,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2015 წლის 23 სექტემბერი ქ. ლაგოდეხი |
1. გამგეობის დებულების მე-6 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ა.თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“.
ბ) მე-3 პუნქტის „გ.ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
გ) მე-3 პუნქტის „დ.ბ“პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“.
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„5. გამგებელი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. გამგებელი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს;“.
2. გამგეობის დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელის შეწყობა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და დროული მიწოდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის გამოსაქვეყნებლად, გამგეობის საქმის წარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, აგრეთვე, გამგეობის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;“.
3. გამგეობის დებულებას დაემატოს 121 მუხლი:
„მუხლი 121. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო, რომლის შემადგნლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.
2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.
3. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სხვა სოციალური პროექტები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით.
5. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც.
6. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უსასყიდლოდ.“.
|