წინა რედაქცია (12.11.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72 11. . (ამოღებულია). 2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია სახელმწიფოს საკუთრებაა. 3. მიწისა და აკვატორიის გამოყოფა და ჩამორთმევა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5301-სსმI, №31.03.08.2007წ., მუხ.353 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №3გ-ად-368-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2002
გადაწყვეტილების გამოტანისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საზღვაო კოდექსის” 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა _ შპს “ს.-მ”, რომელმაც…
საქმე №3გ/ად-181-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2002
გადაწყვეტილების გამოტანისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტით, «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «ვ» ქვეპუნქტით, «საქართველოს საზღვაო კოდექსის» 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა შპს «ს.», რომელმაც…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 72, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-72/