ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2015
ძალის დაკარგვა 09.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 245 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2015 მიღება
09.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2015 წლის 25 სექტემბერი ქ. ამბროლაური ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ საქრთველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.გ“ ქვეპუნქტების და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა  და მისი აღწერილობა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე დანართი №1 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: ვერცხლის ველზე გამოსახულია ძოწის ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწის ველზე გამოსახულია ვერცხლის ციხე-კოშკი. გერბის ფარის ძოწის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი; გერბის ფარის ვერცხლის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწის სარტყელი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ამბროლაური“. დანართი №2 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა დროშა წარმოადგენს ძოწისფერ მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ფარი. ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი: თეთრ ველზე გამოსახულია ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მეორე ნაწილი: ძოწისფერზე გამოსახურია თეთრი ციხე-კოშკი. ფარის ძოწისფერი ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული თეთრი ფერის სარტყელი; ფარის თეთრი ფერის ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს სამი შემცირებული ძოწისფერი სარტყელი. ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორცია არის - 2/3.