ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, იგოთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული სამი გასასვლელისთვის და ორი ჩიხისთვის შალვა ლოლაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№347
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №347

2015 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში,  სამგორის რაიონში,  იგოთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული სამი გასასვლელისთვის და ორი ჩიხისთვის შალვა ლოლაძის  სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში,  იგოთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ სამ გასასვლელს და ორ ჩიხს მიენიჭოს  სამხედრო მფრინავის, ოფიცერი შალვა ლოლაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გახორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ , №6).

საკრებულოს თავმჯდომარე   გ.ალიბეგაშვილი

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\2.jpg