზრუნველყოფას.

2. ასეთივე უფლებით სარგებლობს კონოსამენტის კანონიერ საფუძველზე მქონე ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობს კონოსამენტის ყველა ეგზემპლარს ან საზღვაო ზედნადებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-124/](https://legali.ge/law/29908/muxli-124/)

---

## მუხლი 125. 1. ტვირთი, რომლის დაკარგვის, დანაკლისისა თუ დაზიანების გარეშე გადაზიდვა აუცილებლად მოითხოვს ტარასა და შეფუთვას, უნდა მოთავსდეს სათანადოდ გაწყობილ ტარაში და კარგად შეიფუთოს, რათა გადაზიდვისა და გადატვი

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. ყოველ ერთეულ სატვირთო ადგილს უნდა გაუკეთდეს საზღვაო გადაზიდვის წესების შესაბამისი სრული და მკაფიო მარკირებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-125/](https://legali.ge/law/29908/muxli-125/)

---

## მუხლი 126. 1. გადამზიდავი ვალდებულია წინასწარ, რეისის დაწყებამდე, გემი:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) მოიყვანოს სანაოსნო მდგომარეობაში;

ბ) უზრუნველყოს მისი ტექნიკური მზადყოფნა ზღვაოსნობისათვის;

გ) სათანადოდ აღჭურვოს და მოამარაგოს;

დ) დააკომპლექტოს ეკიპაჟით;

ე) მოაწესრიგოს ტრიუმები და ყველა სხვა სათავსო, რომლითაც ხდება ტვირთის გადაზიდვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტვირთის სათანადოდ მიღება, გადაზიდვა და შენახვა.

2. გადამზიდავი პასუხს არ აგებს გემის არასანაოსნო მდგომარეობაზე, თუ დაამტკიცებს, რომ ეს გამოწვეულია ნაკლოვანებებით, რომელთა გამოვლენაც, გამოჩენილი სათანადო მზრუნველობის მიუხედავად, შეუძლებელი იყო (ფარული დეფექტები).

3. მხარეების შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლის პირველ ნაწილს, ბათილი

[https://legali.ge/law/29908/muxli-126/](https://legali.ge/law/29908/muxli-126/)

---

## მუხლი 127. ტვირთის

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

გამგზავნი
ვალდებულია
გადამზიდავს
დროულად
გადასცეს
ტვირთთან
დაკავშირებული
ყველა
საბუთი
ნავსადგურის,
სანიტარიული
და
სხვა
ადმინისტრაციული
წესების,
აგრეთვე
საქართველოს
საბაჟო
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
შესაბამისად.
ტვირთის
გამგზავნი
პასუხისმგებელია
გადამზიდავის
წინაშე
მისთვის
აღნიშნული
საბუთების
დაგვიანებით
გადაცემით,
არასწორად
ან
არასრულად
შედგენით
გამოწვეული
ზიანისათვის.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5961 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის
კანონი
№4923
- ვებგვერდი, 04.07.2019

[https://legali.ge/law/29908/muxli-127/](https://legali.ge/law/29908/muxli-127/)

---

## მუხლი 129. გემზე ტვირთი ლაგდება გემის კაპიტნის შეხედულებისამებრ. ამასთან, დაუშვებელია ტვირთის გემბანზე მოთავსება გამგზავნის წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ტვირთი, რომლის გემბანზე დატვირთვაც

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_



[https://legali.ge/law/29908/muxli-129/](https://legali.ge/law/29908/muxli-129/)

---

## მუხლი 131. დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა (სტალიური დრო), განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ამ შეთანხმების არარსებობისას – გემის დატვირთვისა და გადმოტვირთვის ნორმებით

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-131/](https://legali.ge/law/29908/muxli-131/)

---

## მუხლი 132. 1. მხარეების შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს გემის დატვირთვა-გადმოტვირთვისა და სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ დამატებითი დრო (კონტრსტალიური დრო) და კონტრსტალიურ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. თუ მხარეთა შეთანხმება არ არსებობს, კონტრსტალიური დროის ხანგრძლივობა და გადამზიდავის მიერ გემის მოცდენის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ვადამდე დატვირთვა-გადმოტვირთვის გამო დამფრახტავისთვის ან გამგზავნისთვის გადასახდელი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება იმ ვადისა და განაკვეთების შესაბამისად, რომლებიც, ჩვეულებრივ, მიღებულია შესაბამის სანავსადგურე ერთეულში.

3. განაკვეთების უქონლობის შემთხვევაში გემის მოცდენის საფასურის ოდენობა განისაზღვრება გემისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებით, ხოლო ჯილდო დატვირთვა-გადმოტვირთვის ვადამდე დამთავრებისათვის განისაზღვრება გემის მოცდენისათვის გადასახდელი თანხის ნახევრით.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-132/](https://legali.ge/law/29908/muxli-132/)

---

## მუხლი 133. გემის დატვირთვისას კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ გადამზიდავს უფლება აქვს შემდგომი დაყოვნებისას მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და გაგზავნოს გემი ნაოსნობაში, თუნდაც გემზე მთლიანად არ იყოს 

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_



[https://legali.ge/law/29908/muxli-133/](https://legali.ge/law/29908/muxli-133/)

---

## მუხლი 134. 1. თუ გამგზავნის მიერ გემი მთლიანადაა დაქირავებული, გემის კაპიტანს სტალიური და კონტრსტალიური დროის გასვლამდე უფლება არა აქვს უარი თქვას მიტანილი ტვირთის მიღებაზე, თუ მხარეებს შორის არსებობდა ამის შესა

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ გემის მოცდენის ყოველ დღეზე გამგზავნი ვალდებულია გადამზიდავს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

3. თუ ტვირთის გადასაზიდად გემის მხოლოდ გარკვეული ნაწილია გამოყოფილი, სტალიური (ან სტალიური და კონტრსტალიური) დროის გასვლამდე გემის კაპიტანს უფლება აქვს უარი თქვას დაგვიანებით მიტანილი ტვირთის მიღებაზე, თუ ტვირთის დაწყობა გამოიწვევს გემის დამატებით დაყოვნებას, რითაც ზიანი მიადგება დანარჩენ ტვირთს. ამასთან, გადამზიდავი ინარჩუნებს ფრახტის სრულად მიღების უფლება

[https://legali.ge/law/29908/muxli-134/](https://legali.ge/law/29908/muxli-134/)

---

## მუხლი 135. თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია გემი მთლიანად ან ნაწილობრივ, ან გემის გარკვეული სათავსოები, ტვირთის გამგზავნს შეუძლია მოითხოვოს გემიდან ან სათავსოებიდან გარეშე ტვირთის ამოღება გაგზავნის ნავსადგურშ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_



[https://legali.ge/law/29908/muxli-135/](https://legali.ge/law/29908/muxli-135/)

---

## მუხლი 136. 1. თუ ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან სხვა სახიფათო ტვირთი ჩაბარებულია არასწორი დასახელებით და მიღებისას გადამზიდავს არ შეეძლო გარეგანი დათვალიერებით ტვირთის თვისებების გარკვევა, მას უფლება აქვს, ვითარ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. ტვირთის გამგზავნი პასუხს აგებს ყველა ზიანისათვის, რომელიც მან მიაყენა გადამზიდავს ან მესამე პირს ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან სხვა სახიფათო ტვირთის გადაზიდვით. ასეთ შემთხვევაში ფრახტის უკან დაბრუნება არ ხდება, ხოლო თუ ტვირთის გაგზავნისას ფრახტი გადახდილი არ არის, გადამზიდავს უფლება აქვს მთლიანად გადაახდევინოს იგ

[https://legali.ge/law/29908/muxli-136/](https://legali.ge/law/29908/muxli-136/)

---

## მუხლი 137. თუ კოდექსის 136-ე მუხლში დასახელებული ტვირთი გემზე მიღებულია გადამზიდავის თანხმობით და საშიშროებას უქმნის გემს, მასზე მყოფ ადამიანებსა და ტვირთს, გადამზიდავს უფლება აქვს იმოქმედოს კოდექსის 136 - ე მუხ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_



[https://legali.ge/law/29908/muxli-137/](https://legali.ge/law/29908/muxli-137/)

---

## მუხლი 139. თუ გემზე არსებული ტვირთის ღირებულება ვერ ანაზღაურებს ფრახტს და გადამზიდავის სხვა სატვირთო ხარჯებს, ხოლო გამგზავნს გემის გასვლის წინ სრულად არა აქვს გადახდილი ფრახტის ღირებულება და წარმოდგენილი არა აქვ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_



[https://legali.ge/law/29908/muxli-139/](https://legali.ge/law/29908/muxli-139/)

---

## მუხლი 140. 1. თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია მთელი გემი, გამგზავნს ან დამფრახტველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, რისთვისაც უნდა გადაიხდოს:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) სრული ფრახტის ნახევარი, გემის მოცდენის (თუ ასეთი რამ მოხდა) საფასური, გადამზიდავის სატვირთო ხარჯები, ფრახტში ჩაუთვლელი თანხები, თუ გამგზავნმა უარი განაცხადა სტალიური ან კონტრსტალიური დროის ამოწურვამდე ან გემის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ ამ ორი მომენტიდან რომელი დადგება უფრო ადრე;

ბ) სრული ფრახტი და სხვა თანხები ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ უარი განაცხადა ამ ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი მომენტის დადგომის შემდეგ და ხელშეკრულება დადებული იყო მხოლოდ ერთ რეისზე;

გ) შესრულებული რეისის სრული ფრახტი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სხვა თანხები და დანარჩენი რეისების ნახევარი ფრახტი, თუ უარი განაცხადა ამ ქვეპუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი მომენტის დადგომის შემდეგ და ხელშეკრულება დადებული იყო რამდენიმე რ ეისზე.

2. გემის რეისში გასვლამდე გამგზავნის მიერ ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმისას გადამზიდავი ვალდებულია დაუბრუნოს ტვირთი გამგზავნს, თუნდაც გადმოტვირთვამ გამოიწვიოს გემის შეჩერება დადგენილ ვადაზე მეტი ხნით.

3. თუ გამგზავნმა ხელშეკრულებაზე უარი თქვა გემის რეისში ყოფნისას, მას ტვირთის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნულ დანიშნულების ნავსადგურში ან სხვა ნავსადგურში, სადაც გემი შევა აუცილებლობის გამ

[https://legali.ge/law/29908/muxli-140/](https://legali.ge/law/29908/muxli-140/)

---

## მუხლი 141. 1. თუ ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით ტვირთის გამგზავნის განკარგულებაშია გემის ნაწილი, მას შეუძლია უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე იმ პირობით, თუ გადაიხდის სრულ ფრახტს, გემის მოცდენის (თუ ასეთ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. ტვირთის გამგზავნის მოთხოვნით გადამზიდავი ვალდებულია გასცეს ტვირთი მისი დანიშნულების ნავსადგურში მიტანამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით არ დაზარალდებიან თავად გადამზიდავი და სხვა ტვირთის გამგზავნებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-141/](https://legali.ge/law/29908/muxli-141/)

---

## მუხლი 142. 1. გემის ნავსადგურიდან გასვლამდე ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლია ორივე მხარეს ამასთან დაკავშირებული ხარჯების მეორე მხარისათვის ანაზღაურების გარეშე შემდეგ შემთხვევებში:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) სამხედრო ან სხვა ისეთი მოქმედებების დროს, როდესაც შეიძლება გაჩნდეს გემის ან ტვირთის სხვის ხელში ჩაგდების საშიშროება;

ბ) გაგზავნის ან დანიშნულების ნავსადგურების ბლოკადაში ყოფნისას;

გ) ხელშეკრულების მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელისუფლების წარმომადგენელთა განკარგულებით გემის დაკავებისას;

დ) დროშის ან ნავსადგურის სახელმწიფოს მიერ გემის სპეციალური მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევაში;

ე) როდესაც ხელისუფლების ორგანოების მიერ აკრძალულია გადასაზიდი ტვირთის გაგზავნის ნავსადგურიდან გატანა ან დანიშნულების ნავსადგურში შეტანა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევები არ წარმოადგენს ტვირთის საზღვაო გადაზიდვაზე უარის თქმის საფუძველს მეორე მხარისათვის ზიანის აუნაზღაურებლად, თუ ასეთი დაყოვნება ხანმოკლეა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდავი არ გაიღებს გადატვირთვის ხარჯებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-142/](https://legali.ge/law/29908/muxli-142/)

---

## მუხლი 143. ამ კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა დადგომისას ყოველ მხარეს აქვს უფლება რეისის დროსაც თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში გამგზავნი უნაზღაურებს გადამზიდავს ტვირთთან დაკავშირებულ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_



[https://legali.ge/law/29908/muxli-143/](https://legali.ge/law/29908/muxli-143/)

---

## მუხლი 144. 1. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება უპირობოდ კარგავს ძალას და მხარეები არ არიან ვალდებული ერთმანეთს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი, თუ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და დატვირთვის ნავსადგურიდან 

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) გემი დაიღუპება ან მას ძალით დაიპყრობენ;

ბ) გემს მიიჩნევენ ნაოსნობისათვის გამოუსადეგარად;

გ) განსაზღვრული კონკრეტული ტვირთი დაიღუპება;

დ) დასატვირთად ჩაბარების შემდეგ ტვირთი დაიღუპა, ხოლო გამგზავნი ვერ ასწრებს მის მაგიერ სხვა ტვირთის მიწოდებას.

2. აღნიშნულ გარემოებათა გამო ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება ძალას კარგავს გემის რეისში ყოფნის დროსაც. ამასთან, გადამზიდავს ერგება ფრახტი გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულად, თავის მიერ გადარჩენილი ან ჩაბარებული ტვირთის ოდენობიდან გამომდინარ

[https://legali.ge/law/29908/muxli-144/](https://legali.ge/law/29908/muxli-144/)

---

## მუხლი 145. 1. თუ გემს არ შეუძლია დანიშნულების ნავსადგურში შესვლა ხელისუფლების მიერ აკრძალვის, სტიქიური მოვლენებისა ან გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზების გამო, გადამზიდავი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობო

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია მთელი გემი და შეტყობინების გაგზავნიდან გონივრულ ვადაში არ მოვიდა ტვირთის გამგზავნის განკარგულება, თუ როგორ მოექცნენ ტვირთს, გემის კაპიტანს უფლება აქვს იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ და მიიღოს ტვირთის გამგზავნისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილება უახლოეს ნავსადგურში გადმოტვირთვის შესახებ ან დააბრუნოს ტვირთი გაგზავნის ნავსადგურში.

3. თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია გემის ნაწილი და ამასთან არ არის დანიშნულების ნავსადგურში გემის შესვლის საშუალება, კაპიტანი ვალდებულია სხვა ნავსადგურში გადმოტვირთოს ტვირთი მისი გამგზავნის განკარგულების შესაბამისად. თუ გემის კაპიტანი შეტყობინების გაგზავნიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში ვერ მიიღებს ასეთ განკარგულებას ტვირთის გამგზავნისაგან, მას უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გადმოტვირთოს ტვირთი უახლოეს ნავსადგურში და შეატყობინოს ეს ტვირთის გამგზავნს. გემის კაპიტანს უფლება აქვს მიიღოს ასეთივე გადაწყვეტილება, თუ ტვირთის გამგზავნის განკარგულების შესრულება შეუძლებელია გემზე არსებული სხვა ტვირთის მფლობელებისათვის ზიანის მიუყენებლად.

4. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია აუნაზღაუროს გადამზიდავს განკარგულების მოლოდინში გაწეული ხარჯი, ასევე ტვირთთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ფრახტი ტვირთის გადაზიდვის ფაქტობრივი მანძილის პროპორციულა

[https://legali.ge/law/29908/muxli-145/](https://legali.ge/law/29908/muxli-145/)

---

## მუხლი 148. ტვირთი დანიშნულების ნავსადგურში გადაეცემა კონოსამენტის დედნის მფლობელს:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) სახელობითი კონოსამენტის მიხედვით – მიმღებს, რომელიც მითითებულია კონოსამენტში ან პირს, რომელსაც გადაეცა კონოსამენტი სახელობითი გადასაცემი წარწერით ან სასესხო მოთხოვნათა გადაცემისათვის დადგენილი სხვა ფორმით;

ბ) საორდერო კონოსამენტის მიხედვით – მიმღებს ან გამგზავნს, იმის მიხედვით, კონოსამენტი შედგენილია „გამგზავნის ბრძანებით“ თუ „მიმღების ბრძანებით“, ხოლო თუ კონოსამენტში არის გადასაცემი ჩანაწერები – პირს, რომელიც მითითებულია უწყვეტი რიგის გადასაცემი წარწერის ბოლოს ან ბოლო საბლანკოწარწერიანი კონოსამენტის წარმდგენს;

გ) წარმდგენზე გაცემული კონოსამენტის მიხედვით – „კონოსამენტის წარმდგენს

[https://legali.ge/law/29908/muxli-148/](https://legali.ge/law/29908/muxli-148/)

---

## მუხლი 149. 1. ტვირთის მიმღებსა და გადამზიდავს უფლება აქვთ ტვირთის გაცემამდე მოითხოვონ მისი დათვალიერება და რაოდენობის შემოწმება. ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ის მხარე, რომელმაც მოითხოვა ტვირთის დათვალიერ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. თუ აღმოჩნდა ტვირთის ისეთი ნაკლი, რომელზეც პასუხს აგებს გადამზიდავი, ხარჯები მანვე უნდა აანაზღაურო

[https://legali.ge/law/29908/muxli-149/](https://legali.ge/law/29908/muxli-149/)

---

## მუხლი 150. 1. თუ კონოსამენტით გადასაზიდი ტვირთის მიღებისას ტვირთის მიმღებმა წერილობით არ განუცხადა გადამზიდავს ტვირთის დანაკლისის ან დაზიანების შესახებ, ჩაითვლება, რომ ტვირთი მიმღებს ჩაბარდა კონოსამენტის შესაბამ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის მიმღებმა და გადამზიდავმა ერთობლივად დაათვალიერეს და შეამოწმეს ტვირთი, წერილობითი განცხადება დანაკლისის ან დაზიანების შესახებ სავალდებულო არ არის.

3. თუ ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანების აღმოჩენა ჩვეულებრივი მეთოდით შეუძლებელი იყო, მიმღებმა ამის შესახებ შეიძლება განაცხადოს ტვირთის მიღებიდან სამი დღის ვადაშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-150/](https://legali.ge/law/29908/muxli-150/)

---

## მუხლი 152. 1. გადამზიდავისათვის განკუთვნილ მთლიან თანხას გადაიხდის ტვირთის გამგზავნი (დამფრახტველი). ტვირთის გამგზავნსა და გადამზიდავს შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საკაბოტაჟო გა

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. მიმღები ვალდებულია ტვირთის მიღებისთანავე გადაიხადოს ფრახტი (თუ ის ადრე არ იყო გადახდილი), გემის მოცდენის საფასური (თუ ასეთი რამ მოხდა) და სატვირთო ხარჯები, ხოლო საერთო ავარიის შემთხვევაში გადაიხადოს საავარიო შესატანი ან წარმოადგინოს სათანადო უზრუნველყოფა.

3. გადამზიდავს უფლება აქვს არ ჩააბაროს ტვირთი გადაზიდვის საფასურის ანაზღაურებამდე ან უზრუნველყოფის წარმოდგენამდე.

4. თუ გადამზიდავი ჩააბარებს ტვირთს, მას აღარა აქვს უფლება მოითხოვოს მიუღებელი ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას არ შეეძლო ტვირთის დაკავება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამ

[https://legali.ge/law/29908/muxli-152/](https://legali.ge/law/29908/muxli-152/)

---

## მუხლი 153. 1. თუ გადაზიდვისათვის გამოყენებულია გემის ნაწილი, ხოლო დანიშნულების ნავსადგურში მიმღებმა არ გამოითხოვა ტვირთი, არ გასცა რაიმე განკარგულება მის შესახებ, ან უარი თქვა ტვირთის მიღებაზე, გადამზიდავს უფლებ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. თუ ტვირთის გადასაზიდად გემი გამოყენებულია მთლიანად, ხოლო ტვირთის მიმღები არ გამოცხადდა დანიშნულების ნავსადგურში ან უარი განაცხადა ტვირთის მიღებაზე, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ტვირთის გამგზავნს. კაპიტანმა ნავსადგურში ტვირთი უნდა გადმოცალოს და საწყობში ჩააბაროს მხოლოდ გადმოტვირთვის ვადის დამთავრებისა და კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ, თუ ამ დროის განმავლობაში მიღებული არ არის ტვირთის გაგზავნის სხვა განკარგულება. გადამზიდავის მიერ ტვირთის ჩაბარებისათვის დახარჯული დრო ჩაითვლება გემის მოცდენად.

3. თუ შესანახად ჩაბარებული ტვირთი არ იქნა მოთხოვნილი ნავსადგურში გემის შესვლიდან ორი თვის განმავლობაში და გამგზავნი არ აუნაზღაურებს გადამზიდავს ამ გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გადამზიდავს უფლება აქვს გაყიდოს ეს ტვირთი და შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს. მალფუჭებადი მოუკითხავი ტვირთი შეიძლება გაიყიდოს აღნიშნული ვადის გასვლამდე. ამის შესახებ გადამზიდავი ატყობინებს ტვირთის გამგზავნს.

4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა განისაზღვრება, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-153/](https://legali.ge/law/29908/muxli-153/)

---

## მუხლი 154. 1. საქართველოს ნავსადგურებში საკაბოტაჟო გადაზიდვის დროს მიმღების მიზეზით ტვირთის დაგვიანებით გატანის შედეგად დაგროვილი ტვირთის ნავსადგურში შენახვის ხარჯები შეიძლება სამმაგად გაიზარდოს

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. ტვირთის შენახვის გაზრდილი საფასურის აკრეფა იწყება არა უადრეს ერთი დღე-ღამის გასვლისა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამის შესახებ წერილობით ეცნობება იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც უნდა გადაახდევინონ გაზრდილი საფასურ

[https://legali.ge/law/29908/muxli-154/](https://legali.ge/law/29908/muxli-154/)

---

## მუხლი 155. 1. ტვირთის გაყიდვით ამოღებული თანხა, გადამზიდავის კუთვნილი თანხის გამოკლებით, ჩაირიცხება გადამზიდავის დეპოზიტზე კუთვნილების მიხედვით გაცემის მიზნით

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. თუ ტვირთის გაყიდვით ამოღებული თანხა არ არის საკმარისი ტვირთის გაყიდვისა და შენახვის ხარჯების, აგრეთვე სხვა ხარჯების დასაფარავად, გადამზიდავს უფლება აქვს აანაზღაურებინოს დანაკლისი ტვირთის გამგზავნს.

3. თუ ტვირთის გაყიდვიდან ექვსი თვის განმავლობაში არავინ განაცხადებს თავის უფლებას გაყიდვით ამოღებულ თანხაზე, მაშინ დებეტზე არსებული თანხა ჩაირიცხება საქართველოს ბიუჯეტში. უსაბუთო ტვირთის გაყიდვით მიღებული თანხა ჩაირიცხება გადამზიდავის ზიანის დასაფარავად.

4. უსაბუთო ტვირთის გაყიდვით მიღებული თანხა ჩაირიცხება გადამზიდავის ანგარიშზე იმ ზიანის დასაფარავად, რომელიც მას მიადგა ტვირთის დანაკლისის ანაზღაურების შედეგა

[https://legali.ge/law/29908/muxli-155/](https://legali.ge/law/29908/muxli-155/)

---

## მუხლი 156. 1. გადამზიდავი პასუხს აგებს გემზე მიღებული ტვირთის დაკარგვის, დანაკლისისა ან დაზიანებისათვის, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ დაკარგვა, დანაკლისი ან დაზიანება გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძო

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად (ფორს-მაჟორი);

ბ) ხიფათის შექმნითა და შემთხვევითობით ზღვებსა და სხვა სანაოსნო წყლებში;

გ) ხანძრით, რომელშიც გადამზიდავს ბრალი არ მიუძღვის;

დ) ადამიანის სიცოცხლის, გემისა და ტვირთის გადარჩენით ან გადარჩენის მცდელობით;

ე) ხელისუფლების მიერ გაცემული განკარგულებით ან მისი მოქმედების (დაკავება, დაპატიმრება, კარანტინი და სხვა) შედეგად;

ვ) სამხედრო მოქმედებით, ტერორისტული აქტით, სახალხო მღელვარებით;

ზ) ტვირთის გამგზავნის ან მიმღების დაუდევრობით ან სხვა მოქმედებით;

თ) ტვირთის ფარული ნაკლით, მისი თვისებრივი ან ბუნებრივი დანაკლისით, რაც არ აღემატება დადგენილ ნორმებს;

ი) ტვირთის ტარისა და შეფუთვის გარეგნულად შეუმჩნეველი დეფექტებით;

კ) ტვირთის არასაკმარისი ან გაურკვეველი მარკირებით;

ლ) გაფიცვის შემთხვევაში ან სხვა გარემოებათა გამო, რამაც გამოიწვია მუშაობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება ან შეზღუდვა.

2. ამ მუხლის მიხედვით გადამზიდავს პასუხისმგებლობა ეკისრება გადასაზიდი ტვირთის მიღებისთანავე და ეხსნება გაცემის მომენტში.

3. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის წესებს, გარდა ტვირთის მიღებიდან გემზე დატვირთვამდე და გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთის ჩაბარებამდე პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმებისა, ბათილი

[https://legali.ge/law/29908/muxli-156/](https://legali.ge/law/29908/muxli-156/)

---

## მუხლი 157. 1. ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭებისათვის, გარდა კაბოტაჟით გადასაზიდი ტვირთისა, გადამზიდავი პასუხს არ აგებს, თუ დაამტკიცებს, რომ ეს მოხდა გემის ნაოსნობის ან მართვის პერიოდში კაპიტ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭებისათვის, რაც გამოიწვია პირველ ნაწილში ჩამოთვლილი პირების მოქმედებამ ან დაუდევრობამ დატვირთვის, განლაგების, გადაზიდვის, გადმოცლის ან ტვირთის ჩაბარების დროს, გადამზიდავი პასუხს აგებს ამ კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისა

[https://legali.ge/law/29908/muxli-157/](https://legali.ge/law/29908/muxli-157/)

---

## მუხლი 158. გადამზიდავი პასუხს არ აგებს დანიშნულების ნავსადგურში ჩატანილი ტვირთის დანაკლისისათვის, თუ:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) გემის სათავსოები, ლიხტერები, კონტეინერები გამართულია, ხოლო ტვირთის გამგზავნის მიერ დადებული პლომბები – დაუზიანებელი;

ბ) ტარა მთელია, წესიერ მდგომარეობაშია და არ არსებობს გზაში მისი გახსნის ნაკვალევი;

გ) ტვირთს აცილებს გამგზავნის ან მიმღების წარმომადგენელი და ტვირთის მიმღები ვერ დაამტკიცებს, რომ ტვირთის დანაკლისი გამოწვეულია გადამზიდავის მიზეზი

[https://legali.ge/law/29908/muxli-158/](https://legali.ge/law/29908/muxli-158/)

---

## მუხლი 159. 1. ტვირთის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეულ ზიანს გადამზიდავი ანაზღაურებს შემდეგნაირად:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისისათვის – ტვირთის დანაკლისის ღირებულებას;

ბ) ტვირთის დაზიანების ან გაფუჭებისათვის – იმ თანხის ოდენობით, რამდენითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება.

2. გადამზიდავი აბრუნებს მიღებულ ფრახტს, თუ იგი არ შედის დაკარგული ან ნაკლული ტვირთის ღირებულებაშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-159/](https://legali.ge/law/29908/muxli-159/)

---

## მუხლი 160. 1. დაკარგული ან დანაკლისი ტვირთის ღირებულება განისაზღვრება დანიშნულების ნავსადგურში გემის შესვლის ან ყოფნის დროს ამ ნავსადგურში მოქმედი ფასებით. თუ ნავსადგურში მოქმედი ფასების დადგენა შეუძლებელია, გაგ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების ანაზღაურების თანხიდან დაიქვითება ტვირთის გადაზიდვის ხარჯები (ფრახტი, ბაჟი და სხვა), რომელიც უნდა გადაეხადა ტვირთის გამგზავნს, მაგრამ ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების გამო ეს ვერ მოხერხდ

[https://legali.ge/law/29908/muxli-160/](https://legali.ge/law/29908/muxli-160/)

---

## მუხლი 161. 1. თუ ტვირთის ღირებულება არ იყო გაცხადებული და შეტანილი კონოსამენტში, დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების ანაზღაურება ტვირთის ერთეულზე არ უნდა აღემატებოდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 666.

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

2. შეთანხმება ამ თანხების შემცირების შესახებ ბათილია.

3. გადამზიდავის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმებით, თუ დამტკიცდა, რომ დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება, ან გაფუჭება უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით არის გამოწვეული.

4. გადამზიდავის აგენტის ან მოსამსახურის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება ამ თავში გათვალისწინებული ნორმებით, თუ დამტკიცდა, რომ დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება ან გაფუჭება გამოწვეულია უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით.

5. თუ კონოსამენტში აღნიშნულია კონტეინერში ან სხვა სათავსში განლაგებული ტვირთის ადგილებისა და ერთეულების რაოდენობა, ამ მუხლის მიზნებისათვის ეს რაოდენობა მიიღება კონოსამენტის მიხედვით.

6. თუ კონოსამენტში აღნიშნული არ არის კონტეინერში ან სხვა სათავსში განლაგებული ტვირთის ადგილებისა და ერთეულების რაოდენობა, ტვირთის რაოდენობა ჩაითვლება ტვირთის ერთ ადგილად ან ტვირთის ერთ ერთეულა

[https://legali.ge/law/29908/muxli-161/](https://legali.ge/law/29908/muxli-161/)

---

## მუხლი 162. კონტეინერის ან სხვა მოწყობილობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გადამზიდავი პასუხს აგებს შემდეგ ფარგლებში:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) კონტეინერის ან სხვა დამხმარე მოწყობილობის დაკარგვისათვის-კონტეინერის ან დამხმარე მოწყობილობის ღირებულების ფარგლებში, დაკარგვის მომენტისათვის მათი ფაქტობრივი ცვეთის გათვალისწინებით;

ბ) კონტეინერის ან მოწყობილობის დაზიანებისათვის – დანიშნულების ნავსადგურში მისი შეკეთების ღირებულების ოდენობით, თუ იგი გადამზიდავმა დამოუკიდებლად და/ან საკუთარი სახსრებით არ შეაკეთა მიმღებისათვის ჩაბარებამდ

[https://legali.ge/law/29908/muxli-162/](https://legali.ge/law/29908/muxli-162/)

---

## მუხლი 163. ფრახტი და სხვა გადასახდელები, რომლებიც ერგება გადამზიდავს, აგრეთვე მათი გადახდის ვადა განისაზღვრება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით. გამგზავნი ან მიმღები ვადაგადაცილებული ფრახტისათვის საურავს

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.1

[https://legali.ge/law/29908/muxli-163/](https://legali.ge/law/29908/muxli-163/)

---

## მუხლი 164. გემის მოცდენის, ტვირთის დაგვიანებით მიწოდების ან მიუწოდებლობის, ტვირთის გამგზავნის ან მიმღების ძალებით განხორციელებული დატვირთვა - გადმოტვირთვის სამუშაოების გაჭიანურების, გამგზავნის ან მიმღების მოქმედ

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_



[https://legali.ge/law/29908/muxli-164/](https://legali.ge/law/29908/muxli-164/)

---

## მუხლი 1641. ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

_თავი VIII — ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ_

ა) გადამყვანი − პირი, რომელმაც დადო ან რომლის სახელითაც დაიდო მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ახორციელებს თვითონ თუ გადაყვანის განმახორციელებლის მეშვეობით;

ბ) გადაყვანის განმახორციელებელი − პირი (გარდა გადამყვანისა), რომელიც არის გემის მესაკუთრე, დამფრახტავი ან ოპერატორი და რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს;

გ) გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს − გადაყვანის განმახორციელებელი ან, თუ გადამყვანი ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ტვირთის გადაზიდვას, − გადამყვანი;

დ) ბარგი − საგანი ან ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის გადაზიდვასაც ახორციელებს გადამყვანი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა:

დ.ა) იმ საგნისა ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება საფრახტო ხელშეკრულების, კონოსამენტის ან იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძირითადი მიზანია საქონლის გადაზიდვა;

დ.ბ) ცოცხალი ცხოველისა;

ე) კაიუტაში არსებული ბარგი − ბარგი, რომელიც განთავსებულია მგზავრის კაიუტაში ან სხვაგვარად იმყოფება მგზავრის მფლობელობაში ან მისი მეთვალყურეობის ან კონტროლის ქვეშ, აგრეთვე ბარგი, რომელსაც მგზავრი თავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან თავის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ინახავს, გარდა ამ კოდექსის 175-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ვ) ინციდენტი − გემის ჩაძირვა, გადაყირავება, მეჩეჩზე დაჯდომა ან სხვა გემთან შეჯახება, გემზე მომხდარი აფეთქება ან ხანძარი, გემის ხარვეზი.

საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

თავი IX. ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგ

[https://legali.ge/law/29908/muxli-1641/](https://legali.ge/law/29908/muxli-1641/)

---

## მუხლი 165. 1. მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების მიხედვით გადამყვანი ვალდებულია უსაფრთხოდ გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ნავსადგურში. მგზავრის მიერ ბარგის ჩაბარების შემთხვევაში გადამყვანი ვალდებულია გად

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

2. მგზავრი ვალდებულია გადაიხადოს მგზავრობის, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში - მისი გადაზიდვის საფასურიც.

3. მგზავრის საზღვაო გადაყვანა მოიცავს მგზავრის გემზე ყოფნისა და ჩასხდომა-გადასხდომის დროს, აგრეთვე ნაპირიდან სანაოსნო გზით გემამდე მიყვანისა და უკან დაბრუნების დროს, თუ ამ სახეობის მომსახურების საფასური შედის სამგზავრო ბილეთის ღირებულებაში ან თუ მგზავრის მისაყვანად გამოყენებულია გემი, რომელიც გადამყვანმა წარმოადგინ

[https://legali.ge/law/29908/muxli-165/](https://legali.ge/law/29908/muxli-165/)

---

## მუხლი 168. 1. ნაოსნობისას მგზავრის უსაფრთხოდ გადასაყვანად გადამყვანი ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე უზრუნველყოს, რომ გემი იმყოფებოდეს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მდგო

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

2. გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს საქართველოში რეგისტრირებული იმ გემით, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე განახორციელოს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ფარავს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გადამყვანის პასუხისმგებლობას.

3. სავალდებულო დაზღვევის თანხა კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული მგზავრისთვის 250 000 საანგარიშო ერთეულზე ნაკლები არ უნდა იყოს.

4. თუ გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ტვირთის გადაზიდვის ნაწილს, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გემზე გასცემს დაზღვევის დამადასტურებელ მოწმობას.

5. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი საერთაშორისო ნაოსნობაში არ დაიშვება, თუ მას არ აქვს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობა.

6. სანავსადგურე ერთეულში შესვლისას ან სანავსადგურე ერთეულიდან გასვლისას გემს, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, უნდა ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობა.

7. სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესებსა და პირობებს ადგენს სააგენტო.

საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-168/](https://legali.ge/law/29908/muxli-168/)

---

## მუხლი 169. 1. მგზავრს უფლება აქვს:

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

ა) გადაიყვანოს ბავშვები უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით;

ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი დადგენილი ნორმის ფარგლებში;

გ) გადასატანად ჩააბაროს ბარგი საფასურის გადახდით.

2. იმ შეღავათებისა და მომსახურების წესებს, რომელთა მიღების უფლება აქვს მგზავრს, ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011

[https://legali.ge/law/29908/muxli-169/](https://legali.ge/law/29908/muxli-169/)

---

## მუხლი 170. 1. მგზავრს უფლება აქვს გემის გასვლამდე ნებისმიერ დროს, ხოლო მგზავრობის დაწყების შემდეგ ნებისმიერ ნავსადგურში, რომელშიც გემი შევა მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის, შეწყვიტოს საზღვაო გადაყვანის ხელშე

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

2. მგზავრს, რომელმაც აცნობა გადამყვანს საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, უფლება აქვს უკან დაიბრუნოს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის, ვადისა და ოდენობის ფარგლებში.

3. მგზავრს მთლიანად დაუბრუნდება მგზავრობისა და ბარგის გადატანისათვის გადახდილი თანხა, თუ იგი:

ა) საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულებას შეწყვეტს დადგენილი ვადის გასვლამდე;

ბ) ვერ გამოცხადდება გემზე ავადმყოფობის გამო ან ამავე მიზეზით უარს განაცხადებს მგზავრობაზე და წარმოადგენს ავადმყოფობის ცნობას;

გ) უარს განაცხადებს მგზავრობაზე გადამყვანის ქმედებიდან გამომდინარე მიზეზის გამო.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.1

[https://legali.ge/law/29908/muxli-170/](https://legali.ge/law/29908/muxli-170/)

---

## მუხლი 171. 1. მგზავრების გადამყვანს უფლება აქვს შეწყვიტოს მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გამო

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

2. მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულება გაუქმებულად ჩაითვლება, თუ ადგილი აქვს ამ კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილში („გ“ და „დ“ ქვეპუნქტების გარდა) აღნიშნულ შემთხვევებს.

3. გემის გასვლამდე მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების გაუქმებისას მგზავრს სრულად უნაზღაურდება მგზავრობისა და ბარგის გადატანის საფასური, მგზავრობის დაწყების შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი – საფასურის ნაწილი გასავლელი მანძილის პროპორციულად.

4. თუ სტიქიური უბედურების, გასვლისა და დანიშნულების ნავსადგურებში ან მგზავრობის მარშრუტზე არადამაკმაყოფილებელი სანიტარიულ-ეპიდემიური პირობების, ასევე სხვა მოვლენების გამო, რომლებიც დამოკიდებული არ არის გადამყვანზე, შეუძლებელი ხდება მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების შესრულება, გადამყვანს უფლება აქვს შეაჩეროს გემის გასვლა, შეცვალოს გადაყვანის მარშრუტი, მგზავრთა ჩასხდომისა და/ან გადმოსხდომის ადგილ

[https://legali.ge/law/29908/muxli-171/](https://legali.ge/law/29908/muxli-171/)

---

## მუხლი 172. 1. მგზავრის საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების მიხედვით გადამყვანი ვალდებულია აუცილებლად დააზღვიოს მგზავრი და მისი ბარგი უბედური შემთხვევისაგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

2. მგზავრის მიერ გადახდილი სადაზღვევო თანხა შედის ბილეთის ღირებულებაში.

3. თუ მგზავრი გარდაიცვალა ან დაშავდა გემის დაღუპვის, გემების შეჯახების, მეჩეჩზე დაჯდომის, აფეთქების, ხანძრის ან გემის წუნის შედეგად, იგულისხმება გადამყვანის, მისი თანამშრომლების ან აგენტების, რომლებიც მოქმედებდნენ თავიანთი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, განზრახი ქმედობა ან დაუდევრობა, თუ ამის საწინააღმდეგო სხვა რამ არ არის დამტკიცებული.

4. გადამყვანის პასუხისმგებლობის ფარგლები მგზავრის სიკვდილის ან ჯანმრთელობის შერყევის შემთხვევაში, ასევე ბარგისათვის მიყენებული ზიანის გამო, განისაზღვრება ამ კოდექსის 175-ე მუხლით.

5. თუ საქართველოს მონაწილეობით დადებულია საერთაშორისო ხელშეკრულება მგზავრთა გადაყვანის შესახებ, მგზავრის სიკვდილის ან ჯანმრთელობის შერყევის შემთხვევაში გადამყვანის პასუხისმგებლობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

6. მტკიცება დაზიანების სიდიდისა და ის, რომ ინციდენტი მოხდა გადაზიდვისას, ეკისრება მოსარჩელე

[https://legali.ge/law/29908/muxli-172/](https://legali.ge/law/29908/muxli-172/)

---

## მუხლი 174. 1. გადამყვანი პასუხს აგებს მიღებული ბარგის დანაკლისის, დაზიანების ან დაგვიანებით მიტანისათვის, თუ ყოველივე ეს გამოწვეულია გადამყვანის, მისი თანამშრომლებისა და აგენტების მიზეზით

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

2. ხელბარგის დანაკლისის ან დაზიანებისას გადამყვანი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი დაამტკიცებს, რომ ეს გადამყვანის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით არის გამოწვეული.

3. ბარგის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში მგზავრმა ეს დაუყოვნებლივ, ხოლო „ფარული ნაკლის“ შემთხვევაში – 3 დღის ვადაში, წერილობით უნდა განუცხადოს გადამზიდავს ან მის აგენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მგზავრმა ბარგი მიიღო დაუზიანებლად, ვიდრე საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებულ

[https://legali.ge/law/29908/muxli-174/](https://legali.ge/law/29908/muxli-174/)

---

## მუხლი 175. გადამყვანის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება:

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

ა) მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის – 400 000 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, ბარგის) დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის – 12 700 საანგარიშო ერთეულით თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის;

გ) კაიუტაში არსებული ბარგის დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის – 2 250 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის;

დ) ბარგის (გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბარგისა) დაკარგვისთვის ან დაზიანებისთვის − 3 375 საანგარიშო ერთეულით თითოეული მგზავრისთვის.

საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019

[https://legali.ge/law/29908/muxli-175/](https://legali.ge/law/29908/muxli-175/)

---

## მუხლი 1751. 1. მგზავრის საზღვაო გადაყვანისას ინციდენტის შედეგად მგზავრის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანას

_თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)_

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავანსი არ არის იმ გადამყვანის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარება, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, და იგი შეიძლება გაიქვითოს ამ თავით გათვალისწინებულ ნებისმიერ შემდგომ გადახდილ ანაზღაურებაში. აღნიშნული ავანსის თანხა არ დაბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს, დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული იყო:

ა) მგზავრის ბრალით ან დაუდევრობით;

ბ) ომით, საბრძოლო მოქმედებით, სამოქალაქო ომით, ამბოხებით ან განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი სტიქიური მოვლენით;

გ) მესამე მხარის ქმედებით ან უმოქმედობით, რომლის განზრახვაც იყო ინციდენტის გამოწვევა.

3. გადამყვანმა ან/და გადაყვანის განმახორციელებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ამ თავით გათვალისწინებული მგზავრის უფლებების თაობაზე.

4. თუ გადაყვანა საქართველოში იწყება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გემში ჩაჯდომამდე, ხოლო თუ მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება საქართველოში იდება, მგზავრს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას (ბილეთის შეძენისას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრმა ბილეთი ინტერნეტით ან ტელეფონით შეიძინა).

საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

თავი X. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულე

[https://legali.ge/law/29908/muxli-1751/](https://legali.ge/law/29908/muxli-1751/)

---

## მუხლი 176. 1. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებით კრუიზის ორგანიზატორი კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს ზღვაზე კოლექტიური მოგზაურობა გარკვეული პროგრამით (კრუიზი) და კრუიზის მონაწილენი უზრუნველყოს შესაბამისი მომსახ

_თავი X — საზღვაო კრუიზის ხელშეკრულება_

2. კრუიზის მონაწილე კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს შესაბამისი საფასურ

[https://legali.ge/law/29908/muxli-176/](https://legali.ge/law/29908/muxli-176/)

---

## მუხლი 177. 1. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი დოკუმენტია კრუიზის ორგანიზატორის მიერ გაცემული საგზური ან მისი ტოლფასი სხვა საბუთი

_თავი X — საზღვაო კრუიზის ხელშეკრულება_

2. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) გემის სახელწოდება და ტიპი;

ბ) კრუიზის ორგანიზატორის სახელი, გვარი და მისამართი;

გ) მგზავრის სახელი, გვარი და მისამართი;

დ) კაიუტის ნომერი და კლასი, კრუიზის ღირებულება, რომელშიც შედის სხვა გაწეული ხარჯებიც;

ე) ჩასხდომისა და გადმოსხდომის ნავსადგურები;

ვ) გასვლისა და ჩასვლის დრო;

ზ) შესვლის ნავსადგურები;

თ) კრუიზის პერიოდში მომსახურების სახეობებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-177/](https://legali.ge/law/29908/muxli-177/)

---

## მუხლი 180. 1. კრუიზის მონაწილეს უფლება აქვს კრუიზის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც უარი თქვას საზღვაო კრუიზის ხელშეკრულებაზე და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადაში დაიბრუნოს კრუიზის საფასური

_თავი X — საზღვაო კრუიზის ხელშეკრულება_

2. თუ კრუიზის ორგანიზატორმა კრუიზის მონაწილე ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილით გემზე ან მისი თანხმობის საფუძველზე ასეთივე ადგილით სხვა გემზე, რომელიც კომფორტით არ ჩამოუვარდება მანამდე გათვალისწინებულ გემს, კრუიზის მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მთლიანად დაიბრუნოს კრუიზის საფასურ

[https://legali.ge/law/29908/muxli-180/](https://legali.ge/law/29908/muxli-180/)

---

## მუხლი 181. 1. კრუიზის ორგანიზატორს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოებათა გამო შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე კრუიზის დაწყებამდე

_თავი X — საზღვაო კრუიზის ხელშეკრულება_

2. თუ ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოება შეიქმნა კრუიზის დაწყების შემდეგ და კრუიზი შეწყდა, ხელშეკრულება უქმდება. ამ შემთხვევაში კრუიზის ორგანიზატორი ვალდებულია აუნაზღაუროს კრუიზის მონაწილეს გადახდილი საფასურის ნაწილი და მისი მოთხოვნის თანახმად დააბრუნოს იგი მოგზაურობის საწყის ნავსადგურშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-181/](https://legali.ge/law/29908/muxli-181/)

---

## მუხლი 183. კრუიზის ორგანიზატორი პასუხს აგებს კრუიზის მონაწილის სიკვდილის, ჯანმრთელობის შერყევის, ნივთების დანაკლისის ან დაზიანებისათვის ამ კოდექსის 172-ე, 174-ე, 175-ე მუხლების შესაბამისად, აგრეთვე კრუიზის ხელშე

_თავი X — საზღვაო კრუიზის ხელშეკრულება_

თავი XI. გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერ

[https://legali.ge/law/29908/muxli-183/](https://legali.ge/law/29908/muxli-183/)

---

## მუხლი 186. ტაიმ-ჩარტერში აღნიშნული უნდა იყოს ხელშეკრულების მხარეთა დასახელება, გემის სახელწოდება, მისი ტექნიკური და საექსპლუატაციო მონაცემები (ტვირთამწეობა, ტვირთტევადობა, სიჩქარე და ა.შ.), ნაოსნობის რაიონი, დაქ

_თავი XI — გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)_



[https://legali.ge/law/29908/muxli-186/](https://legali.ge/law/29908/muxli-186/)

---

## მუხლი 187. 1. ტაიმ-ჩარტერით მინიჭებული უფლებების ფარგლებში, გემის დამფრახტველს შეუძლია თავისი სახელით დამოუკიდებლად გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან გემის გარკვეული ვადით დაფრახტვის შესახებ. ასეთი ხელშეკრულე

_თავი XI — გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)_

2. კოდექსის ამ თავის წესები ვრცელდება გემის დამფრახტველის მიერ მესამე პირთან დადებულ საფრახტო ხელშეკრულებაზე

[https://legali.ge/law/29908/muxli-187/](https://legali.ge/law/29908/muxli-187/)

---

## მუხლი 188. 1. გემთმფლობელი ვალდებულია დამფრახტველს გადასცეს ტექნიკურად გამართული გემი, მისი ტაიმ-ჩარტერში აღნიშნული მიზნით შეუფერხებელი გამოყენების გათვალისწინებით

_თავი XI — გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)_

2. ტაიმ-ჩარტერის საფუძველზე დაფრახტვის დროს გემთმფლობელი ვალდებულია გემი აღჭურვოს და დააკომპლექტოს ეკიპაჟით, ასევე ტაიმ-ჩარტერის პერიოდში შეინარჩუნოს გემის სანაოსნო მდგომარეობა, გაიღოს გემის დაზღვევისა და ეკიპაჟის შენახვის ხარჯებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-188/](https://legali.ge/law/29908/muxli-188/)

---

## მუხლი 189. 1. დამფრახტველი ვალდებულია გემი გამოიყენოს მხოლოდ ტაიმ-ჩარტერით გათვალისწინებული პირობებითა და მიზნით

_თავი XI — გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)_

2. დამფრახტველი ვალდებულია ტაიმ-ჩარტერის ვადის გასვლის შემდეგ გემი დააბრუნოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო (ბუნებრივი ცვეთის გამოკლებით).

3. გემის დაგვიანებით მიღების შემთხვევაში დამფრახტველი ვალდებულია აანაზღაუროს გემის დაყოვნების ხარჯებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-189/](https://legali.ge/law/29908/muxli-189/)

---

## მუხლი 190. 1. თუ გემი დაფრახტულია ტვირთის გადასაზიდად, დამფრახტველს უფლება აქვს თავისი სახელით გააფორმოს ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება, ხელი მოაწეროს ჩარტერს, გასცეს კონოსამენტები და გადაზიდვასთან დაკავშირებულ

_თავი XI — გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)_

2. დამფრახტველი პასუხს აგებს ამ დოკუმენტებით, კერძოდ, კონოსამენტით და გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.

3. დამფრახტველი ასევე აგებს პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს კონოსამენტიდან ან გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებიდან, რომლებსაც ხელს აწერს გემის კაპიტან

[https://legali.ge/law/29908/muxli-190/](https://legali.ge/law/29908/muxli-190/)

---

## მუხლი 193. 1. დამფრახტველი ვალდებულია გემთმფლობელს გადაუხადოს საფასური ტაიმ-ჩარტერით დადგენილი წესითა და ვადით

_თავი XI — გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)_

2. დამფრახტველი თავისუფლდება ფრახტისა და გემთან დაკავშირებული ხარჯებისაგან იმ დროის განმავლობაში, როცა გაუმართაობის გამო გემი უვარგისია ზღვაოსნობისათვის.

3. თუ გემის გაუმართაობა გამოწვეულია დამფრახტველის ბრალით, იგი ვალდებულია გადაიხადოს სრული ფრახტი და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

4. ფრახტის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში გემთმფლობელი უფლებამოსილია ჩამოართვას გემი დამფრახტველს და მოსთხოვოს დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-193/](https://legali.ge/law/29908/muxli-193/)

---

## მუხლი 195. ტაიმ-ჩარტერით დაფრახტული გემის ეკიპაჟის მიერ ტაიმ-ჩარტერის ვადის გასვლამდე ზღვაზე განხორციელებული სამაშველო ოპერაციებისათვის გამოყოფილი გასამრჯელო თანაბრად უნაწილდებათ გემთმფლობელსა და დამფრახტველს, გ

_თავი XI — გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)_

თავი XII. უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერ

[https://legali.ge/law/29908/muxli-195/](https://legali.ge/law/29908/muxli-195/)

---

## მუხლი 196. 1. უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულებით (ბერბოუტ-ჩარტერი) გემის მესაკუთრე იღებს ვალდებულებას უეკიპაჟოდ გადასცეს გემი დამქირავებელს (დამფრახტველს) ნაოსნობისათვის გარკვეული ვადით

_თავი XII — უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერი)_

2. ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლის შემდეგ გემი შეიძლება გადაეცეს დამფრახტველს საკუთრებაში, თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გემის გამოსყიდვის უფლება, დამფრახტველი ასრულებდა თავის სახელშეკრულებო ვალდებულებებს და დაფარული აქვს ფრახტის ბოლო გადასახადი.

3. ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ ამ კოდექსის 42- ე მუხლის გათვალისწინებით.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-196/](https://legali.ge/law/29908/muxli-196/)

---

## მუხლი 198. 1. ბერბოუტ-ჩარტერში აღნიშნული უნდა იყოს:

_თავი XII — უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერი)_

ა) მხარეთა დასახელება;

ბ) ხელშეკრულების მიზანი;

გ) გემის სახელწოდება;

დ) გემის აგების წელი;

ე) გემის კლასი;

ვ) ტვირთამწეობა და ტვირთტევადობა;

ზ) ძრავების სიმძლავრე;

თ) სვლის სიჩქარე და საწვავის ხარჯი;

ი) გემით სარგებლობის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ დამფრახტველს შეიძლება გადაეცეს გემის მფლობელის უფლება;

კ) ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის შეტანის ოდენობა და ვადები;

ლ) დამფრახტველისათვის გემის გადაცემის დრო და ადგილი;

მ) დამფრახტველის მიერ გემის ეკიპაჟის არჩევის უფლება;

ნ) ვის ეკისრება რეგისტრაციის ხარჯები;

ო) სხვა აუცილებელი მონაცემები.

2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამფრახტველს, ბერბოუტ-ჩარტერით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია თავისი სახელით დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან ბერბოუტ-ჩარტერის მთელი დროით ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სუბბერბოუტ-ჩარტერი). ასეთი ხელშეკრულების დადება დამფრახტველს არ ათავისუფლებს გემთმფლობელთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობისაგა

[https://legali.ge/law/29908/muxli-198/](https://legali.ge/law/29908/muxli-198/)

---

## მუხლი 199. 1. გემთმფლობელი ვალდებულია დამფრახტველს გადასცეს სანაოსნოდ გამართული გემი ბერბოუტ-ჩარტერით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად

_თავი XII — უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერი)_

2. გემთმფლობელი პასუხს აგებს ყველა იმ ნაკლოვანებისთვის, რაც გააჩნდა გემს (ფარული ნაკლის ჩათვლით) მისი გადაცემის მომენტში.

3. პრეტენზია გემის გაუმართაობის ან სხვა ნაკლოვანებათა გამო დამფრახტველს შეუძლია განაცხადოს გემის გადაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-199/](https://legali.ge/law/29908/muxli-199/)

---

## მუხლი 201. 1. დამფრახტველი ვალდებულია შეინარჩუნოს გემი გამართულ მდგომარეობაში და გაიღოს მისი შენახვისა და შეკეთების ხარჯები

_თავი XII — უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერი)_

2. დამფრახტველზე გემის გადაცემასთან ერთად გადადის შემთხვევით დაღუპვის ან შემთხვევით დაზიანების რისკი.

3. გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (ბერბოუტ-ჩარტერი) შემთხვევაში, ბერბოუტ-ჩარტერის მოქმედების პერიოდში, დაფრახტული გემის მიერ ზღვაზე სამაშველო სამუშაოების შესრულების გასამრჯელო ეკუთვნის დამფრახტველ

[https://legali.ge/law/29908/muxli-201/](https://legali.ge/law/29908/muxli-201/)

---

## მუხლი 202. 1. დამფრახტველს უფლება აქვს უარი განაცხადოს ბერბოუტ-ჩარტერზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ:

_თავი XII — უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერი)_

ა) გემთმფლობელი დამფრახტველს გემს არ გადასცემს ბერბოუტ-ჩარტერით განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ამ კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულ ნაკლოვანებათა გამო დამფრახტველი ვერ გამოიყენებს გემს ბერბოუტ-ჩარტერის შესაბამისად.

2. გემთმფლობელს უფლება აქვს უარი თქვას ბერბოუტ-ჩარტერზე და მოითხოვოს გემის უკან დაბრუნება, თუ გადახდის ყოველი ვადის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში დამფრახტველმა არ შეიტანა ბერბოუტ-ჩარტერის საფასურ

[https://legali.ge/law/29908/muxli-202/](https://legali.ge/law/29908/muxli-202/)

---

## მუხლი 203. 1. გემის დაბრუნების შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა მიიღოს ბერბოუტ-ჩარტერის საფასურის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვის

_თავი XII — უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერი)_

2. ამ შემთხვევაში დამფრახტველს უბრუნდება სახელშეკრულებო ფასის კუთვნილი ნაწილი გემით სარგებლობისათვის.

3. დამფრახტველი ვალდებულია გემთმფლობელს გემი დაუბრუნოს მისი მიღებისას არსებული სახით, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. გემის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დამფრახტველი გემთმფლობელს ზიანს უნაზღაურებს.

4. თუ დამფრახტველმა გააუმჯობესა გემის მდგომარეობა, გემთმფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი. თუ გემთმფლობელი უარს იტყვის გაუმჯობესებულის ანაზღაურებაზე, დამფრახტველს უფლება აქვს გამოაცალკეოს ის, რაც გააუმჯობესა, თუკი ეს შესაძლებელია.

თავი XIII. საზღვაო იპოთე

[https://legali.ge/law/29908/muxli-203/](https://legali.ge/law/29908/muxli-203/)

---

## მუხლი 204. 1. ნებისმიერი გემი, მათ შორის მშენებარეც, ან უფლება მასზე შეიძლება გემთმფლობელმა (დამგირავებელმა) დააგირაოს (იპოთეკა) სესხით ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფით იპოთეკის მიღების გზით

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_

2. მოგირავნე შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნების ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია გირაოდ გადაეცეს გემ

[https://legali.ge/law/29908/muxli-204/](https://legali.ge/law/29908/muxli-204/)

---

## მუხლი 205. 1. იპოთეკის ხელშეკრულებაში აღინიშნული უნდა იყოს:

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_

ა) მხარეთა დასახელება;

ბ) მხარეთა მისამართები;

გ) გირავნობის მოთხოვნების უზრუნველყოფის არსი;

დ) იპოთეკის ფორმა;

ე) ვალდებულების შესრულების ვადა;

ვ) გემის შეფასება და მისი ყოფნის ადგილი;

ზ) იპოთეკის რეგისტრაცია, მისი გადაცემა, ცვლილებების შეტანა ან შეცვლა;

თ) რეგისტრირებული იპოთეკის თანამიმდევრობა;

ი) სხვა ნებისმიერი პირობა, რომელიც წამოაყენა ერთ-ერთმა მხარემ და მიღწეულია შეთანხმება.

2. იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეთა უფლება-მოვალეობა და ხელშეკრულების გაფორმების წესი განისაზღვრება მოგირავნის ქვეყნის კანონმდებლობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. იპოთეკა არ ნიშნავს მოგირავნისათვის გემის გასხვისებას, ისევე, როგორც დამგირავებელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ პირად, რომელიც კარგავს დაგირავებულ გემზე საკუთრების უფლება

[https://legali.ge/law/29908/muxli-205/](https://legali.ge/law/29908/muxli-205/)

---

## მუხლი 206. 1. იპოთეკის ხელშეკრულება სათანადოდ უნდა დამოწმდეს და აუცილებლად გატარდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში. ამის შესახებ კეთდება ჩანაწერი გემის საკუთრების მოწმობაში

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_

2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს სააგენტო.

3. იპოთეკის რეგისტრაციისათვის დამგირავებელმა უნდა წარმოადგინოს გემის იპოთეკის ხელშეკრულების დედანი და ნოტარიუსით დამოწმებული ასლი.

4. სააგენტო ვალდებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

5. იპოთეკის რეგისტრაცია და საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ფასიანია.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011

[https://legali.ge/law/29908/muxli-206/](https://legali.ge/law/29908/muxli-206/)

---

## მუხლი 207. 1. თუ იპოთეკის საგანს წარმოადგენს გემი, რომელიც უკვე გადაცემულია იპოთეკით და წარმოადგენს საგირავნო ვალდებულებათა უზრუნველყოფის საგანს, ძალაში რჩება წინა იპოთეკის მოგირავნის უფლებებიც

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_

2. მომდევნო მოგირავნის მოთხოვნები კმაყოფილდება გემის ღირებულებიდან წინა იპოთეკის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემდეგ.

3. მოგირავნეთა შორის უპირატესობის უფლება მოთხოვნათა შესრულებაზე კმაყოფილდება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში მათი რეგისტრაციის თარიღისა და საათის მიხედვით.

4. იპოთეკით დამგირავებელი ვალდებულია აცნობოს ყოველ მომდევნო იპოთეკით მოგირავნეს ყველა არსებული იპოთეკის, აგრეთვე იპოთეკის ხასიათისა და ვალდებულებათა უზრუნველყოფის ფორმირების შესახებ. იპოთეკით დამგირავებელი, ამ მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში, ვალდებულია ნებისმიერ მოგირავნეს აუნაზღაუროს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ზიან

[https://legali.ge/law/29908/muxli-207/](https://legali.ge/law/29908/muxli-207/)

---

## მუხლი 208. იპოთეკით მოგირავნეს ენიჭება უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ იპოთეკის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებები არ შესრულდა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, თუ გირავნობის შეს

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_



[https://legali.ge/law/29908/muxli-208/](https://legali.ge/law/29908/muxli-208/)

---

## მუხლი 209. იპოთეკით მოგირავნეს უფლება აქვს დაგირავებული გემის ხარჯზე სრულად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, კერძოდ, ვალდებულებათა გადავადებით მიყენებული ზიანი და პროცენტები, ხოლო იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებით გათ

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_



[https://legali.ge/law/29908/muxli-209/](https://legali.ge/law/29908/muxli-209/)

---

## მუხლი 211. 1. იპოთეკა უქმდება:

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_

ა) ვალის დაფარვისას;

ბ) ვალის დაფარვის სხვა გზით (გემის იძულებითი გაყიდვა და სხვა) ფულადი ვალდებულების შეწყვეტისას;

გ) გემის დაღუპვისას, დაზღვევის ანაზღაურების გამოკლებით;

დ) სპეციალური ხელშეკრულების არსებობისას.

2. დამგირავებლის მოთხოვნით მოგირავნე ვალდებულია მისცეს მას ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული საბუთი.

3. დამგირავებლისაგან ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული საბუთის მიღებისას იპოთეკის რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-211/](https://legali.ge/law/29908/muxli-211/)

---

## მუხლი 213. 1. იმ შემთხვევაში, როცა კანონით დადგენილი წესების შესაბამისად მოგირავნე იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნებს უთმობს მესამე პირს, ან იპოთეკის უზრუნველყოფის გარემოებიდან გამომდინარე, დამგირავებელს სხვა პირ

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_

2. მოგირავნის მიერ გირაოს უზრუნველყოფის მოთხოვნების ან დამგირავებლის მიერ ვალის გადაცემის უფლების სხვა პირზე გადატანის შესახებ სათანადო წესით დამოწმებული საბუთების მიღებისას გემების სახელმწიფო რეესტრში უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა იმ პირის შესახებ, რომელზეც გადადის მოგირავნის ყველა უფლება ან დამგირავებლის ყველა ვალდებულებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-213/](https://legali.ge/law/29908/muxli-213/)

---

## მუხლი 214. 1. თუ რომელიმე კანონიერი გზით, მაგალითად, გარდაცვალების ან გაკოტრების შემთხვევაში, მოგირავნის უფლებები გადავიდა სხვა პირზე, ამას სათანადოდ დამოწმებული დეკლარაციით ამოწმებს ის პირი, რომელსაც გადაეცემა 

_თავი XIII — საზღვაო იპოთეკა_

2. ამ საბუთების საფუძველზე საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში შეიტანება იმ პირის სახელი, რომელსაც გადაეცა მთელი გემის ან მისი ნაწილის მოგირავნის უფლებები.

თავი XIV. ბუქსირზიდვის ხელშეკრულე

[https://legali.ge/law/29908/muxli-214/](https://legali.ge/law/29908/muxli-214/)

---

## მუხლი 215. საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულების თანახმად გემის მფლობელი გასამრჯელოს საფასურად კისრულობს ვალდებულებას:

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_

ა) გემი ან სხვა მცურავი ობიექტი ბუქსირით გადაიყვანოს ერთი ნავსადგურიდან მეორეში;

ბ) გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეულ მანძილზე ბუქსირით გადაიყვანოს გემი ან სხვა მცურავი ობიექტი;

გ) აწარმოოს მანევრირება ან მორიგეობა აუცილებლობის შემთხვევაშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-215/](https://legali.ge/law/29908/muxli-215/)

---

## მუხლი 216. 1. საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულება ფორმდება წერილობით

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_

2. ხელშეკრულებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) გაგზავნისა და დანიშნულების ნავსადგურები;

ბ) ბუქსირზიდვის დრო;

გ) მხარეთა უფლებები და მოვალეობები;

დ) პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;

ე) საბუქსირო ობიექტების თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ბუქსირზიდვის უსაფრთხოებაზე;

ვ) სხვა გარემოებები, რომელთა აღნიშვნაც მხარეებს აუცილებლად მიაჩნია

[https://legali.ge/law/29908/muxli-216/](https://legali.ge/law/29908/muxli-216/)

---

## მუხლი 217. 1. ბუქსირზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით მხარეები ვალდებული არიან გემი ან სხვა მცურავი ობიექტი დროულად მოიყვანონ სათანადო მდგომარეობაში

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_

2. გემისა და/ან ბუქსირის მფლობელი პასუხს არ აგებს თავისი გემისა და/ან ბუქსირის ნაკლოვანებისათვის, თუ დაამტკიცებს, რომ მათი აღმოჩენა შეუძლებელი იყო სათანადო ყურადღების გამოჩენის შემთხვევაშიც კი (ფარული ნაკლი

[https://legali.ge/law/29908/muxli-217/](https://legali.ge/law/29908/muxli-217/)

---

## მუხლი 218. ბუქსირზიდვისას საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ან მათზე არსებული ქონებისა და ტვირთის დაზიანებისას, როცა ბუქსირმზიდი გემის კაპიტანი მართავს საბუქსირო გემს ან სხვა მცურავ ობიექტს, პასუხისმგებლო

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-218/](https://legali.ge/law/29908/muxli-218/)

---

## მუხლი 219. ბუქსირზიდვისას ბუქსირმზიდი გემის ან მასზე არსებული ქონებისა და ტვირთის დაზიანებისას, როცა ბუქსირზიდვის ოპერაციებს წარმართავს საბუქსირო გემის ან სხვა მცურავი ობიექტის კაპიტანი, პასუხისმგებლობა ეკისრება

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-219/](https://legali.ge/law/29908/muxli-219/)

---

## მუხლი 224. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ბუქსირზიდვისათვის მოუმზადებლობის შემთხვევაში, ბუქსირის გასვლის პუნქტში გამოცხადების შემდეგ ბუქსირის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკ

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-224/](https://legali.ge/law/29908/muxli-224/)

---

## მუხლი 227. თუ საბუქსირო გემი ან სხვა მცურავი ობიექტი ბუქსირმზიდი გემისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით აღმოჩნდება საზღვაო ინციდენტის მდგომარეობაში, ბუქსირმზიდის კაპიტანი ვალდებულია მიაწოდოს საბუქსირო გემს ან სხვა მც

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-227/](https://legali.ge/law/29908/muxli-227/)

---

## მუხლი 228. 1. სანავსადგურო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებით ბუქსირის მფლობელს გასამრჯელოს საფასურად სანავსადგურო წყლებში შეჰყავს ან გამოჰყავს გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, ატარებს სანავსადგურო წყლებში საბუქსირო გემის 

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_

2. სანავსადგურო ბუქსირზიდვის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებას წარმოადგენს კაპიტნის განაცხად

[https://legali.ge/law/29908/muxli-228/](https://legali.ge/law/29908/muxli-228/)

---

## მუხლი 230. 1. ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუქსირის გამოყენების აუცილებლობა საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში შესვლისათვის, გასვლისა და გადაადგილებისათვის, მანევრირებისათვის, გემის ბაგირით მიბმისა და სხვ

_თავი XIV — ბუქსირზიდვის ხელშეკრულება_

2. 500 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემი განთავისუფლებულია ბუქსირის გამოყენებისგან, თუ გემის კაპიტანი არ მოითხოვს მის გამოყენებას.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

თავი XV. საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულე

[https://legali.ge/law/29908/muxli-230/](https://legali.ge/law/29908/muxli-230/)

---

## მუხლი 231. საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად მზღვეველი სათანადო საზღაურის (სადაზღვევო პრემია) მიღებით კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებაში აღნიშნული საშიშროების ან შემთხვევის დროს (სადაზღვევო შემთხვევა),

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-231/](https://legali.ge/law/29908/muxli-231/)

---

## მუხლი 234. 1. საზღვაო დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებრივი ინტერესი, როგორიცაა, მაგალითად, გემი (მათ შორის მშენებარე), ტვირთი, ფრახტი, მგზავრობის საფასური, საიჯარო ქი

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. დაზღვევის ობიექტი მითითებული უნდა იყოს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებაშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-234/](https://legali.ge/law/29908/muxli-234/)

---

## მუხლი 235. 1. ხელშეკრულების დადებისას დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს მიაწოდოს გარემოებათა რისკის ხარისხის დადგენისათვის საჭირო მისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია ან ის ინფორმაცია, რომელიც მას უნდა სცოდნოდა, აგრეთვ

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. დამზღვევი თავისუფლდება ვალდებულებისაგან, რომ მზღვეველს მიაწოდოს საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაცია და ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო.

3. დამზღვევის მიერ სათანადო ცნობების მიუწოდებლობის ან არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზ

[https://legali.ge/law/29908/muxli-235/](https://legali.ge/law/29908/muxli-235/)

---

## მუხლი 239. თუ საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებას აფორმებენ სხვა პირის სასარგებლოდ, დამზღვევი მოვალეა შეასრულოს ყველა სახელშეკრულებო ვალდებულება. ასევე მოვალეა ის პირიც, რომლის სასარგებლოდაც დაიდო ხელშეკრულება, თუ ი

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-239/](https://legali.ge/law/29908/muxli-239/)

---

## მუხლი 242. 1. დაზღვეული ტვირთის გასხვისების შემთხვევაში ძალაში რჩება დაზღვევის ხელშეკრულება. დამზღვევის ყველა უფლება-მოვალეობა გადადის ტვირთის შემსყიდველზე

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. თუ ტვირთის გასხვისებამდე სადაზღვევო პრემია არ იყო გადახდილი, მისი ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება როგორც დამზღვევს, ისე იმ პირს, ვინც ტვირთი შეიძინა. ამასთან, თუ პოლისში ან სხვა სადაზღვევო საბუთში აღნიშნული არ არის პრემიის გადაუხდელობა, მისი მფლობელის მიმართ პრემიის გადახდის მოთხოვნა ბათილი

[https://legali.ge/law/29908/muxli-242/](https://legali.ge/law/29908/muxli-242/)

---

## მუხლი 243. 1. დაზღვეული გემის გასხვისებისას საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება უქმდება გასხვისების მომენტიდან. გამონაკლისია გემის გასხვისება რეისის დროს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს რეისის დამთავრებ

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. ეს მუხლი გამოიყენება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში

[https://legali.ge/law/29908/muxli-243/](https://legali.ge/law/29908/muxli-243/)

---

## მუხლი 244. 1. საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას დამზღვევი ვალდებულია განაცხადოს თანხა, რომლითაც იგი აზღვევს შესაბამის ინტერესს (სადაზღვევო თანხა)

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია დაზღვეული ინტერესის ნამდვილ ღირებულებაზე (დაზღვევის ღირებულება), მზღვეველი ზიანისათვის პასუხს აგებს სადაზღვევო თანხის დაზღვევის ღირებულებასთან შეფარდების პროპორციულად.

3. თუ საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებული სადაზღვევო თანხა აღემატება დაზღვევის ღირებულებას, ხელშეკრულება ითვლება ძალადაკარგულად სადაზღვევო თანხის იმ ნაწილში, რომელიც აღემატება დაზღვევის ღირებულება

[https://legali.ge/law/29908/muxli-244/](https://legali.ge/law/29908/muxli-244/)

---

## მუხლი 246. 1. საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში რჩება მაშინაც, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში აუცილებლად ასანაზღაურებელი ზიანის წარმოქმნის საშიშროება აღარ არსებობს ან ზიანი უკვე წარმოიშვა

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. თუ საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას მზღვეველმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნის შესაძლებლობა გამორიცხულია ან თუ დამზღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა უკვე მომხდარი ზიანის შესახებ, მაშინ იმ მხარისათვის, რომელმაც ეს არ იცოდა, დაზღვევის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესრულება აუცილებელი არ არის.

3. მზღვეველს სადაზღვევო პრემია ეკუთვნის იმ შემთხვევაშიც, თუ საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების შესრულება მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენ

[https://legali.ge/law/29908/muxli-246/](https://legali.ge/law/29908/muxli-246/)

---

## მუხლი 248. 1. დამზღვევი ვალდებულია გენერალური პოლისით გაფორმებული ყოველი ტვირთის გაგზავნის ცნობის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მიაწოდოს მზღვეველს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ:

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

ა) ტვირთის გადამტანი გემის სახელწოდება;

ბ) ტვირთის გადატანის მარშრუტი;

გ) სადაზღვევო თანხა.

2. დამზღვევი არ თავისუფლდება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოვალეობისაგან მაშინაც კი, როცა ის მიიღებს ცნობას, რომ ტვირთი დაუზიანებლად მივიდა დანიშნულების ადგილზე.

3. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში, მზღვეველს უფლება აქვს უარი განაცხადოს შესაბამის ტვირთთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურებაზე. ამასთან, მზღვეველი ინარჩუნებს უფლებას სადაზღვევო პრემიაზე, რომელსაც მიიღებდა, თუ დამზღვევი ვერ დაამტკიცებს, რომ ინფორმაციის მიუწოდებლობა ან დაგვიანებით მიწოდება არ იყო მისი განზრახი ქმედობა.

4. თუ დამზღვევმა განზრახ დააყოვნა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, საერთოდ არ მიაწოდა ან შეგნებულად მიაწოდა მცდარი მონაცემები ტვირთისა და სადაზღვევო თანხის შესახებ, მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას გენერალური პოლისით დაზღვევაზე. ამასთან, მზღვეველი ინარჩუნებს უფლებას სადაზღვევო პრემიაზე, რომელსაც მიიღებდა დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების კეთილსინდისიერად და სრულად შესრულების შემთხვევაშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-248/](https://legali.ge/law/29908/muxli-248/)

---

## მუხლი 249. 1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევის მოთხოვნით გენერალურ პოლისს დაქვემდებარებული ტვირთის ცალკეული გაგზავნისას გასცეს პოლისი ან სადაზღვევო სერტიფიკატი

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. პოლისის ან სადაზღვევო სერტიფიკატის შინაარსის გენერალური პოლისის შინაარსთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ პოლისსა და სადაზღვევო სერტიფიკატ

[https://legali.ge/law/29908/muxli-249/](https://legali.ge/law/29908/muxli-249/)

---

## მუხლი 251. 1. მზღვეველი გემის დაზღვევისას, ამ კოდექსის 250-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევების გარდა, პასუხს არ აგებს არასანაოსნო მდგომარეობაში მყოფი გემის რეისში გაგზავნის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის, თუ ეს მდგო

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. მზღვეველი პასუხს არ აგებს ასევე გემისა და მისი აღჭურვილობის სიძველით, ბუნებრივი ცვეთით, ისევე, როგორც ფეთქებადი და თვითაალებადი ნივთიერებებით გამოწვეული ზიანისათვის, თუ ასეთი დატვირთეს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის ნებართვით მზღვეველთან შეუთანხმებლა

[https://legali.ge/law/29908/muxli-251/](https://legali.ge/law/29908/muxli-251/)

---

## მუხლი 252. ტვირთის ან მოსალოდნელი მოგების დაზღვევისას, კოდექსის 250-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევების გარდა, მზღვეველი პასუხს არ აგებს თვით ტვირთის ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე (შიდა გაფუჭება, დაკლება, დაჟან

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-252/](https://legali.ge/law/29908/muxli-252/)

---

## მუხლი 255. მზღვეველი პასუხს არ აგებს სამხედრო მოქმედებით ან სამხედრო ღონისძიებებით გემის შეპყრობით, მეკობრეთა თავდასხმით, სახალხო მღელვარებით, გაფიცვით, აგრეთვე სამხედრო ან სამოქალაქო ხელისუფლების ბრძანებით ტვირ

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-255/](https://legali.ge/law/29908/muxli-255/)

---

## მუხლი 256. 1. დამზღვევი ვალდებულია დაზღვევის ობიექტთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება (ზედმეტად დატვირთვა, ტვირთის გადაზიდვის საშუალების, ჩამოტვირთვის ნავსადგურის, დათქმული ან ჩვეული მარშრუტის შეცვლა

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. დასაზღვევი ობიექტის მიმართ საშიშროების გაძლიერების შემთხვევაში, თუ ეს არ არის დაკავშირებული ადამიანების, გემის, ტვირთის გადარჩენასთან, მზღვეველს უფლება ეძლევა გადასინჯოს ხელშეკრულების პირობები და მოითხოვოს დამატებითი პრემია. თუ დამზღვევი ამას არ ეთანხმება, საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება უქმდება აღნიშნული ცვლილების წარმოქმნისთანავ

[https://legali.ge/law/29908/muxli-256/](https://legali.ge/law/29908/muxli-256/)

---

## მუხლი 257. 1. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე მიიღოს ყველა მასზე დამოკიდებული ზომა ზიანის გამომწვევი მიზეზების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს ს

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. თუ დამზღვევმა უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედობით არ მიიღო ღონისძიება ზიანის თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, მზღვეველი თავისუფლდება მიღებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-257/](https://legali.ge/law/29908/muxli-257/)

---

## მუხლი 260. 1. სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნისას მზღვეველს უფლება აქვს სრული სადაზღვევო თანხის გადახდის გზით გათავისუფლდეს საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობისაგან. იგი ვალდებულია ამ უფლების გა

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადაზღვევო თანხის გადახდით მზღვეველი არ იღებს უფლებას დაზღვეულ ქონებაზ

[https://legali.ge/law/29908/muxli-260/](https://legali.ge/law/29908/muxli-260/)

---

## მუხლი 261. 1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს აუნაზღაუროს ზიანის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად გაწეული ხარჯები, რომელზეც პასუხისმგებელია მზღვეველი, აგრეთვე ხარჯები, რომლებიც გაწეულია მზღვეველის მითითებათა 

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. ამ მუხლში მითითებული ხარჯების ანაზღაურება ხდება სადაზღვევო თანხის დაზღვევის ღირებულებასთან შეფარდების პროპორციულა

[https://legali.ge/law/29908/muxli-261/](https://legali.ge/law/29908/muxli-261/)

---

## მუხლი 262. 1. მზღვეველი ზიანისათვის პასუხს აგებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. ამასთან, ამ კოდექსის 261-ე მუხლში მითითებულ ხარჯებსა და საერთო ავარიის გადასახადს ანაზღაურებს მზღვეველი, მიუხედავად იმისა, ზემ

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. მზღვეველი პასუხს აგებს აგრეთვე ერთმანეთის მომდევნო რამდენიმე სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი საერთო თანხა აღემატება სადაზღვევო თანხა

[https://legali.ge/law/29908/muxli-262/](https://legali.ge/law/29908/muxli-262/)

---

## მუხლი 263. სრული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისას, კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მზღვეველზე მისი თანხმობით გადადის:

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

ა) სრული ღირებულებით დაზღვევისას – ყველა უფლება დაზღვეულ ქონებაზე;

ბ) არასრული ღირებულებით დაზღვევისას – უფლება დაზღვეული ქონების ნაწილზე, სადაზღვევო თანხის დაზღვევის ღირებულებასთან შეფარდების პროპორციულა

[https://legali.ge/law/29908/muxli-263/](https://legali.ge/law/29908/muxli-263/)

---

## მუხლი 264. 1. გემის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში მზღვეველი პასუხს აგებს სრული სადაზღვევო თანხით

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. გემი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, თუ მის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს სამი თვის განმავლობაში, ხოლო თუ ცნობის მიღებას ხელი შეუშალა მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა, მაშინ ეს ვადა ექვს თვემდე იზრდება.

3. თუ გემი გარკვეული ვადითაა დაზღვეული, საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველი პასუხს აგებს გემის უგზო-უკვლოდ დაკარგვისათვის, თუ გემის შესახებ უკანასკნელი ცნობა მიღებულია ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და თუ მზღვეველი ვერ დაამტკიცებს, რომ გემი დაიღუპა ვადის გასვლის შემდე

[https://legali.ge/law/29908/muxli-264/](https://legali.ge/law/29908/muxli-264/)

---

## მუხლი 265. 1. დამზღვევს შეუძლია უარი უთხრას მზღვეველს დაზღვეულ ქონებაზე მის უფლებაზე (აბანდონი) და მოსთხოვოს მას სრული სადაზღვევო თანხა, თუ:

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

ა) გემი უგზო-უკვლოდ დაიკარგა;

ბ) ეკონომიკურად მიზანშეუწონელია დაზღვეული გემის აღდგენა ან რემონტი (სრული კონსტრუქციული დაღუპვა);

გ) ეკონომიკურად მიზანშეუწონელია დაზღვეული ტვირთის დაზიანების მიზეზის აღმოფხვრა ან მისი დანიშნულების ადგილზე მიტანა;

დ) გემი ან ტვირთი შეპყრობილია, ორივე კი დაზღვეულია აღნიშნული საფრთხისაგან, ხოლო ძალადობა გრძელდება ორი თვის განმავლობაში.

2. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გემის აბანდონი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კოდექსის 42- ე მუხლის შესაბამისად.

3. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლს, ბათილია.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-265/](https://legali.ge/law/29908/muxli-265/)

---

## მუხლი 266. 1. დამზღვევმა აბანდონის შესახებ უნდა განაცხადოს კოდექსის 264-ე და 265-ე მუხლებში მითითებული ვადის დამთავრების მომენტიდან (გარემოებათა დასაწყისი) ექვსი თვის განმავლობაში

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. ექვსი თვის გასვლის შემდეგ დამზღვევი კარგავს აბანდონის უფლებას, მაგრამ შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საერთო საფუძველზე.

3. დამზღვევის მიერ აბანდონის შესახებ განცხადება არ შეიძლება იყოს პირობითი და დაუშვებელია შემდეგ მასზე უარის თქმა.

4. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლს, ბათილი

[https://legali.ge/law/29908/muxli-266/](https://legali.ge/law/29908/muxli-266/)

---

## მუხლი 268. 1. მზღვეველს, რომელმაც გადაიხადა სადაზღვევო ანაზღაურება, გადახდილი თანხის ფარგლებში ენიჭება უფლება მოთხოვნებზე, რომლებიც დამზღვევს (ან სადაზღვევო ანაზღაურების მიმღებ სხვა პირს) შეუძლია წარუდგინოს ზიან

_თავი XV — საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება_

2. თუ დამზღვევი უარს განაცხადებს გამოიყენოს თავისი უფლებები იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისათვის ან თუ ასეთი უფლების გამოყენება შეუძლებელი ხდება მისივე მიზეზით, მზღვეველი მთლიანად ან შესაბამისი ნაწილით თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურებისაგა

[https://legali.ge/law/29908/muxli-268/](https://legali.ge/law/29908/muxli-268/)

---

## მუხლი 271. 1. საერთო ავარიად იგულისხმება ზიანი, რომელიც გამოწვეულია საერთო საფრთხეში მყოფი გემის, ფრახტისა და გადასაზიდი ტვირთის გადარჩენის მიზნით განზრახ და შეგნებულად საგანგებო ხარჯების გაღების ან შეწირვის შედ

_თავი XVI — საერთო ავარია_

2. საერთო ავარია ნაწილდება გემს, ფრახტსა და ტვირთს შორის მათი ღირებულების, ამ რეისის დამთავრების ადგილისა და დროის მიხედვით.

3. ამ თავში ფრახტად იგულისხმება, აგრეთვე, მგზავრთა გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის ღირებულებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-271-2/](https://legali.ge/law/29908/muxli-271-2/)

---

## მუხლი 273. საერთო ავარიას, თუ არსებობს 271-ე მუხლში ჩამოთვლილი ნიშნები, განეკუთვნება:

_თავი XVI — საერთო ავარია_

ა) ბორტს იქით ტვირთის ან გემის მოწყობილობათა გადაგდებით მიყენებული ზიანი, ასევე საერთო სამაშველო ღონისძიებათა ჩატარებისას გემის ან ტვირთის დაზიანებისგან მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გადასაგდებად გაღებული ლიუკებიდან ან ამ მიზნით გაკეთებული ხვრელებიდან ტრიუმში წყლის შეღწევის შედეგად;

ბ) გემზე ხანძრის ჩაქრობით გამოწვეული გემის და/ან ტვირთის ზიანი, ამ მიზნით ცეცხლმოდებული გემის განზრახ დატბორვის ან ნაპირზე გამორიყვის ჩათვლით;

გ) გემის მეჩეჩზე განზრახ დაჯდომითა და მოხსნით გამოწვეული ზიანი, იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელი იყო გემის მეჩეჩზე თვითნებურად დაჯდომაც;

დ) გემის მეჩეჩიდან მოხსნის მცდელობისას ძრავების, გემის სხვა მანქანებისა და საქვაბეების დაზიანებით გამოწვეული ზიანი;

ე) გემის მეჩეჩზე დაჯდომისას ტვირთის, საწვავის ან სხვა მარაგის ლიხტერებში გადატვირთვის, მათი გემზე უკან გადმოტვირთვის და ლიხტერების დაქირავების საგანგებო ხარჯები;

ვ) ტვირთის, საწვავის ან მარაგის დაღუპვის ან დაზიანების შედეგად მიღებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია მათი გემზე გადაადგილების, გემიდან გადმოტვირთვის, ხელმეორედ დატვირთვის ან დალაგების, აგრეთვე შენახვის შედეგად, თუ ამ ოპერაციების შესასრულებლად გაწეული ხარჯები აღიარებულია საერთო ავარიად;

ზ) ხარჯი, რომელიც გაღებულია დახმარების აღმოსაჩენად როგორც ხელშეკრულებით, ისე უამისოდ, იმ მოცულობით, რომლითაც სამაშველო ოპერაციები ხორციელდება გემის, ფრახტის და ტვირთის საფრთხისაგან დასაცავად;

თ) ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ფრახტის დაკარგვა – იმ შემთხვევაში, როცა ტვირთის დაკარგვა ანაზღაურდება საერთო ავარიის განაწილების წესით, ფრახტს გამოაკლდება ხარჯი, რომელიც უნდა გაეღო ტვირთის გადამზიდს ფრახტის მიღების მიზნით, მაგრამ შეწირვის გამო ასეთ ხარჯს ადგილი არ ჰქონი

[https://legali.ge/law/29908/muxli-273/](https://legali.ge/law/29908/muxli-273/)

---

## მუხლი 274. საერთო ავარიას განეკუთვნება ან უთანაბრდება ასევე:

_თავი XVI — საერთო ავარია_

ა) ხარჯი, რომელიც გამოწვეულია უბედური შემთხვევის გამო გემის თავშესაფარში იძულებითი შესვლით ან დატვირთვის ადგილზე დაბრუნებით ან სხვა რაიმე განსაკუთრებული გარემოების გამო გამოწვეული ხარჯი, როდესაც ასეთი შესვლის აუცილებლობა ან დაბრუნება საერთო უსაფრთხოებითაა განპირობებული;

ბ) ხარჯი, რომელიც გამოწვეულია გემის პირველსაწყისი ტვირთით ან მისი ნაწილით თავშესაფრიდან ან გასვლის ნავსადგურიდან გასვლით, სადაც იგი იძულებული იყო დაბრუნებულიყო;

გ) შესვლისა და გასვლის ნავსადგურებში ან თავშესაფარში ტვირთის, საწვავის ან მარაგის გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელიც გაიღეს საერთო უსაფრთხოების მიზნით ან დაბრუნებული გემის შესაკეთებლად, რაც გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით ან სხვა განსაკუთრებული გარემოებით, თუ ეს შეკეთება აუცილებელი იყო რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის;

დ) შენახვის ხარჯი, რომელიც გამოწვეულია, დასაბუთებული დაზღვევის ჩათვლით, ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებების პირობებში გადმოტვირთული და გადაადგილებული საწვავის, ტვირთის ან მომარაგების საგნების ხელახლა დასატვირთად და დასაწყობად, – თუ გემი მიჩნეულ ია სანაოსნოდ უვარგისად ან თუ მან არ გააგრძელა დაწყებული რეისი. შენახვის ხარჯი მიჩნეულია საერთო ავარიად გემის სანაოსნოდ უვარგისად აღიარების, რეისზე უარის თქმის ან ტვირთის გადმოტვირთვის დამთავრების თარიღამდე, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან ამ თარიღამდე უარი განაცხადა რეისის გაგრძელებაზე;

ე) ამ მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოებებში გემის თავშესაფარში შესვლის ან ნავსადგურში დაბრუნების შედეგად რეისის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელფასის, გემის ეკიპაჟის შენახვის, საწვავის და მომარაგების საგნებზე გაწეული ხარჯი, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან თუ მან არ გააგრძელა დაწყებული რეისი; აღნიშნული ხარჯი მიჩნეულია საერთო ავარიად გემის სანაოსნოდ უვარგისად აღიარების, რეისზე უარის თქმის ან ტვირთის გადმოტვირთვის დამთავრების თარიღამდე, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან უარი განაცხადა რეისის გაგრძელებაზე ამ თარიღამდე;

ვ) საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უბედური შემთხვევის შედეგად ან სხვა რაიმე განსაკუთრებული გარემოების გამო, ან ასეთი გარემოებების გამო დაზიანებული გემის შეკეთებით, თუ ეს შეკეთება აუცილებელია რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის; გემის რომელიმე ადგილას შეყოვნებასთან დაკავშირებული დანახარჯები, ხელფასისა და ეკიპაჟის შენახვის, ნავსადგურის, საწვავისა და მომარაგების საგნებზე გაწეული ხარჯები, წარმოშობილი შეყოვნების გამო, ანაზღაურდება საერთო ავარიის განახლების წესის მიხედვით, იმ ხარჯების გამოკლებით, რომელიც წარმოიშვა გემის საერთო ავარიას მიუკუთვნებელი შეკეთებით;

ზ) გემის დროებითი რემონტი, რომელიც საერთო უსაფრთხოების გამო ჩატარდა დატვირთვის, შესვლის ან თავშესაფარ ადგილზე, ასევე იმ დაზიანებათა დროებითი რემონტი, რომელიც შედის საერთო ავარიაში. ამასთან, შემთხვევით დაზიანებათა დროებითი შეკეთების, რომელიც აუცილებელი იყო მხოლოდ აღნიშნული რეისის დამთავრებისათვის, ღირებულების ანაზღაურება ხდება მხოლოდ თავიდან აცილებული იმ ხარჯების ფარგლებში, რომელიც უნდა მიკუთვნებოდა საერთო ავარიას, თუ აღნიშნული შეკეთება არ ჩატარდებოდა;

თ) ყველა საგანგებო ხარჯი, რომელიც გაწეულ იქნა სხვა ხარჯების მაგივრად და რომელიც შეიძლებოდა მიკუთვნებოდა საერთო ავარიას. ამასთან, მისი ანაზღაურება ხდება მხოლოდ თავიდან აცილებული ხარჯის ფარგლებში საერთო ავარიის რომელიმე მონაწილისაგან ასეთი ხარჯის შედეგად მიღებული ეკონომიის შეუფარდებლა

[https://legali.ge/law/29908/muxli-274/](https://legali.ge/law/29908/muxli-274/)

---

## მუხლი 276. 271-ე მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების არსებობის მიუხედავად, საერთო ავარიად არ ჩაითვლება:

_თავი XVI — საერთო ავარია_

ა) ღირებულება ბორტს იქით გადაგდებული თვითაალებადი ტვირთისა, რომელიც იწვის, და ისეთი ტვირთისა, რომელიც გადააქვს გემს სავაჭრო ზღვაოსნობის წესებისა და ჩვეულებების შეუსაბამოდ;

ბ) გემის ბორტზე ხანძრის ჩაქრობისას კვამლით ან სიმხურვალით მიყენებული ნებისმიერი ზიანი;

გ) ზიანი, რომელიც მიყენებულ იქნა საერთო საფრთხისაგან გადარჩენის მიზნით შეწირულობათა გაღებამდე გემის ნაწილების ან ნამსხვრევების ჩამოჭრით, რომლებიც წაღებულია ან დაიკარგა უბედური შემთხვევის გამო;

დ) გასვლის და შესვლის ნავსადგურებში ან თავშესაფარში ტვირთის, საწვავის ან მომარაგების საგნების გადაადგილების ან გადმოტვირთვისათვის გაწეული ხარჯი, როცა გემის დაზიანება გამომჟღავნდა შესვლის ან გასვლის ნავსადგურში და რეისის განმავლობაში არ მომხდარა ამ დაზიანებასთან დაკავშირებული არავითარი უბედური ან სხვა საგანგებო შემთხვევა, ასევე, როცა ხარჯი გაწეულია რეისის პროცესში ტვირთის გადაადგილება-გადაცვენის გამო მხოლოდ მისი გადაწყობის მიზნით, თუ ასეთი გადაწყობა საერთო უსაფრთხოებისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს;

ე) შეკეთების პერიოდში გაწეული დანახარჯები ხელფასზე ან გემის ეკიპაჟის შესანახად, საწვავზე და მომარაგების საგნებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეკეთება აუცილებელია რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის და როცა დაზიანება გამომჟღავნდა გასვლის ან შესვლის ნავსადგურში, მხოლოდ იმ პირობით, თუ რეისის განმავლობაში არ მომხდარა ამ დაზიანებასთან დაკავშირებული არცერთი უბედური ან სხვა საგანგებო შემთხვევა;

ვ) ნებისმიერი ზიანი ან დანაკარგი, რომელიც განიცადა გემმა ან ტვირთმა რეისის ხანგრძლივობის გაზრდის შედეგად (ზიანი მოცდენის, ფასის ცვლილების გამო და ა.შ.

[https://legali.ge/law/29908/muxli-276/](https://legali.ge/law/29908/muxli-276/)

---

## მუხლი 277. საერთო ავარია ნაწილდება კოდექსის 271-ე მუხლში მითითებული წესების მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა საგანგებო ხარჯების ან შეწირვის გამომწვევი საფრთხე წარმოიქმნა გემით, ფრახტით ან ტვირთით ქონებრივად დაი

_თავი XVI — საერთო ავარია_



[https://legali.ge/law/29908/muxli-277/](https://legali.ge/law/29908/muxli-277/)

---

## მუხლი 278. 1. გემზე გემთმფლობელის ან მისი აგენტის ნებართვის გარეშე მიღებული ან გადასაზიდად შეგნებულად არასწორი დასახელებით ჩაბარებული ტვირთის დაზიანებით ან დაღუპვით გამოწვეული ზიანი არ ნაწილდება ამ კოდექსის 271-

_თავი XVI — საერთო ავარია_

2. თუ ტვირთის ღირებულება გადასაზიდად ჩაბარებისას გამოცხადებულია მის ნამდვილ ღირებულებაზე ნაკლებად, მისი მფლობელი საერთო ავარიის შენატანებში მონაწილეობს ტვირთის ნამდვილი ღირებულების შესაბამისად, ხოლო ზიანის საზღაურს იღებს მის მიერ გამოცხადებული ღირებულების შესაბამისა

[https://legali.ge/law/29908/muxli-278/](https://legali.ge/law/29908/muxli-278/)

---

## მუხლი 279. 1. გემის, მისი მანქანებისა და აღჭურვილობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება საერთო ავარიის წესით ანაზღაურებას, განისაზღვრება:

_თავი XVI — საერთო ავარია_

ა) გემის შეკეთების ან მისი ნაწილების შეცვლისას – შეკეთების ან შეცვლის ნამდვილი ღირებულებით;

ბ) დანარჩენ შემთხვევაში – ღირებულების შემცირებით, რომელიც გამოწვეულია ასეთი დაზიანებით, მაგრამ არა უმეტეს შეკეთების შეფასებითი ღირებულებისა.

2. თუ თხუთმეტ წელზე მეტი ხნის გემზე ძველი მასალები ან ნაწილები იცვლება ახლით, – შეკეთების ღირებულებიდან, რომელიც საერთო ავარიად არის მიჩნეული, „ძველის ნაცვლად ახლისათვის“ ჩამოფასდება ერთი მესამედით.

3. გემის ნამდვილი ან სრული კონსტრუქციული დაღუპვის შემთხვევაში – საერთო ავარიის მიხედვით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს სხვაობას დაუზიანებელი გემის ღირებულებას გამოკლებული დაზიანების აღსადგენად საჭირო ღირებულება, რომელიც არ მიეკუთვნება საერთო ავარიას, – და დაზიანებული გემის ღირებულებას შორის, რომელიც შეიძლება იყოს განსაზღვრული გაყიდვიდან მიღებული წმინდა ამონაგებით, თუ გემი გაყიდული

[https://legali.ge/law/29908/muxli-279/](https://legali.ge/law/29908/muxli-279/)

---

## მუხლი 280. 1. ტვირთის დაზიანებით ან დაკარგვით გამოწვეული ზიანი, რომელიც ანაზღაურდება საერთო ავარიის წესით, დგინდება გადმოტვირთვის მომენტისათვის ტვირთის მიმღებისათვის წარდგენილი ანგარიშით განსაზღვრული ფასით, ხოლო

_თავი XVI — საერთო ავარია_

2. დაზიანებული ტვირთის გაყიდვის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანი განისაზღვრება დაზიანებამდე გემის ღირებულებასა და გაყიდვის შედეგად მიღებულ წმინდა ამონაგებს შორის არსებული სხვაობი

[https://legali.ge/law/29908/muxli-280/](https://legali.ge/law/29908/muxli-280/)

---

## მუხლი 282. გაწეული ხარჯის თანხასა და სხვა თანხებს, რომლებიც ანაზღაურდება საერთო ავარიის წესით, დაერიცხება წლიური შვიდი პროცენტი ხარჯის გაწევის მომენტიდან დისპაშის შედგენის დამთავრებამდე. თუ რაიმე თანხა გადახდილი

_თავი XVI — საერთო ავარია_



[https://legali.ge/law/29908/muxli-282/](https://legali.ge/law/29908/muxli-282/)

---

## მუხლი 283. 1. საერთო ავარიის წესით საკონტრიბუციო შენატანები ხორციელდება ქონების წმინდა ღირებულებიდან რეისის დამთავრების მომენტისათვის, გარდა სატვირთო შენატანებისა, რომლებიც განისაზღვრება გადმოტვირთვის მომენტისათ

_თავი XVI — საერთო ავარია_

2. გემის ღირებულება განისაზღვრება დიმაიზის ან ტაიმ-ჩარტერის დადებითი ან უარყოფითი ეფექტის გაუთვალისწინებლად.

3. გემის ღირებულებას ემატება თანხა, რომელიც ითვალისწინებს საერთო ავარიით შეწირული ქონების ანაზღაურებას, თუ იგი მანამდე არ იყო გათვალისწინებული. ამასთან, ფრახტის თანხას ან გადაზიდვის საფასურს, რომელიც გემთმფლობელის რისკზე იმყოფება, აკლდება ხელფასი და ეკიპაჟის შესანახი ხარჯი, რომელსაც არ გადაიხდიდნენ, თუ გემი და ტვირთი მთლიანად დაიღუპებოდა იმ პირობებში, რამაც გამოიწვია საერთო ავარია და იგი საერთო ავარიას არ მიაკუთვნეს.

4. ქონების ღირებულებას აკლდება ყველა დამატებითი ხარჯი, რომლებიც გაწეულ იქნა ამ ქონებაზე საერთო ავარიის შემდეგ, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება საერთო ავარიას.

5. მგზავრთა ქონება და ბარგი, რომლებზეც კონოსამენტი არ იყო გაცემული, საერთო ავარიის შენატანებში არ შედი

[https://legali.ge/law/29908/muxli-283/](https://legali.ge/law/29908/muxli-283/)

---

## მუხლი 284. საერთო ავარიას ადგენს და მის განაწილებას დაინტერესებულ პირთა განცხადების საფუძველზე ანგარიშობს დისპაშორი, რომელსაც ნიშნავს გემთმფლობელი საქართველოში რეგისტრირებული საზღვაო სურვეირული კომპანიების მოსამ

_თავი XVI — საერთო ავარია_



[https://legali.ge/law/29908/muxli-284/](https://legali.ge/law/29908/muxli-284/)

---

## მუხლი 285. 1. საერთო ავარიის განაწილების მომთხოვნ მხარეს ევალება დაამტკიცოს, რომ გაცხადებული ზიანი ან ხარჯები ნამდვილად იყო აღიარებული საერთო ავარიად

_თავი XVI — საერთო ავარია_

2. ყველა ის მასალა, რომლის საფუძველზეც ხდება დისპაშის შედგენა, მიმოხილვისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დისპაშორი ვალდებულია დაინტერესებულ პირებს მოთხოვნისას მისცეს ამ მასალების დამოწმებული ასლები მათივე ხარჯზ

[https://legali.ge/law/29908/muxli-285/](https://legali.ge/law/29908/muxli-285/)

---

## მუხლი 288. თუ დისპაში არ გასაჩივრდა 287-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ან გასაჩივრდა, მაგრამ სასამართლომ იგი ძალაში დატოვა, მისი ზღვევინება შეიძლება სანოტარო საშემსრულებლო წარწერის საშუალებით, რისთვისაც სანოტარ

_თავი XVI — საერთო ავარია_



[https://legali.ge/law/29908/muxli-288/](https://legali.ge/law/29908/muxli-288/)

---

## მუხლი 290. 1. ამ თავის წესები გამოიყენება ზღვაში ან სხვა წყლებში გემების შეჯახების დროს

_თავი XVII — გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება_

2. ამ თავის მიხედვით გემების შეჯახებას უტოლდება შემთხვევა, რომლის დროსაც ერთმა გემმა მეორეს ან მასზე მყოფ ხალხს, ტვირთს ან სხვა ქონებას გემის მანევრის შესრულებით ან შეუსრულებლობით, ან ნაოსნობის წესების დაუცველობით მიაყენა ზიანი, მაშინაც კი, თუ ეს გემები ფიზიკურად არ შეხებიან ერთმანეთ

[https://legali.ge/law/29908/muxli-290/](https://legali.ge/law/29908/muxli-290/)

---

## მუხლი 295. 1. ამ კოდექსის 293-ე მუხლში აღნიშნულ შემთხვევაში ადამიანის სიკვდილის ან ჯანმრთელობის შერყევით მიყენებული ზიანის გამო გემთმფლობელები ერთად (სოლიდარულად) აგებენ პასუხს მესამე პირის წინაშე, ამასთან გემთმ

_თავი XVII — გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება_

2. მესამე პირისთვის მიყენებული ყველა სხვა ზიანი ანაზღაურდება 293-ე მუხლის შესაბამისად, ოღონდ სოლიდარული პასუხისმგებლობის გარეშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-295/](https://legali.ge/law/29908/muxli-295/)

---

## მუხლი 297. 1. შეჯახების მონაწილე თითოეული გემის კაპიტანი ვალდებულია, შეჯახების შემდეგ, თავისი მგზავრების, ეკიპაჟის და გემის სერიოზულ საფრთხეში ჩაგდების გარეშე, შესაძლებლობის ფარგლებში მიეშველოს სხვა გემს, ეკიპაჟ

_თავი XVII — გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება_

2. გემის კაპიტნები ვალდებული არიან შეძლებისდაგვარად აცნობონ ერთმანეთს თავიანთი გემის სახელწოდება, მიწერის ნავსადგური, აგრეთვე გამოსვლის და დანიშნულების ნავსადგურები ან უახლოესი ნავსადგური, რომელშიც გემი შევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევისათვის გემის კაპიტანი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის.

თავი XVIII. გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურე

[https://legali.ge/law/29908/muxli-297/](https://legali.ge/law/29908/muxli-297/)

---

## მუხლი 298. 1. გემის მესაკუთრე ან ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირი პასუხს აგებს ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია გემიდან ნავთობის გაჟონვით ან გადასხმით ან ზღვაში გემიდან იმ ნივთიერებათა ჩაყრით (შემდგომშ

_თავი XVIII — გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება_

2. ზღვის დაბინძურებით გამოწვეული დანაკლისი არის ზიანი, რომელიც მიაყენა გემის გარე დამაბინძურებელმა საზღვაო გარემოს, სანაპიროს ან სხვა რომელიმე ობიექტს (გემებს, თევზსარეწ აღჭურვილობას და ა.შ.). ის მოიცავს ნებისმიერი პირის მიერ იმ გონივრულ ღონისძიებათა გატარებისათვის დახარჯულ თანხას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ან უკვე გამოიწვია გაჟონვა ან დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაყრა, დაბინძურების გამო ზიანის აღსაკვეთად ან შესამცირებლად, ასევე ზიანს, რომელიც მიყენებულია იმავე ღონისძიებები

[https://legali.ge/law/29908/muxli-298/](https://legali.ge/law/29908/muxli-298/)

---

## მუხლი 299. გემის მესაკუთრე პასუხს არ აგებს ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანისათვის, თუ დაამტკიცებს, რომ ზღვის დაბინძურება გამოიწვია:

_თავი XVIII — გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება_

ა) თავისი ხასიათით განსაკუთრებულმა, გადაულახავმა და გარდაუვალმა სტიქიურმა მოვლენამ;

ბ) სამხედრო მოქმედებამ, მტრულმა ქმედებამ ან სახალხო მღელვარებამ;

გ) მესამე პირმა, რომელიც მოქმედებდა ან უმოქმედოდ იყო ზიანის განზრახ მიყენების მიზნით;

დ) მაშუქ ან სხვა სანავიგაციო საშუალებათა გაუმართაობამ, რაც გამოიწვია ამ საშუალებების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ ხელისუფალთა დაუდევრობამ ან სხვა გაუმართლებელმა მოქმედებამ;

ე) სანავსადგურე ერთეულის მიერ ფეკალური წყლების, ნაგვისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიუღებლობის შემთხვევაში წყალში ამ ნივთიერებათა ავარიულმა გადაყრამ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-299/](https://legali.ge/law/29908/muxli-299/)

---

## მუხლი 300. თუ გემთმფლობელი დაამტკიცებს, რომ ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანი ნაწილობრივ ან მთლიანად წარმოიქმნა სხვა პასუხისმგებელი მხარის და/ან დაზარალებულის გამიზნული ან დაუდევარი მოქმედებით, მაშინ პასუხისმგ

_თავი XVIII — გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-300/](https://legali.ge/law/29908/muxli-300/)

---

## მუხლი 302. 1. გემიდან ზღვაში მავნე ნივთიერებების გაჟონვის ან ჩაშვების შედეგად ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეულ ერთ და რამდენიმე შემთხვევა

_თავი XVIII — გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება_

2. გემის ტევადობა არის გემის წმინდა ტევადობას დამატებული სამანქანო განყოფილების მოცულობა. თუ გაზომვის ჩვეულებრივი წესებით შეუძლებელია გემის ტევადობის განსაზღვრა, მაშინ მიიჩნევენ, რომ გემის ტევადობა ტოლია ნავთობის ან სხვა ნივთიერების იმ რაოდენობის (ტონებში) 40 პროცენტისა, რომლის გადაზიდვაც გემს შეუძლი

[https://legali.ge/law/29908/muxli-302/](https://legali.ge/law/29908/muxli-302/)

---

## მუხლი 303. 302-ე მუხლში აღნიშნული დაბინძურებისათვის თავისი პასუხისმგებლობის შეზღუდვის მიზნით გემის მესაკუთრეს სასამართლოში ან არბიტრაჟში, სადაც მას წაუყენეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, შეუძლია შექმნას ფონდი, რ

_თავი XVIII — გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება_



[https://legali.ge/law/29908/muxli-303/](https://legali.ge/law/29908/muxli-303/)

---

## მუხლი 304. 1. გემის მესაკუთრემ, რომელსაც ტანკერით გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი, დაბინძურებით მიყენებული ზიანისათვის თავისი პასუხისმგებლობა უნდა უზრუნველყოს დაზღვევით, საბანკო ან სხვა გარანტიით

_თავი XVIII — გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება_

11. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი, რომლის საერთო ტევადობა 1 000 რეგისტრულ ტონას აღემატება, ვალდებულია საბუნკერო საწვავით დაბინძურებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის უზრუნველსაყოფად იქონიოს შესაბამისი დაზღვევა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელსაც გემთმფლობელი წარუდგენს სააგენტოს. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრები დგინდება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად.

12. გემთმფლობელის მიერ ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დაზღვევის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენისა და მისი ოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენება „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილი წესი.

2. ნავთობით დაბინძურების გამო ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელი შეიძლება წაუყენონ უშუალოდ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის მქონე მზღვეველს ან სხვა პირს, რომელიც უზრუნველყოფს გემთმფლობელის პასუხისმგებლობას. პირს, რომელსაც ასეთი სარჩელი წაუყენეს, ამ კოდექსის 302-ე და 303-ე მუხლებიდან გამომდინარე, უფლება აქვს შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა და შექმნას ფონდი, რომელიც თანხით თვით პასუხისმგებლობის ზღვრის ტოლია იმ შემთხვევაშიც კი, როცა გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობა, კოდექსის 337-ე მუხლიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს შეზღუდული. ასეთი სარჩელის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს შეედავოს დაზარალებულს იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც შეიძლება დაყრდნობოდა თვით გემის მესაკუთრე, გარდა გემთმფლობელის გადამხდელუუნარობისა და მისი საწარმოს ლიკვიდაციაზე დაყრდნობისა. მოპასუხე პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, აგრეთვე, თუ დაამტკიცებს, რომ ნავთობით ზღვის დაბინძურებისაგან მიყენებული ზიანი თვით გემის ეკიპაჟის შეგნებული ქმედების შედეგია. მოპასუხის მოთხოვნით გემის მესაკუთრე საქმის განხილვისას უნდა წარსდგეს, როგორც თანამოპასუხე.

3. სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე, თუ ის არ იყო მიყენებული განზრახ ქმედებით ან უმოქმედობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ შეიძლება წაეყენოს:

ა) მომსახურეებს და/ან მესაკუთრის აგენტებს ან ეკიპაჟის წევრებს;

ბ) გემზე სამუშაოს შემსრულებელ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი;

გ) დამფრახტველს, მათ შორის ბერბოუტ-ჩარტერით დამფრახტველს და გემის მმართველს, მათ მომსახურეებს და აგენტებს;

დ) მაშველებს, მათ მომსახურეებს და აგენტებს, რომელთაც განახორციელეს სამაშველო სამუშაოები მესაკუთრის თანხმობით ან საზღვაო ხელისუფლების მითითებით.

4. მესაკუთრის უფლება რეგრესზე არ იზღუდება.

საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3569 – ვებგვერდი, 20.11.2018

[https://legali.ge/law/29908/muxli-304/](https://legali.ge/law/29908/muxli-304/)

---

## მუხლი 305. 1. გემს, რომელსაც გადააქვს 2000 ტონაზე მეტი ნავთობი, უნდა ჰქონდეს ნავთობით ზღვის დაბინძურებისათვის გემის მესაკუთრის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის დამადასტურებელი შესაბამისი მოქმედი მოწმობა კოდექსის 3

_თავი XVIII — გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება_

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011

[https://legali.ge/law/29908/muxli-305/](https://legali.ge/law/29908/muxli-305/)

---

## მუხლი 308. 1. ბირთვული გემის ოპერატორი პასუხს აგებს ბირთვულ გემთან დაკავშირებული ბირთვული ინციდენტით მიყენებული ბირთვული ზიანისათვის, გარდა ამ თავის 310-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. ბირთვული ზიანი პიროვნებას ან ქონებას შეიძლება მიადგეს რადიაქტიური თვისებების ან რადიაქტიური და ტოქსიკური, ფეთქებადი და სხვა საშიში თვისებების მქონე ბირთვული საწვავით, ბირთვული გემის რადიაქტიური პროდუქტებით ან სხვა ნარჩენებით, აგრეთვე ზიანის აღკვეთის ან მისი ოდენობის შემცირების მიზნით გაწეული ხარჯებით.

3. თუ ბირთვულთან ერთად მიყენებულია სხვა ზიანი, რომლის ბირთვულისაგან გამოყოფა არ ხერხდება, მაშინ მიყენებული ზიანი მთლიანად ბირთვულად ჩაითვლება.

4. ბირთვულ ზიანად არ ითვლება თვით ბირთვული გემის, მისი აღჭურვილობის, ბირთვული საწვავის, საწვავის და სურსათის მარაგისათვის მიყენებული ზიანი.

5. ბირთვულ ინციდენტად ითვლება შემთხვევა ან ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი ამ მუხლის მეორე და მესამე ნაწილებში აღნიშნული ნიშან-თვისებების მიხედვი

[https://legali.ge/law/29908/muxli-308/](https://legali.ge/law/29908/muxli-308/)

---

## მუხლი 309. 1. 314-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ბირთვული ზიანისათვის პასუხს აგებს უშუალოდ ბირთვული გემის ოპერატორი

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. ბირთვული გემის ოპერატორად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გემის ექსპლუატაციის უფლება მიანიჭა გემის დროშის სახელმწიფომ, ან რომელიც უშუალოდ აწარმოებს გემის ექსპლუატაცია

[https://legali.ge/law/29908/muxli-309/](https://legali.ge/law/29908/muxli-309/)

---

## მუხლი 310. 1. ბირთვული გემის ოპერატორი ვალდებულია აანაზღაუროს ბირთვული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია სამხედრო მოქმედების, მტრული ქმედების, სახალხო მღელვარების ან დაუძლეველი ძალების შედეგად

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. თუ ოპერატორი დაამტკიცებს, რომ ბირთვული ზიანი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიწვია თვით დაზარალებულის გამიზნულმა მოქმედებამ, იგი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდება დაზარალებულის წინაშე პასუხისმგებლობისაგა

[https://legali.ge/law/29908/muxli-310/](https://legali.ge/law/29908/muxli-310/)

---

## მუხლი 311. 1. ბირთვული გემის ოპერატორს, რომელმაც აანაზღაურა ბირთვული ზიანი, უფლება აქვს რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს:

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

ა) პირს, რომელმაც გამიზნულად გამოიწვია ბირთვული ზიანი;

ბ) პირს, რომელმაც ოპერატორის ან გემის დროშის სახელმწიფოს ნებართვის გარეშე განახორციელა ჩაძირული ბირთვული გემის ამოღება, თუ ზიანი მისი ქმედების შედეგია.

2. რეგრესული სარჩელი შეიძლება წაეყენოს აგრეთვე პირს, რომელმაც ბირთვული გემის ოპერატორთან შეთანხმებით იკისრა ბირთვული ზიანის ანაზღაურება. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეგრესული მოთხოვნა შეიძლება წაეყენოს იმ პირსაც, რომელმაც ამ კოდექსის 317-ე მუხლის საფუძველზე აანაზღაურა ზიან

[https://legali.ge/law/29908/muxli-311/](https://legali.ge/law/29908/muxli-311/)

---

## მუხლი 312. 1. ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა ბირთვული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ამ გემთან დაკავშირებული ერთი ბირთვული ინციდენტით, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 81,97 მლნ საანგარიშო

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. თუ ბირთვული ინციდენტის შედეგად ფიზიკური პირის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად წაყენებულია მოთხოვნა, მაშინ ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი თანხიდან ერთი ნაწილი – 57,38 მლნ საანგარიშო ერთეულის ოდენობით განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო მეორე – 24,59 მლნ საანგარიშო ერთეულის ოდენობით ქონებისათვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ასანაზღაურებლად.

3. თუ აღნიშნული თანხის პირველი ნაწილი არ აღმოჩნდა საკმარისი ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანისათვის მოთხოვნის ასანაზღაურებლად, მაშინ დარჩენილი თანხა გადაიხდება თანხის მეორე ნაწილიდან პროპორციულად, ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებთან ერთად.

4. თანხა, რომელიც გათვალისწინებულია მოთხოვნების ასანაზღაურებლად, ნაწილდება მოსარჩელეთა შორის მათი მოთხოვნების დამტკიცებული ოდენობის პროპორციულა

[https://legali.ge/law/29908/muxli-312/](https://legali.ge/law/29908/muxli-312/)

---

## მუხლი 313. 1. თუ ბირთვული ზიანი მიყენებულია რამდენიმე ბირთვული გემის ოპერატორის მიერ, ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, პასუხისმგებლობა ბირთვული გემის ოპერატორისა, რომელსაც წაეყენა სარჩელი, მთელი მოცულობ

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. ბირთვული გემის ოპერატორს, რომელმაც ზიანი აანაზღაურა ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლება აქვს სხვა ბირთვული გემების ოპერატორებს მოსთხოვოს ანაზღაურება თითოეული მათგანის მიერ მიყენებული ზიანის პროპორციულად, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, – თანაბარწილა

[https://legali.ge/law/29908/muxli-313/](https://legali.ge/law/29908/muxli-313/)

---

## მუხლი 314. თუ ბირთვული გემის მიერ ბირთვული ზიანის მიყენებისას, ბირთვული ინციდენტის მომენტში გემს არა აქვს გემის დროშის სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა, პასუხისმგებლობა ეკისრება გემის მესაკუთრეს. ამ შემთხვევაშ

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_



[https://legali.ge/law/29908/muxli-314/](https://legali.ge/law/29908/muxli-314/)

---

## მუხლი 315. 1. თუ ბირთვული ინციდენტის შემთხვევაში ზიანდება მუშაკი თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას, მაშინ პასუხისმგებლობა გემის ოპერატორს ეკისრება. გემის ოპერატორი ასევე ვალდებულია დაზარალე

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. თუ დაზარალებული იღებს დახმარებას ან პენსიას სპეციალური დაზღვევით, მაშინ ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა

[https://legali.ge/law/29908/muxli-315/](https://legali.ge/law/29908/muxli-315/)

---

## მუხლი 316. 1. ბირთვულ გემს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოქმედი მოწმობა, რომელიც ადასტურებს ბირთვული ავარიის შემთხვევაში გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას ამ კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო.

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011

[https://legali.ge/law/29908/muxli-316/](https://legali.ge/law/29908/muxli-316/)

---

## მუხლი 317. 1. ბირთვული გემის მიერ მიყენებული ბირთვული ზიანისთვის სარჩელი შეიძლება წარედგინოს უშუალოდ მზღვეველს ან სხვა პირს, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ბირთვული გემის ოპერატორს

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. ბირთვული გემის ოპერატორისათვის ბირთვული ზიანის ანაზღაურებისათვის სარჩელის წარდგენისას, მზღვეველს ან ფინანსურად უზრუნველმყოფ სხვა პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-317/](https://legali.ge/law/29908/muxli-317/)

---

## მუხლი 318. 1. თუ ბირთვული ზიანის ოდენობა აღემატება ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობის ზღვარს, რომელიც კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით არის განსაზღვრული, ბირთვული გემის ოპერატორის, მოსარჩელის ან ბირ

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

2. ამ ფონდის შექმნისა და განაწილებისას გამოიყენება კოდექსის 343-ე, 344-ე, 345-ე და 347-ე მუხლებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-318/](https://legali.ge/law/29908/muxli-318/)

---

## მუხლი 320. ბირთვული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანავსადგურე ერთეულში შეიძლება შევიდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანავსადგურე ერთეულში ბირთვული გემის კო

_თავი XIX — ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა_

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4421– ვებგვერდი, 17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4
59
– ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის

კანონი №1286
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის

კანონი №1664
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

თავი XX. დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვ

[https://legali.ge/law/29908/muxli-320/](https://legali.ge/law/29908/muxli-320/)

---

## მუხლი 321. 1. სამაშველო ოპერაციად ითვლება საფრთხეში მყოფი ადამიანების, გემის ან სხვა ქონების გადასარჩენად ნებისმიერ წყლებში გაწეული ნებისმიერი ქმედება

_თავი XX — დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვის_

2. ამ თავის წესები ვრცელდება იმ გემზედაც, რომელიც საქართველოს სამხედრო-საზღვაო დროშით დაცურავს.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015

[https://legali.ge/law/29908/muxli-321/](https://legali.ge/law/29908/muxli-321/)

---

## მუხლი 322. 1. საფრთხეში ჩავარდნილი გემის, მასზე მყოფი ადამიანების, ტვირთისა და სხვა ნივთების, აგრეთვე ფრახტის გადასარჩენად, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის გადაზიდვის ან სხვა ქონების საფასურის შესანარჩუნებლად, ასევე

_თავი XX — დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვის_

2. ჯილდო არ გაიცემა, თუ ქმედებას დადებითი შედეგი არ მოჰყოლი

[https://legali.ge/law/29908/muxli-322/](https://legali.ge/law/29908/muxli-322/)

---

## მუხლი 324. 1. გადარჩენილი ადამიანები არ არიან ვალდებული გადაიხადონ ფულადი ჯილდო გადარჩენისათვის

_თავი XX — დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვის_

2. ადამიანების გადამრჩენებს უფლება აქვთ ქონების გადამრჩენთა თანაბრად მიიღონ სამართლიანი წილი ქონების გადარჩენისათვის დაწესებული ჯილდოდან, თუ ადამიანებისა და ქონების გადარჩენა ერთი და იმავე შემთხვევის დროს მოხდ

[https://legali.ge/law/29908/muxli-324/](https://legali.ge/law/29908/muxli-324/)

---

## მუხლი 326. 1. ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ

_თავი XX — დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვის_

2. გადარჩენის შესახებ ყოველგვარი შეთანხმება, რომელიც შედგა საფრთხის მომენტში და მისი ზეგავლენით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად ან შეიცვალოს სასამართლოსა და არბიტრაჟის მიერ, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი აღიარებს, რომ შეთანხმების პირობები უსამართლო

[https://legali.ge/law/29908/muxli-326/](https://legali.ge/law/29908/muxli-326/)

---

## მუხლი 328. 1. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში ჯილდოს ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ან არბიტრაჟი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქვემოთ წარმოდგენილი თანამიმდევრობის მიუხედავად:

_თავი XX — დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვის_

ა) გადამრჩენის მიერ მიღწეული წარმატების ხარისხი;

ბ) გადარჩენილი გემისა და სხვა ქონების ღირებულება;

გ) საფრთხე, რომელიც განიცადა გადარჩენილმა გემმა, მისმა ეკიპაჟმა, მგზავრებმა და ტვირთმა;

დ) გემის, ადამიანებისა და სხვა ქონების გადასარჩენად გადამრჩენთა ძალისხმევა და ოსტატობა;

ე) გადამრჩენის მიერ დახარჯული დრო, გაწეული ხარჯი და დანაკარგები;

ვ) გადამრჩენის შესაძლო პასუხისმგებლობა მესამე პირთა მიმართ;

ზ) პასუხისმგებლობის რისკი და სხვა რისკი, რომლებიც განიცადეს გადამრჩენებმა და მათმა ქონებამ;

თ) გადამრჩენთა ქონების ღირებულება, რომელიც საფრთხეში აღმოჩნდა;

ი) მაშველი გემის სპეციალური დანიშნულება;

კ) გადამრჩენთა ძალისხმევა გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებად ან მინიმუმამდე შესამცირებლად.

2. დადგენილი ჯილდოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ყველა ინტერესით (გემის ან სხვა გადარჩენილი ქონების) გადარჩენილი ღირებულების პროპორციულა

[https://legali.ge/law/29908/muxli-328/](https://legali.ge/law/29908/muxli-328/)

---

## მუხლი 330. 1. გემთმფლობელი გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ან მის მინიმუმამდე შესამცირებლად გადამრჩენს უხდის სპეციალურ კომპენსაციას გადამრჩენის მიერ გაწეულ ხარჯებზე ამ ხარჯების არა უმეტეს 30 პროცენტის დ

_თავი XX — დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვის_

2. თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქმის გარემოებათა და კოდექსის 328–329-ე მუხლების გათვალისწინებით სამართლიანად მიიჩნევს, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სპეციალური კომპენსაცია გადამრჩენის მიერ გაწეული ხარჯების 100 პროცენტამდე გაიზარდო

[https://legali.ge/law/29908/muxli-330/](https://legali.ge/law/29908/muxli-330/)

---

## მუხლი 337. 1. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათი სამართლებრივი საფუძვლის მიუხედავად, განისაზღვრება ამ კოდექსის 340-ე მუხლის შესაბამისად. ესენია:

_თავი XXI — გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა_

ა) მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან (ნავსადგურის ნაგებობების, წყლის აუზების, სანაოსნო გზების, სანავიგაციო საშუალებების დაზიანების ჩათვლით), რომელიც მოხდა გემზე ან რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს მის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციასთან;

ბ) გემზე არსებული ტვირთის მოშორებასთან, განადგურებასთან ან უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

გ) ზღვით ტვირთის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანისა და მათი ბარგის შეფერხებით გამოწვეული ზიანი;

დ) ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი უფლებების ნებისმიერი დარღვევით გამოწვეული ზიანი, რომელიც პირდაპირ კავშირშია გემის ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციებთან;

ე) ჩაძირული, ნამსხვრევებად ქცეული, მეჩეჩზე დამჯდარი ან მიტოვებული გემის ამოღებასთან, მოშორებასთან, განადგურებასა და უვნებელყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ვ) გემზე არმყოფი ადამიანების ან ქონებისათვის გემის ნაოსნობის ან ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანი.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზიანი გამოიწვია პირმა, რომელიც არ იმყოფება გემზე, მაშინ ამ პირის ქმედებისა და დაუდევრობისათვის პასუხისმგებელ გემთმფლობელს შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ქმე დება ან პასუხისმგებლობა გემის ტარებასთან ან მართვასთან ან ტვირთის, ბარგის ან ხელბარგის დატვირთვასთან, გადაზიდვასთან ან გადმოტვირთვასთან, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომასთან იყო დაკავშირებული.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-337/](https://legali.ge/law/29908/muxli-337/)

---

## მუხლი 339. ამ კოდექსის 337-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ ეხებათ:

_თავი XXI — გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა_

ა) გადარჩენის ან საერთო ავარიის შესატანით გამოწვეულ მოთხოვნებს;

ბ) ეკიპაჟის და გემთმფლობელის მომსახურე სხვა წევრების მოთხოვნებს, რომელთა მოვალეობა დაკავშირებულია გემთან, აგრეთვე მემკვიდრეთა ან მოქალაქეთა მოთხოვნებთან, რომელთაც აქვთ დახმარების მიღების უფლება, თუ გემთმფლობელთან ამ პირთა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მათი პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნებზე არ შეიზღუდება ან არ გადააჭარბებს 331-ე მუხლით გათვალისწინებულ ზღვარს;

გ) ჩაძირული ქონების ამოღების ან მოშორების მოთხოვნებს;

დ) მოთხოვნებს ადამიანების ან ზღვის ცოცხალი რესურსების სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი სხვადასხვა მავნე ნივთიერებებითა და ნავთობით გარემოს დაბინძურებაზე, როცა ამ ზიანზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის XVIII თავის შესაბამისად;

ე) ბირთვული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებს, რაზეც პასუხისმგებლობა განისაზღვრება კოდექსის XIX თავის შესაბამისა

[https://legali.ge/law/29908/muxli-339/](https://legali.ge/law/29908/muxli-339/)

---

## მუხლი 340. 1. ამ კოდექსის 337-ე მუხლში აღნიშნული და ერთი და იმავე შემთხვევით წარმოქმნილი მოთხოვნებისათვის პასუხისმგებლობის საზღვრებია:

_თავი XXI — გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა_

ა) სიკვდილით ან დაშავებით გამოწვეული მოთხოვნების მიმართ:

333000 საანგარიშო ერთეული – არა უმეტეს 500 ტონა საერთო ტევადობის გემისათვის;

თუ გემი 500 ტონაზე მეტი ტევადობისაა, ამ თანხას ემატება:

501-დან 3000 ტონამდე – 500 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

3001-დან 30000 ტონამდე – 333 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

30001-დან 70000 ტონამდე – 250 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

70000 ტონის ზემოთ – 167 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

ბ) ნებისმიერ სხვა მოთხოვნათა მიმართ:

167 000 საანგარიშო ერთეული – არა უმეტეს 500 ტონა საერთო ტევადობის გემისათვის;

თუ გემი 500 ტონაზე მეტი ტევადობისაა, ამ თანხას ემატება:

501-დან 30000 ტონამდე – 167 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

30 001-დან 70 000 ტონამდე – 125 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე;

70 000 ტონას ზემოთ – 83 საანგარიშო ერთეული ყოველ ტონაზე.

2. როცა შემთხვევამ გამოიწვია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული მოთხოვნები, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანი ს ანაზღაურების მოთხოვნის გადასახდელად, მაშინ ასეთ მოთხოვნათა აუნაზღაურებელი ნაწილი პროპორციულად დაიფარება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში ნაჩვენები თანხიდან სხვა მოთხოვნებთან ერთად.

3. ფიზიკური პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განეკუთვნება სიკვდილის ან ადამიანთა ჯანმრთელობის შერყევის შედეგებით წარმოქმნილ მოთხოვნას.

4. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საზღვრების დასადგენად 300 ერთეულზე ნაკლები ტევადობის გემი ითვლება 300 ერთეულის ტევადობის მქონე გემა

[https://legali.ge/law/29908/muxli-340/](https://legali.ge/law/29908/muxli-340/)

---

## მუხლი 341. კოდექსის 340-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საზღვრები მიიღება ერთობლიობაში ყველა იმ მოთხოვნასთან, რომლებიც წარმოიშვა რომელიმე ერთი შემთხვევის გამო და წაუყენეს ერთ გემთმფლობელს და ამ თავის 

_თავი XXI — გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა_

მუხლის 342

თუ გემთმფლობელს, რომლის პასუხისმგებლობა იზღუდება კოდექსის 337-ე მუხლის საფუძველზე, იმავე შემთხვევიდან გამომდინარე, აქვს შემხვედრი მოთხოვნის უფლება – მისი პასუხისმგებლობა იზღუდება მხოლოდ იმ სხვაობით, რომელიც წარმოიშვა ურთიერთმოთხოვნათა თანხის ჩათვლის შედეგა

[https://legali.ge/law/29908/muxli-341/](https://legali.ge/law/29908/muxli-341/)

---

## მუხლი 343. 1. თავისი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად გემთმფლობელს უფლება აქვს, შექმნას ფონდი სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, სადაც მას მოთხოვნა წაუყენეს. ამასთანავე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 

_თავი XXI — გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა_

2. ფონდი იქმნება იმ თანხის ოდენობით, რაც არ სცილდება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლებს. ეს ფონდი იქმნება ფულადი შენატანების გზით (დეპოზიტით) ან სხვაგვარი უზრუნველყოფით, რომელიც აღიარებულია მისაღებად და საკმარისად სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, რომელშიც იქმნება ფონდი.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023

[https://legali.ge/law/29908/muxli-343/](https://legali.ge/law/29908/muxli-343/)

---

## მუხლი 346. საანგარიშო ერთეული წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადგენილ „სესხების სპეციალური უფლების" ერთეულს, რომლის კურსსაც განსაზღვრავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამ თავის 340-ე მუხლის პირველ ნაწილშ

_თავი XXI — გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა_



[https://legali.ge/law/29908/muxli-346/](https://legali.ge/law/29908/muxli-346/)

---

## მუხლი 347. თუ რომელიმე მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეიზღუდოს გემთმფლობელის პასუხისმგებლობა, წაუყენებენ უშუალოდ პირს, რომლის ქმედების ან დაუდევრობისათვის პასუხს აგებს გემთმფლობელი, ამ პირს უფლება აქვს ი

_თავი XXI — გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა_



[https://legali.ge/law/29908/muxli-347/](https://legali.ge/law/29908/muxli-347/)

---

## მუხლი 350. 1. სხვადასხვა, მათ შორის გირაოთი უზრუნველყოფის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უნდა დაკმაყოფილდეს უპირველესი მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით:

_თავი XXII — პრივილეგიური მოთხოვნები_

ა) შრომის სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე დასახიჩრებით, ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი დაზიანებით ან სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების და მათი სრული დაკმაყოფილების შემდეგ სოციალური დაზღვევის მოთხოვნები, რამდენადაც ყველა ეს მოთხოვნა ეხება შესაბამის გემს;

ბ) ბირთვული ზიანიდან და ზღვის დაბინძურებიდან გამომდინარე მოთხოვნა;

გ) სანავსადგურო საფასურის მოთხოვნა;

დ) გადარჩენის ჯილდოსა და საერთო ავარიის შენატანების საერთო მოთხოვნა;

ე) ზღვაზე გემების შეჯახებით ან სხვა საზღვაო ინციდენტებით გამოწვეული ზიანის, ნავსადგურის ნაგებობათა, ნავსადგურის სხვა ქონების, აგრეთვე სანავიგაციო მოწყობილობათა დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა;

ვ) გემის კაპიტნის უფლებამოსილების ფარგლებში გემის შენარჩუნების ან რეისის გაგრძელებისათვის ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მოთხოვნა;

ზ) ტვირთთან ან ბარგთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა;

თ) ფრახტისა და ტვირთის გადასაზიდად გადასახდელი სხვა თანხების ანაზღაურების მოთხოვნა.

2. სანავსადგურე ერთეულში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნა უტოლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის მიხედვით, თუ რომელი ქონებიდან დაკმაყოფილდება ისინი.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-350/](https://legali.ge/law/29908/muxli-350/)

---

## მუხლი 351. ამ კოდექსის 350–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნები ექვემდებარება უპირატეს დაკმაყოფილებას, გამომდინარე:

_თავი XXII — პრივილეგიური მოთხოვნები_

ა) გემის ღირებულებიდან;

ბ) ფრახტიდან და მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის საფასურიდან, რომელიც ერიცხება იმ რეისისათვის, რომლის განმავლობაშიც წარმოიქმნა ძირითადი მოთხოვნები;

გ) საერთო ავარიის შენატანიდან, რომელიც ერგება გემთმფლობელს ამ გემიდან;

დ) ანაზღაურებიდან, რომელიც ეკუთვნის გემთმფლობელს ფრახტის დაკარგვის გამო, აგრეთვე გემისათვის მიყენებული ჯერ კიდევ აღუდგენელი ზიანისათვის;

ე) ჯილდოდან, რომელიც ერგება გემთმფლობელს რეისის დამთავრებამდე გემის გადარჩენისათვის, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც გემთმფლობელმა კოდექსის 332-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაიხადო

[https://legali.ge/law/29908/muxli-351/](https://legali.ge/law/29908/muxli-351/)

---

## მუხლი 352. 350-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები ექვემდებარება პრივილეგიურ დაკმაყოფილებას შემდეგი წყაროებიდან:

_თავი XXII — პრივილეგიური მოთხოვნები_

ა) მიმღებისათვის ჩაუბარებელი ტვირთის ღირებულებიდან;

ბ) ტვირთის დაზიანებისათვის კუთვნილი ანაზღაურებიდან;

გ) ტვირთის მფლობელის კუთვნილი საერთო ავარიის შენატანებიდა

[https://legali.ge/law/29908/muxli-352/](https://legali.ge/law/29908/muxli-352/)

---

## მუხლი 353. 350-ე მუხლში აღნიშნული მოთხოვნები კმაყოფილდება რიგითობის მიხედვით და მოთხოვნათა საერთო ოდენობის პროპორციულად ყოველი მათგანის ფარგლებში. ამასთან, 350–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მი

_თავი XXII — პრივილეგიური მოთხოვნები_



[https://legali.ge/law/29908/muxli-353/](https://legali.ge/law/29908/muxli-353/)

---

## მუხლი 355. პრივილეგიური დაკმაყოფილების უფლება შეწყდება მოთხოვნის წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ, გარდა 350-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნებისა, რომელთა პრივილეგიური დაკმაყოფილების უფლებ

_თავი XXII — პრივილეგიური მოთხოვნები_

თავი XXIII. საზღვაო პროტეს

[https://legali.ge/law/29908/muxli-355/](https://legali.ge/law/29908/muxli-355/)

---

## მუხლი 356. 1. თუ გემის ნაოსნობის ან დგომის პერიოდში მოხდა ინციდენტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს გემთმფლობელისათვის ქონებრივი მოთხოვნის წაყენების საფუძვლად, მაშინ გემთმფლობელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დ

_თავი XXIII — საზღვაო პროტესტი_

2. საზღვაო პროტესტის განცხადებაში აღწერილი უნდა იყოს შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებები, ასევე გემის კაპიტნის მიერ მასზე მინდობილი ქონების დასაცავად გატარებული ღონისძიებებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-356/](https://legali.ge/law/29908/muxli-356/)

---

## მუხლი 357. საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადება აღრიცხვის მიზნით რეგისტრაციისთვის უნდა წარედგინოს:

_თავი XXIII — საზღვაო პროტესტი_

ა) საქართველოს სანავსადგურე ერთეულში – სააგენტოს ნოტარიულად დამოწმებული წესით;

ბ) უცხო ქვეყნის ნავსადგურში – საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს ან ადგილობრივ კომპეტენტურ პირს ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-357/](https://legali.ge/law/29908/muxli-357/)

---

## მუხლი 358. საქართველოს სანავსადგურე ერთეულში საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადება კეთდება სანავსადგურე ერთეულში გემის შესვლის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში. თუ საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადების გაკეთების

_თავი XXIII — საზღვაო პროტესტი_

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-358/](https://legali.ge/law/29908/muxli-358/)

---

## მუხლი 359. 1. პროტესტის დადგენილ ვადაში განცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში მიზეზები განცხადებაში უნდა აისახოს

_თავი XXIII — საზღვაო პროტესტი_

2. თუ მომხდარი შემთხვევის დროს არის გემზე არსებული ტვირთის დაზიანების საფუძველი, მაშინ განცხადება საზღვაო პროტესტის შესახებ უნდა გაკეთდეს ლიუკების გახსნამდე. საზღვაო პროტესტის განცხადებამდე ტვირთის გადმოტვირთვა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშ

[https://legali.ge/law/29908/muxli-359/](https://legali.ge/law/29908/muxli-359/)

---

## მუხლი 360. საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადებაში მითითებულ გარემოებათა დასამტკიცებლად გემის კაპიტანი ვალდებულია არაუგვიანეს სანავსადგურე ერთეულში გემის შესვლის მომენტიდან 7 დღისა ან შესაბამისი შემთხვევისა, თუ ი

_თავი XXIII — საზღვაო პროტესტი_

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-360/](https://legali.ge/law/29908/muxli-360/)

---

## მუხლი 361. ნოტარიუსი ან სხვა თანამდებობის პირი გემის კაპიტნის განცხადების, გემის ჟურნალის მონაცემებისა და გემის კაპიტნის გამოკითხვის საფუძველზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი გემის ეკიპაჟის წევრთაგან სხვა მოწმეები

_თავი XXIII — საზღვაო პროტესტი_



[https://legali.ge/law/29908/muxli-361/](https://legali.ge/law/29908/muxli-361/)

---

## მუხლი 363. 1. გარემოება, რომელიც შეიძლება გახდეს ქონებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი ტვირთის გამგზავნის, გადამზიდავის და მიმღების, ასევე მგზავრთა გადამყვანის მიმართ, უნდა დადასტურდეს წერილობით, დამოუკიდებელი სუ

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

2.საზღვარგარეთის ნავსადგურში ამ გარემოებათა წერილობითი დამოწმება ხდება ადგილობრივი წესების შესაბამისად.

3. პატაკი ან აქტი უნდა შედგეს შემდეგ გარემოებათა დასამოწმებლად:

ა) შეუსაბამობა ტვირთის ან ბარგის ფაქტობრივ დასახელებას, მასას, ტვირთის ან ბარგის ადგილების რაოდენობას და გადატვირთვის საბუთებში შეტანილ მონაცემებს შორის;

ბ) ტვირთის ან ბარგის დაზიანება ან გაფუჭება;

გ) უსაბუთო ტვირთის, ბარგის ან იმ საბუთების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავთ ტვირთი და ბარგი;

დ) გადამზიდავისათვის მოპარული ტვირთისა და ბარგის დაბრუნება;

4. პატაკის ან აქტის ფორმა, მისი შედგენის წესი, აგრეთვე ის გარემოებები, რომელიც აქტის შედგენას არ საჭიროებს, განისაზღვრება დამოუკიდებელი სურვეიერის მიერ მიღებული წესების ან რეკომენდაციების შესაბამისა

[https://legali.ge/law/29908/muxli-363/](https://legali.ge/law/29908/muxli-363/)

---

## მუხლი 364. 1. ტვირთის ზღვით გადაზიდვისას გადამზიდავისათვის სარჩელის წარდგენამდე აუცილებელია მის მიმართ წაყენებულ იქნეს პრეტენზია

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

2. პრეტენზია წარედგინებათ იმ პირებს, რომლებიც აწარმოებდნენ ტვირთის დატვირთვა–გადმოტვირთვისას ზღვით გადაზიდვას, ხოლო თუ ტვირთი არ გადაზიდულა, პრეტენზია შეეხებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ტვირთის ზღვით გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად უნდა გადაეზიდათ იგი.

3. ბარგის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზია შესაძლებელია წარედგინოს ტვირთის გადამზიდავს, გასვლის ან დანიშნულების ნავსადგურებს პრეტენზიის განმცხადებლის შეხედულებისამებ

[https://legali.ge/law/29908/muxli-364/](https://legali.ge/law/29908/muxli-364/)

---

## მუხლი 365. 1. შერეული და პირდაპირი საზღვაო მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზია განეცხადება ტვირთის იმ გადამზიდავს, რომლის სატრანსპორტო საშუალებებითაც ტვირთი გადაზიდეს ან უნდა გადაეზიდათ დანიშ

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

2. იმ შემთხვევაში, როცა ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტია სარკინიგზო ან საავტომობილო სადგური ან აეროპორტი, პრეტენზია წარედგინება შესაბამის გადამზიდავს სათანადო სახეობის ტრანსპორტის მიმართ დადგენილი წესები

[https://legali.ge/law/29908/muxli-365/](https://legali.ge/law/29908/muxli-365/)

---

## მუხლი 366. 1. პრეტენზიისა და სარჩელის განცხადების უფლება აქვთ:

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

ა) ტვირთის გამგზავნს გემის დაგვიანებით მიწოდების ან მიუწოდებლობის შემთხვევაში;

ბ) ტვირთის დანაკლისის, დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში – ექსპედიტორს (ფორვადერს), ტვირთის მიმღებს ან გამგზავნს, იმ პირობით, თუ ის წარადგენს კონოსამენტს, აგრეთვე წერილობით ცნობას ან სათანადო საბუთს მოქმედი წესების შესაბამისად;

გ) ტვირთის მიმღებს ტვირთის დაგვიანებით მიტანის ან გაცემის დაყოვნების შემთხვევაში, თუ იგი წარადგენს კონოსამენტს;

დ) ბარგის დაკარგვის ან დაგვიანებით მიტანის შემთხვევაში – საბარგო ქვითრის წარმდგენს, ხოლო ბარგის დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში – წერილობითი ცნობის წარმდგენს;

ე) გადატანის ხარჯების გადამეტების შემთხვევაში – ტვირთის გამგზავნს ან მიმღებს, თუ ისინი წარმოადგენენ კონოსამენტს.

2. თუ ტვირთის გადატანა ხდება საზღვაო ზედნადების საფუძველზე, მაშინ პრეტენზიის განმცხადებელმა კონოსამენტის ნაცვლად უნდა წარადგინოს საზღვაო ზედნადები, ხოლო ზედნადებით გადასატანი ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში – ქვითარი.

3. წერილობითი ცნობის უქონლობა არ ართმევს მოცემულ პირს პრეტენზიის განცხადებისა და სარჩელის წაყენების უფლებას, თუ დამტკიცდა, რომ წერილობითი ცნობის შედგენაზე მას უარი ეთქვა და ეს უარი გასაჩივრდ

[https://legali.ge/law/29908/muxli-366/](https://legali.ge/law/29908/muxli-366/)

---

## მუხლი 367. 1. შეიძლება გამგზავნმა პრეტენზიისა და სარჩელის უფლება გადასცეს ტვირთის მიმღებს ან პირიქით, ტვირთის მიმღებმა ან გამგზავნმა – ტვირთის მესაკუთრეს, საექსპედიტორო ორგანიზაციას ან მზღვეველს, უფლებამოსილ ადვ

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

2. პრეტენზიებისა და სარჩელის უფლების გადაცემა დასტურდება კონოსამენტზე, საზღვაო ზედნადებზე, ზედნადებსა და ქვითარზე გადამცემის ხელმოწერით ან წერილობი

[https://legali.ge/law/29908/muxli-367/](https://legali.ge/law/29908/muxli-367/)

---

## მუხლი 368. 1. პრეტენზიის განცხადება ხდება წერილობით

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

2. პრეტენზიის განცხადებას უნდა დაერთოს დამამტკიცებელი საბუთები. გადასაზიდი ტვირთის საბუთები უნდა წარადგინონ დედნის, დედნის უქონლობის შემთხვევაში კი – ასლის სახით.

3. ტვირთის დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების შესახებ პრეტენზიის წარდგენისას პრეტენზიის წაყენების უფლების დამადასტურებელ საბუთებს უნდა დაერთოს ტვირთის ღირებულების დამადასტურებელი საბუთები

[https://legali.ge/law/29908/muxli-368/](https://legali.ge/law/29908/muxli-368/)

---

## მუხლი 369. 1. საქართველოს იურიდიული პირების მიმართ განსაზღვრულია სარჩელის ხანდაზმულობის ორწლიანი, ხოლო ფიზიკური პირების მიმართ – სამწლიანი ვადა

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

ეს ვადა აითვლება:

ა) ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისათვის – ტვირთის გაცემის დღიდან, ხოლო თუ ტვირთი არ გაცემულა – იმ დღიდან, როცა იგი უნდა გაეცათ;

ბ) ტვირთის გადაზიდვიდან გამომდინარე ჯარიმის ან პრემიის გადახდის მოთხოვნისას – იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც დაიწყო ან უნდა დაწყებულიყო გადაზიდვა. სტალიურ დროზე მეტი ხნით დაყოვნებისათვის ჯარიმის დარიცხვის მოთხოვნისას – იმ დღიდან, როცა გამგზავნმა ტვირთის გადამზიდავისაგან მიიღო ფულადი გადასახადის მოთხოვნის ასლი (ანგარიში) ჯარიმის დარიცხვის შესახებ;

გ) გემის დროებით დაქირავების (დაფრახტვის), ბერბოუტ–ჩარტერის, გემის იპოთეკის, საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებთან, გემის კაპიტნის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში განხორციელებულ გარიგებისა და სალოცმანო მომსახურების, ასევე ამ კოდექსის 304-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით – გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან;

დ) (ამოღებულია - 17.09.2019, №4944);

ე) (ამოღებულია - 17.09.2019, №4944);

ვ) გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე – შეჯახების დღიდან;

ზ) ზღვაზე გადარჩენისათვის ჯილდოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე – მაშველი სამუშაოების დამთავრების დღიდან;

თ) საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე – გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პრეტენზია ტვირთის გადამტანს შეიძლება წაუყენონ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

3. ტვირთის გადამტანი ვალდებულია განიხილოს წაყენებული პრეტენზია და მისი დაკმაყოფილების ან აცილების შესახებ აცნობოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში.

4. ტვირთის გადამტანისათვის პრეტენზიის წარდგენის დღიდან ხდება სარჩელის ხანდაზმულობის დროის შეჩერება პრეტენზიაზე პასუხის მიღებამდე ან პასუხის მიღების ვადის ამოწურვამდე.

5. მგზავრის გარდაცვალებით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ანდა მისი ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნისთვის სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხები განისაზღვრება „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციით დადგენილი წესით.

საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019

[https://legali.ge/law/29908/muxli-369/](https://legali.ge/law/29908/muxli-369/)

---

## მუხლი 370. 1. ზღვის დაბინძურებით გამოწვეული ზიანის და ბირთვული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისათვის განსაზღვრულია სასარჩელე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო თუ აღნიშნული მოთხოვნები წამოიჭრა სა

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

2. ეს ვადა აითვლება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო მისთვის მიყენებული ზიანის ან დანაკლისის შესახებ, მაგრამ არა უგვიანეს 6 წლისა შემთხვევის დღიდან, როცა მოხდა დაბინძურება და 15 წლისა – შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის დღიდან.

3. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, ზიანის გამომწვევი ინციდენტიდან 6 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული. თუ ინციდენტი რამდენიმე შემთხვევისგან შედგება, 6-წლიანი პერიოდი აითვლება პირველი შემთხვევის დადგომის დღიდან.

საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3569 – ვებგვერდი, 20.11.2018

[https://legali.ge/law/29908/muxli-370/](https://legali.ge/law/29908/muxli-370/)

---

## მუხლი 372. 1. კოდექსში მითითებულ სასარჩელე ხანდაზმულობის ვადაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესები სასარჩელე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის, შეჩერებისა და განახლების შესახებ

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

2. თუ სასარჩელე თანხის დარიცხვა დამოკიდებულია საერთო ავარიასთან დაკავშირებულ გაანგარიშებებზე, ამ შემთხვევაში ხდება სასარჩელე ხანდაზმულობის ვადის დროებით შეჩერება, დისპაშორის მიერ საერთო ავარიის შესახებ დადგენილების მიღების დღიდან დაინტერესებული პირის მიერ დისპაშის მიღების დღემდ

[https://legali.ge/law/29908/muxli-372/](https://legali.ge/law/29908/muxli-372/)

---

## მუხლი 373. ამ კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მოთხოვნებისათვის დადგენილი სასარჩელე ხანდაზმულობის ვადა სამი წლით გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ გემი, რომელსაც ეს მოთხოვნებ

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_



[https://legali.ge/law/29908/muxli-373/](https://legali.ge/law/29908/muxli-373/)

---

## მუხლი 374. 1. კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას გადასახდელ თანხას დაერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ფარგლებში

_თავი XXIV — პრეტენზია და სარჩელი_

2. პროცენტები დაირიცხება მოცემული თანხის გადახდის წერილობითი მოთხოვნის დღიდან მისი გადახდის დღემდე.

3. ამ მუხლის წესები არ ეხება ჯარიმას და პრემიებს, აგრეთვე ზიანის შესახებ მოთხოვნებს, რომელთა ანაზღაურება ხდება საერთო ავარიის განაწილების გზით.

თავი XXIV1
.  მეზღვაურის სამუშაო ფორმები

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-374/](https://legali.ge/law/29908/muxli-374/)

---

## მუხლი 3741. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე მეზღვაურები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა. სამუშაო ფორმა უნდა შეესაბამებოდეს შრომის პირობებს და უნდა ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც განასხვავებ

_თავი XXIV — 1_

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-3741/](https://legali.ge/law/29908/muxli-3741/)

---

## მუხლი 3742. 1. სააგენტოს თანამშრომლები ვალდებული არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა

_თავი XXIV — 1_

2. სააგენტოს იმ თანამშრომელთა სიას, რომლებიც ვალდებული არიან ატარონ სამუშაო ფორმა, განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-3742/](https://legali.ge/law/29908/muxli-3742/)

---

## მუხლი 3744. 1. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II1 თავის ამოქმედებამდე, იგი ჩაითვლება ამავე კოდექსის დებულებების შესაბამისად გაცემულად და ძალის მქონედ, თუ მისი გამცემი ორგანიზაცია მიიღებს აღიარებას იმავე თავის შ

_თავი XXIV — 2_

2. თუ მოწმობა გაცემულია ამ კოდექსის II1 თავის ამოქმედებამდე და მისი გამცემი ორგანიზაცია ვერ მიიღებს აღიარებას იმავე თავის შესაბამისად, ამ მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012

[https://legali.ge/law/29908/muxli-3744/](https://legali.ge/law/29908/muxli-3744/)

---

## მუხლი 3745. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ნაოსნობის ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ნორმა

_თავი XXIV — 2_

საქართველოს 2022 წლის 20 სექტემბრის კანონი №1816 – ვებგვერდი, 30.09.2022

[https://legali.ge/law/29908/muxli-3745/](https://legali.ge/law/29908/muxli-3745/)

---

## მუხლი 3746. 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებ

_თავი XXIV — 2_

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე (გამოცემამდე), მათ შორის, ახალი ხელშეკრულებების დადებამდე.

3. 2025 წლის 1 აგვისტომდე:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შერწყმა და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

თავი XXV. დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/29908/muxli-3746/](https://legali.ge/law/29908/muxli-3746/)

---

## მუხლი 375. ეს კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან

_თავი XXV — დასკვნითი დებულებები_

საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი

საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4622
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

1. გემი – ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება.

2. ბარჟა – მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუქსირით მოძრაობს (კარჭაპი).

3. ბუქსირი (ბუქსირმზიდი) – საბაგირე გემი.

4. საბუქსირე – გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირის (ბუქსირმზიდის) მეშვეობით დაცურავს (მოძრაობს).

5. კრუიზი – საზღვაო მოგზაურობა.

6. ფრახტი – გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა.

7. დაფრახტვა – გემის გარკვეული ვადით დაქირავება.

8. დამფრახტავი – გემის დამქირავებელი.

9. გამფრახტავი – გემის გამქირავებელი.

10. ჩარტერი – გემთმფლობელსა და გემის დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის დაფრახტვის შესახებ.

11. ბერბოუტ - ჩარტერი – გემის უეკიპაჟოდ დაქირავება.

12. ტაიმ - ჩარტერი – გემის ეკიპაჟით დაქირავება გარკვეული დროით.

13. სარეისო ჩარტერი − დაფრახტვა გემით განსაზღვრული რაოდენობის ტვირთის წინასწარ შეთანხმებულ ნავსადგურებს შორის გადაზიდვის მიზნით.

14. გემის იპოთეკა – გემის იპოთეკით დატვირთვა ამ კოდექსის შესაბამისად.

15. ოპერატორი:

ა) თანამდებობის პირი, რომელიც იღებს და უშუალო შემსრულებელს აცნობს დისპეტჩერის განკარგულებას;

ბ) ბერბოუტ - ჩარტერის დროს გემთმფლობელი ან დამფრახტავი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ოფიციალურად ეკისრება მფლობელის ან დამფრახტავის პასუხისმგებლობა.

16. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორი – პირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია საკუთარ განკარგულებაში მიიღოს ტვირთი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვის ობიექტია. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორად არ ჩაითვლება პირი, რომელიც, ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გადამზიდველია.

17. სტალიური დრო – ზუსტად განსაზღვრული სუფთა დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა.

18. კონტრსტალიური დრო – დამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ.

19. დისპაჩი – პრემია, რომელსაც გემთმფლობელი უხდის ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის.

20. დემერეჯი – შეთანხმებული თანხის ოდენობა, რომელსაც ჩარტერერი უხდის გემთმფლობელს გემის მოცდენისათვის კონტრსტალიური დროის მიხედვით.

21. დისპაში – ავარიის შემთხვევაში იმ ზარალის გაანგარიშება, რომელიც მიადგა ტვირთსა და გემს.

22. ნავსადგურის კაპიტანი – საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის.

23. სალოცმანო სამსახური – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით, სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.

24. ლოცმანი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან გემის გაცილებას.

25. კონოსამენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა და რომელშიც აღნიშნულია ტვირთის ყველა რეკვიზიტი (საზღვაო ზედნადები).

26. საორდერო კონოსამენტი – კონოსამენტი, რომელშიც მითითებული არ არის ტვირთის მიმღები და აღნიშნულია მხოლოდ ის პირი, რომლის ბრძანებითაც შეიძლება გაიცეს ტვირთი.

27. კაბოტაჟი – სანაპირო ნაოსნობა ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის.

28. სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი, რომლითაც ხდება გემთმფლობელსა და სანავსადგურე ერთეულს შორის ანგარიშსწორება.

29. სურვეირული მომსახურება – ცარიელი და დატვირთული გემების აზომვა, მათი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, აგრეთვე ტვირთის რაოდენობის, მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და ა. შ..

30. დროშის სახელმწიფო კონტროლი – იმ სახელმწიფოს მიერ ეკიპაჟისა და კომპანიის კონტროლი, რომლის დროშითაც დაცურავს გემი.

31. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი – სახელმწიფოს კონტროლი მის ნავსადგურში შესულ გემებზე.

32. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი – საქართველოში რეგისტრირებული გემების მონაცემთა ბაზა.

33. საკლასიფიკაციო საზოგადოება – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის წესების შესაბამისად და რომლის ზედამხედველობითაც ხორციელდება გემების დაპროექტება, მშენებლობა და ა. შ..

34. პირდაპირი შერეული გადაზიდვა – ტვირთის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა.

35. პირდაპირი საწყლოსნო გადაზიდვა – გაგზავნის და დანიშნულების ადგილებს შორის ტვირთის დატვირთვის გარეშე საერთაშორისო გადაზიდვა წყლისა და საზღვაო გზების მეშვეობით (მაგალითად, ჰამბურგიდან ფოთამდე ან ბათუმამდე მდინარეებით – ელბითა და დუნაით − და შავი ზღვით).

36. BIMCO – ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც: აერთიანებს გემთმფლობელებს, ბროკერებსა და გემის აგენტებს; ქმნის და ამტკიცებს საზღვაო გადაზიდვების უნიფიცირებულ ფორმებს, კონოსამენტებს და სხვა საზღვაო კომერციულ დოკუმენტებს. BIMCO აღიარებულია მსოფლიოს ყველა არბიტრაჟის მიერ. საზღვაო - კომერციული შეთანხმების შედგენისას აუცილებელია მისი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა.

37. გემის ზღვაოსნობაუნარიანობა – გემის ზღვაოსნობის თვისებათა ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ცურვა.

38. სათანადო მზრუნველობა – გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც გადამზიდავის კომპეტენტური და გონივრული ძალისხმევა ჰააგის წესების მე -3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „a“, „b“ და „c“ ნაწილებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების შესასრულებლად.

39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება, კერძოდ, ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, გემი, ქონება, რომელიც გემით ან მისი მეშვეობით გადაიზიდებოდა, და სხვა. ზღვაში ჩაძირულ ქონებად არ მიიჩნევა ის ქონება, რომელიც საქართველოს სანავსადგურე ერთეულში სატვირთო ოპერაციებისა და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას შემთხვევით ჩაიძირა სანავსადგურე ერთეულის აკვატორიაში.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 15 მაისი

№715-I

[https://legali.ge/law/29908/muxli-375/](https://legali.ge/law/29908/muxli-375/)
