📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2015
ძალის დაკარგვა 14.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №124/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,576 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2015 მიღება
14.03.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
აპლიკანტი
ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებული პირი
მუხლი 2
დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა
ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა
მუხლი 2
საგამოცდო ბარათი
ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება საგნის გამოცდაზე
მუხლი 2
საგამოცდო ცენტრი
საგნის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი
მუხლი 2
საგამოცდო სექტორი
საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აპლიკანტები განთავსდებიან საგნის გამოცდის მიმდინარეობისას
მუხლი 2
საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი
ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც აპლიკანტი პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით
მუხლი 2
საგნობრივი კომისია
ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო
მუხლი 2
საპრეტენზიო კომისია
საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო
მუხლი 2
საცდელი ტესტირება
ტესტირება, რომელიც ტარდება ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი)
მუხლი 2
ტესტი
საგნის გამოცდის მიხედვით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) და ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) შესაბამისად  შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე
მუხლი 2
ტექნიკური კონტროლი
საგნის გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით
მუხლი 2
შეფასების ზოგადი კრიტერიუმი
საგამოცდო საგნების მიხედვით, საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აპლიკანტისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა
მუხლი 2
შეფასების სქემა
ამ წესით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისათვის და საგნობრივი კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ნაშრომების გასწორება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №124/ნ 2015 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველის პუნქტის „ჰ​8“ ქვეპუნქტის, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“, ,,მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის შეფასების წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგნის გამოცდის ჩატარების წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის12 ივნისის №61/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საგნის გამოცდის ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი  ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აპლიკანტი – ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებული პირი; ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა; გ) საგამოცდო ბარათი – ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება საგნის გამოცდაზე; დ) საგამოცდო ცენტრი – საგნის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი; ე) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აპლიკანტები განთავსდებიან საგნის გამოცდის მიმდინარეობისას; ვ) საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი – ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც აპლიკანტი პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ზ) საგნობრივი კომისია – ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო; თ) საპრეტენზიო კომისია – საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო; ი) საცდელი ტესტირება – ტესტირება, რომელიც ტარდება ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი); კ) ტესტი – საგნის გამოცდის მიხედვით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) და ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) შესაბამისად  შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე; ლ) ტექნიკური კონტროლი – საგნის გამოცდის ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით; მ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აპლიკანტისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა; ნ) შეფასების სქემა – ამ წესით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისათვის და საგნობრივი კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც ხორციელდება ნაშრომების გასწორება. მუხლი 3🔗. საგნის გამოცდების ენა  1. საგნის გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 2. საგნის გამოცდა მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში. 3. უსინათლო აპლიკანტებისთვის ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა. თავი II საგნის გამოცდა მუხლი 4🔗. საგნის გამოცდა  1. საგნის გამოცდა ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ა) ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); ბ) მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); გ) ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); დ) ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები); ე) ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ვ) ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ზ)  მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); თ) საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): თ.ა) ისტორია; თ.ბ) გეოგრაფია; თ.გ) სამოქალაქო განათლება. ი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ი.ა) ფიზიკა; ი.ბ) ქიმია; ი.გ) ბიოლოგია. კ) უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): კ.ა) ინგლისური; კ.ბ) გერმანული; კ.გ) ფრანგული; კ.დ) რუსული. ლ) ესთეტიკური აღზრდის საგნები: ლ.ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ლ.ბ) მუსიკა. მ) სპორტი; ნ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. 2.  საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს საგნის გამოცდის ტესტში ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი ქულების დაგროვებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საგნის გამოცდის ჩატარებამდე, არა უგვიანეს 2 თვისა. 4. საგნის გამოცდა მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს. საგნის გამოცდა ტარდება ტესტირების გზით. მუხლი 5🔗. საგნის გამოცდაში მონაწილეობის უფლება  1. საგნის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურებით საგნის  გამოცდაზე დარეგისტრირებულ: ა) პრაქტიკოს მასწავლებელს; ბ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი; გ) მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით ცენტრი ეყრდნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) მოწოდებულ ინფორმაციას. მუხლი 6🔗. საგნის გამოცდის საფასური 1. საგნის გამოცდის საფასური მოიცავს: ა) საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, რომელსაც იხდის ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი და რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 50 ლარს; ბ) აპლიკანტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, შესაბამისი გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განცხადების ფორმის წარდგენა ხდება აპლიკანტთა რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში – საგნის გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. თანხა ცენტრის მიერ გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. 4. თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აპლიკანტს უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით.  მუხლი 7🔗. საგნის გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები  1. საგნის გამოცდის ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საგნის გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომში - რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგნის გამოცდაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და საგნის გამოცდის ჩატარებას. 4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება საგნის გამოცდებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და  შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას. თავი III საგნის გამოცდის ორგანიზება მუხლი 8🔗. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმებისა და შეფასების სქემის მომზადება  1. საგნის გამოცდების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი. 2. საგნის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საგნის გამოცდების დაწყებამდე. 3. საგნის გამოცდების ჩატარების შემდეგ თითოეული საგნის შესაბამისად, ცენტრი ქმნის პირველად შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აპლიკანტთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგომ.  მუხლი 9🔗. ცენტრში რეგისტრაცია  1. საგნის გამოცდაზე ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად. 2. საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით პირის მიერ განცხადება ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – რეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამის გამოყენებით. 3. საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის გავლამდე, პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, რის შემდეგაც ცენტრი ელექტრონული ფოსტის მისამართზე პირს უგზავნის შეტყობინებას შესაბამისი კოდის მითითებით იმის თაობაზე, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია. 4. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირს სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოდის მიღების შემდეგ, პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოდს. 6. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს რეგისტრაცია. 7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს: ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; ბ) იმ საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ერთი საგნის გამოცდა; გ) სასურველ საგამოცდო ქალაქს; დ) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. 8. რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 9. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში პირმა უნდა წარმოადგინოს ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტები. 10. პირი გამოცდაზე დარეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ცენტრში რეგისტრაციის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით დაადასტურებს, რომ პირს უფლება აქვს გავიდეს საგნის გამოცდაზე. 11. პირი არ დაიშვება საგნის გამოცდაზე, მათ შორის,  გათვალისწინებული არ იქნება ამ წესის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ სიებში, თუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არ დაადასტურებს აპლიკანტის თაობაზე სპეციალურ პროგრამაში არსებულ მონაცემებს. მუხლი 10🔗. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში რეგისტრაცია 1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისთვის საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია მოიცავს ორ ეტაპს: ა) ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ რეგისტრაციას; ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაციას. 2. საგნის გამოცდაში მონაწილეობის უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლის მიზნით პირი ავსებს და ნებისმიერ რესურსცენტრში წარადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ განცხადებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით); ბ) ჩასაბარებელი საგანი; გ) თანდართული საბუთების ნუსხა. 5. პირი განცხადებასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს. 6. რესურსცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 2 დღის ვადაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს უგზავნის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული განცხადებების ასლებს და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.  მუხლი 11🔗. მონაცემთა ელექტრონული ბაზა და აპლიკანტის საგამოცდო ბარათები 1. საგნის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც ხდება საგნის გამოცდების დაგეგმვა. 2. ცენტრი უფლებამოსილია საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის, მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საგნის გამოცდების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით. 3. ცენტრი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით ახორციელებს საგამოცდო ბარათების ბეჭდვას, რომელიც შეიცავს: ა) აპლიკანტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საგამოცდო ნომერს; ბ) საგნის გამოცდის სახელწოდებას; გ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას; დ) საგნის გამოცდის ჩატარების თარიღს და საგნის გამოცდის რეგისტრაციის დაწყების დროს; ე) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. 4. ცენტრი რესურსცენტრების დახმარებით უზრუნველყოფს საგამოცდო ბარათების აპლიკანტებისთვის გადაცემას. თავი IV ტესტირება მუხლი 12🔗. საგნის გამოცდის დანიშვნა  საგნის გამოცდა ტარდება წლის განმავლობაში ორჯერ – ზაფხულში და ზამთარში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.  მუხლი 13🔗. საგნის გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი  1. საგნის გამოცდები ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში. 2. საგნის გამოცდა შესაბამის საგანში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად. საგნის გამოცდა შესაძლოა ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში. 3. ფორსმაჟორული გარემოების არსებობისას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის  საგამოცდო ცენტრში საგნის გამოცდის ჩატარების განსხვავებული თარიღი. მუხლი 14🔗. საგნის გამოცდის მიმდინარეობის პროცესზე დასწრება  1. საგნის გამოცდის მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგნის გამოცდის მიმდინარეობას. საგამოცდო ცენტრში დაშვებულ პირს ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით აპლიკანტის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა. მუხლი 15🔗. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია  1. საგნის გამოცდაში მონაწილეობის მიღების მიზნით აპლიკანტი ვალდებულია: ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  განსაზღვრულ დროს; ბ) თან იქონიოს: ბ.ა) საგამოცდო ბარათი; ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხოურ ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 2. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტი არ დაიშვება საგნის გამოცდაზე, გარდა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აპლიკანტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გადამოწმებას და  ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული პირი არ დაიშვება ტესტირებაზე, თუ აღმოჩნდება, რომ  მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია ან  მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება საგამოცდო ცენტრში გამოცხადებულ პიროვნებას. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება მოითხოვს გარკვეულ დროს, აპლიკანტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ გამოვლინდება, რომ – მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია ან  მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება ტესტირებაზე გასულ პიროვნებას, პირის ნაშრომი (პასუხების ფურცელი) არ გასწორდება. 5. საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი საგნის გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. 6. ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ აპლიკანტების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს. 7. აპლიკანტი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს საგნის გამოცდის დაწყებამდე. მუხლი 16🔗. ტესტირების მიმდინარეობა  1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით. 2. ტესტირების დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით. 3. ცენტრი ადგენს ტესტირებისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, თითოეული საგნის გამოცდისათვის. 4. ტესტზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს კალმით. 5. საგნის გამოცდის მიმდინარეობისას აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს: ა) წყალი; ბ) პირადი ჰიგიენის საგნები; გ) ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 6. საგნის გამოცდის მიმდინარეობისას აპლიკანტს ეკრძალება: ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა; ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა გამოყენება. ფურცლების გამოყენება შესაძლებელია საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის დროს მეთვალყურესთან/კურატორთან შეთანხმებით; გ) პასუხების ფურცლის შესავსებად  ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა, სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან; დ) საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის და სხვა ისეთი სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას; ე) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ვ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად; ზ) საგნის გამოცდის წერითი ნაწილის დროს მერხზე ტესტური დავალების, პასუხების ფურცლის, კალმის და ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, ხოლო საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის დროს მერხზე ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა; თ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე; ი) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება. 7. ცენტრი საგნის გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით. მუხლი 17🔗. საგნის გამოცდის მიმდინარეობის წესის დარღევევა  1. საგნის გამოცდის მიმდინარეობისას აპლიკანტი  მიიღებს გაფრთხილებას: ა) ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში; ბ) ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ე“ – ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. 2. ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აპლიკანტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი. 3. ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-6 პუნქტის  ,,ბ“, „გ“ და „ე“– ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აპლიკანტი იხსნება საგნის გამოცდიდან, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმის შესაბამისად. 4. საგნის გამოცდიდან აპლიკანტის გაფრთხილების გარეშე მოხსნა შესაძლებელია: ა) ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში; ბ)  წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში; გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში. 5. გაფრთხილების გარეშე აპლიკანტის საგნის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმის შესაბამისად. 6. აპლიკანტი გამოცდიდან შესაძლოა მოიხსნას საგნის გამოცდის მიმდინარეობის დროს ან საგნის გამოცდის შემდეგ. საგნის გამოცდის შემდეგ აპლიკანტი შესაძლოა გამოცდიდან მოიხსნას მის მიერ საგნის გამოცდის პროცედურის დარღვევის დადგენის შემთხვევაში. 7. გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში აპლიკანტის ნაშრომი არ გასწორდება.  მუხლი 18🔗. ტესტების და ტესტის პასუხების გამოქვეყნება   ცენტრი, საგნის გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს საგნის გამოცდებზე გამოყენებული ტესტებისა და მათი პასუხების განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.  მუხლი 19🔗. ტესტებისა და პასუხების ფურცლების განადგურება  ცენტრი, საგნის გამოცდებზე გამოყენებული ტესტებისა და მათი პასუხების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან: ა) 6 თვის შემდეგ უზრუნველყოფს ტესტური დავალებების განადგურებას; ბ) 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას. თავი V საგნის გამოცდის შედეგები მუხლი 20🔗. ნაშრომების გასწორება და საგნის გამოცდის შედეგები  1. პასუხების ფურცელი სწორდება შესაბამისი საგნის გამოცდის დასრულებიდან 60 დღის ვადაში. 2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. 3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცლები სწორდება: ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით; ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. მათ შორის შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. 4. არ გასწორდება: ა) პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი (კალამი, რომელიც არ არის გადაცემული ცენტრის მიერ) ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან; ბ) საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის პასუხების ფურცელზე არსებული ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს. 5. პასუხების ფურცელი არ გასწორდება ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 6. საგნის გამოცდაში მიღებული ქულები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.  თავი VI საგნის გამოცდის ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა მუხლი 21🔗. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება აპლიკანტს უფლება აქვს, ამ თავით დადგენილი წესით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის შეფასებასთან  დაკავშირებით. მუხლი 22🔗. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო  1. საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება საგამოცდო ცენტრში. 2. ტესტის შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის (www.naec.ge) ან რეგისტრაციის ვებგვერდის გამოყენებით. მუხლი 23🔗. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და მისი წარდგენა  1. აპლიკანტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 2. აპლიკანტი ვერ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური. 3. საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 24🔗. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის  ვადა 1. საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აპლიკანტს არაუგვიანეს იმავე საგამოცდო დღის 21:00 საათისა, საგამოცდო ცენტრში, რომელშიც ჩააბარა საგნის გამოცდა, შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ცენტრს. ცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო კომისიისათვის საპრეტენზიო განაცხადის დაუყოვნებლივ მიწოდებას. 2. აპლიკანტი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. მუხლი 25🔗. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო  1. საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ. 2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საგნობრივი კომისიის მიერ. 3. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საპრეტენზიო კომისიისთვის ცნობილი არ უნდა იყოს აპლიკანტის ვინაობა. 4. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ტესტის შედგენაში ან მიმდინარე წელს არის საგნის გამოცდის გამსწორებელი. მუხლი 26🔗. საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა  საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს: ა) პრეტენზიის წარმდგენი აპლიკანტის უფლებების დარღვევას საგნის გამოცდის პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ; ბ) სხვა აპლიკანტის მიმართ საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას საგნის გამოცდის პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ (აპლიკანტისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ). მუხლი 27🔗. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება 1. საპრეტენზიო კომისია საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 5 დღის ვადაში. 2. საგნის გამოცდის პროცედურის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება: ა) აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე; ბ) აპლიკანტის მიერ საგნის გამოცდის პროცედურის დარღვევისას – მისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე. 3. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს. 4. ცენტრი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან ორი დღის ვადაში უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აპლიკანტისთვის გაცნობას. მუხლი 28🔗. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება  1. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები: ა) აპლიკანტისთვის ქულის მომატების შესახებ; ბ) აპლიკანტისთვის ქულის დაკლების შესახებ; გ) აპლიკანტისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ. 3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს. 4. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 დღისა. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები, საგამოცდო ბარათის კოდის გამოყენებით, ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის. თავი VII საგნის გამოცდის საბოლოო შედეგები მუხლი 29🔗. საგნის გამოცდის საბოლოო შედეგები 1. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებების ცენტრის დირექტორისათვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება იმ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა. 2. ცენტრი საგნის გამოცდის შედეგებს განათავსებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ მასწავლებლის შეფასების ელექტრონულ სისტემაში. თავი VIII გარდამავალი დებულებანი მუხლი 30🔗. გარდამავალი დებულებები  ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ.ბ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საგნის გამოცდების ჩატარება ცენტრმა უზრუნველყოს 2016 წელს.