ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლს, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლსა და სანავსადგურე ერთეულის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

ბ) ქმნის მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას;

გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას;

დ) ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს/მოვალეობებს.

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022