„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 17/07/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) გამგებლისთვის თანხმობის მიცემა სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრიანების ან წევრობიდან გამოსვლის შესახებ.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს  და საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;

ე) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იღებს გადაწყვეტილებას სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;“;

ვ) 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 97. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა ინიციირებისა და განხილვის წესი

1.  საკრებულოში წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა პეტიციის წესით წარდგენის უფლება აქვს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს;

ბ) დასახლების საერთო კრებას.

2.  უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პეტიციის წესით წარდგენილ დოკუმენტებს  რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი, პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების თანდასწრებით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას, ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ფურცელზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და არ არის დამოწმებული სანოტარო წესით. 

4. პეტიციის წესით დაყენებულ საკითხებს საკრებულო სხდომაზე განიხილავს კანონით დადგენილი ნორმის შესაბამისად შემოტანიდან ერთი თვის ვადაში, თუ პეტიციით საკითხის განხილვის უფრო გვიანი ვადა არ არის მითითებული.

5.  საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს სხდომის დღეს აცნობებს საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

6.  წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტის საინიციატივო წარმომდგენს უფლება აქვს გამოყოს მომხსენებელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საკრებულოსა და შესაბამისი კომისიის სხდომებზე ამ საკითხის განხილვაში.

7. პეტიციის განხილვის შემდეგ საკრებულო მიღებულ გადაწყვეტილებას პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობებს 10 დღის ვადაში, ხოლო საერთო კრების მიერ წარდგენილ პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია საერთო კრებას წარედგინება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. “;

ზ) 123-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
თ) 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 133. საკრებულოს წევრის ანგარიში

1. საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირიც) ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს.

2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილი იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების დარბაზში).

3. საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.

4. საკრებულოს ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

5. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავის შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა.

6. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში.

8. საკრებულოს წევრის  წლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.“;

ი) 137-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები - ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) - საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში - საკრებულოში მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში; “;

კ) 137-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიურ ანგარიშს - წარდგენიდან 10 დღის ვადაში;“

„ნ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა-საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

ო) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა - მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;“;

ლ) 137-ე მუხლს დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 პ) პეტიცია - მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა