⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2015
ძალის დაკარგვა 06.02.2018
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 172 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2015 მიღება
06.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2015 წლის 25 სექტემბერი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  156-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შუახევის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი ყოველი საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე მიეცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება  397,5 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილება, „შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების  შესახებ“  (გამოქვეყნებული საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.135.016116, გამოქვეყნების თარიღი 23.01.2015წ.). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე