„საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №495 |
|
2015 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აწვდის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე:
ა) იმ პირების ოჯახების შესახებ მონაცემებს, რომლებსაც ჰყავთ ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი;
ბ) ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის პირთა სიას, რომელსაც ახლავს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობის განაცხადი შვილის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.“.
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრთა (დედა, მამა ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი) და ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის პირთა მონაცემები უნდა შეიცავდეს პირის:
ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით მინიჭებულ პირად ნომერს;
ბ) სახელსა და გვარს;
გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი);
დ) სქესს;
ე) მოქალაქეობას;
ვ) სტატუსს;
ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში.“.
|