შეტყობინება სს „მარგებელის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება სს „მარგებლის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „მარგებლის“ (ს/კ 205283931) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 20 ოქტომბერს 15 საათზე ქ. თბილისში, სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.
სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2015 წლის 1 სექტემბერი.
დღის წესრიგი:
1.სს ,,მარგებლის’’ წესდებაში ცვლილებების შეტანა;
2.სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ:
1. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევენ კრებას, იმსჯელოს კომპანიის წესდების შეცვლის/ცვლილებების აუცილებლობაზე.
2. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევენ კრებას, იმსჯელოს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2015 წლის 9 ოქტომბრიდან სს „მარგებლის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” – შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
დირექტორი ა. სვიმონიშვილი