საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2015
ძალის დაკარგვა 29.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №150
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016565
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 818 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2015 მიღება
29.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №150 2015 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს  თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №147 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლებამოსილებას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს. 2. საბჭოს მიზნებია: ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა; ბ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსათვის კანდიდატების შერჩევა არასამთავრობო ორგანიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთაგან; გ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისათვის კანდიდატების შერჩევა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან. 3. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. საბჭოს კომპეტენცია საბჭო უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრს (შემდგომში – მინისტრს) წარუდგინოს რეკომენდაციები და წინადადებები სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით; ბ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები; გ) არასამთავრობო ორგანიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთაგან შეარჩიოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის თითო კანდიდატურა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან – პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურა; დ) საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან; ე) განახორციელოს მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 3. საბჭოს შემადგენლობა ინიშნება ერთი წლის ვადით. საბჭოს რომელიმე წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრი ინიშნება საბჭოს შესაბამისი წევრის  უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. 4. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა. მუხლი 4🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საბჭოს სხდომის, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; გ) მინისტრის მოტივირებული გადაწყვეტილება ან საბჭოს რეკომენდაცია; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ვ) გარდაცვალება. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საბჭო თავისი შემადგენლობიდან, საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ირჩევს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. 2. საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება 6 თვეში ერთხელ. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის, მინისტრის ან  საბჭოს არანაკლებ სამი წევრის მოთხოვნით. 3. საბჭოს სხდომას, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, წარმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით შერჩეული საბჭოს სხვა წევრი. 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი აზრი საბჭოს სხდომის ოქმში შეტანით. 5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 6. საბჭოს სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. მუხლი 6🔗. არასამთავრობო ორგანიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელთაგან სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის შერჩევის წესი 1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსა და  პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ხოლო სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს – უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. 2. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საბჭო აცხადებს ვაკანსიას. 3. ინფორმაცია ვაკანსიის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს სამინისტროს ვებგვერდზე. 4. არასამთავრობო ორგანიზაციები  ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურას. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურას. 6. საბჭო უფლებამოსილია გააგრძელოს ვაკანსიის თაობაზე განცხადებების მიღების ვადა, სანამ თითოეულ ვაკანსიაზე არ იქნება წარმოდგენილი მინიმუმ ერთი კანდიდატურა. 7. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატი, რომელიც სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების გასვლამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა, წარედგინება მინისტრს დასამტკიცებლად. 8. საბჭო უფლებამოსილია, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატები მოიწვიონ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, რომ კანდიდატებისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. 9. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას, საბჭოს მიერ მინისტრს წარედგინება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატურა.