საერთო ავარია ნაწილდება კოდექსის 271-ე მუხლში მითითებული წესების მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, როცა საგანგებო ხარჯების ან შეწირვის გამომწვევი საფრთხე წარმოიქმნა გემით, ფრახტით ან ტვირთით ქონებრივად დაინტერესებული პირის დანაშაულის გამო. ამასთან, ასეთი განაწილება საერთო ავარიის დანარჩენ მონაწილეებს არ ართმევს უფლებას აანაზღაურებინონ პასუხისმგებელ პირს მიყენებული ზიანი ისევე, როგორც ამ დროს ამ პირს არ ერთმევა დაცვის შესაძლო საშუალებანი.
საქართველოს საზღვაო კოდექსი · რედაქცია 12.06.2025
მუხლი 277
საზღვაო კოდექსის 277-ე მუხლი
თავი XVI — საერთო ავარია
რედაქციის ისტორია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 277, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-277/