ა) გემის ღირებულებიდან;

ბ) ფრახტიდან და მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის საფასურიდან, რომელიც ერიცხება იმ რეისისათვის, რომლის განმავლობაშიც წარმოიქმნა ძირითადი მოთხოვნები;

გ) საერთო ავარიის შენატანიდან, რომელიც ერგება გემთმფლობელს ამ გემიდან;

დ) ანაზღაურებიდან, რომელიც ეკუთვნის გემთმფლობელს ფრახტის დაკარგვის გამო, აგრეთვე გემისათვის მიყენებული ჯერ კიდევ აღუდგენელი ზიანისათვის;

ე) ჯილდოდან, რომელიც ერგება გემთმფლობელს რეისის დამთავრებამდე გემის გადარჩენისათვის, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც გემთმფლობელმა კოდექსის 332-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაიხადო