„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№308
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016814
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №308

2015 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III ნაწილი, 4.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე

1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მისი საკურატორო სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას და ამ სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.  დავების განხილვის სამსახურის,  პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის, სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არცერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში

1. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს, აგრეთვე იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არცერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.

3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არცერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დავების განხილვის სამსახურის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა და სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ, შესაბამისად, დავების განხილვის სამსახურის უფროსის, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის და/ან კურატორი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის და/ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი.“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ფისკალური რისკების შეფასების სამმართველო;

ბ) ფისკალური პროგნოზირების სამმართველო;

გ) ანალიტიკური სამმართველო.“.

5. მე-19 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტროს სატიტულო ბლანკების (მათ შორის, მინისტრის  მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების), საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვა, დაცვა და გამოყენების კონტროლი;“.

6. 27-ე და 271 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. საორგანიზაციო სამმართველო

საორგანიზაციო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის, მათ შორის სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, მათ შორის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;        

გ) მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების აღწერა და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფილად მომზადებაზე კონტროლი;

დ) მინისტრის დავალებათა, მათ შორის სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული დავალებების) უშუალოდ შესრულება ან შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აგრეთვე, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

ვ) საჭიროებისამებრ, არასამუშაო  საათებში სასწრაფო წესით გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;

ზ) საქართველოს მთავრობის სხდომის, სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების სხდომათა მასალების მიღება, არსებული წესით დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;

თ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, აგრეთვე სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სამინისტროზე/სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე დავალებული საკითხების შესრულების კონტროლი;

ი) მინისტრის მიერ კონტროლზე აყვანილი საკითხების დროულად შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მომზადება და მინისტრისათვის მიწოდება;

კ) სამინისტროში შექმნილი საბჭოებისა და კომისიების მუშაობის ორგანიზება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;

ლ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 271. პროტოკოლის სამმართველო

პროტოკოლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო  და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, მათი თანმხლები პირების საზღვარგარეთ მივლინებების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მისიების და საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება,  საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია, მათ შორის, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების დაგეგმვა, სტუმრების მიღება-გაცილება, მათი ტრანსპორტირების ორგანიზება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ე) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, უცხო ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და სავიზო მომსახურების ორგანიზება;

ზ) წინადადებების მომზადება სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სიტემის ორგანოების მოსამსახურეთა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებაში  ჩართვის თაობაზე.“.

7. XVII თავი და მე-60 61-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. XXI თავი და 68-ე 681 მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. დაემატოს შემდეგი შინაარსის XXVI თავი და მე-80 - 83-ე მუხლები:

„თავი XXVI. მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტი

მუხლი 80. მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

 მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.

მუხლი 81. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ფისკალური რისკების შეფასების სამმართველო

მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ფისკალური რისკების შეფასების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების და გაანგარიშების განხორციელება;

ბ) სოციალ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზის განხორციელება;

გ) რეკომენდაციების შემუშავება მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;

დ) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით;

ე) სახელმწიფო სექტორის წინაშე მდგარი ფისკალური რისკების იდენტიფიცირება და ანალიზი;

ვ) მაკროეკონომიკური რისკების შეფასებებზე დაყრდნობით საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო სცენარების ანალიზის მომზადება;

ზ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის განხორციელება და განსახილველად მომზადება;

თ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა.

მუხლი 82. ფისკალური პროგნოზირების სამმართველო

ფისკალური პროგნოზირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმვა;

ბ) საშუალოვადიანი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება;

გ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის და შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;

ე) მიმდინარე წლის მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი და შეფასება;

ვ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველკვარტალური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ზ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;

ი) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემოსავლების ნაწილში ცვლილებების შესახებ წინადადების მომზადება;

კ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;

ლ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;

მ) ყოველთვიური ეკონომიკური ანალიტიკური პუბლიკაციის მომზადება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა ;

ნ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

ო) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, სტრუქტურირება და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა.

მუხლი 83. ანალიტიკური სამმართველო

ანალიტიკური სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;

ბ) რეფორმის პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგების ეკონომიკური ანალიზი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რეგულირების ზემოქმედების შეფასება;

დ) სხვადასხვა სექტორში საუკეთესო საერთაშორისო რეფორმების შესწავლა და საქართველოში მათი განხორციელების მიზანშეწონილობის შეფასება;

ე) საერთაშირისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების/ანგარიშების ანალიზი და ინფორმაციის მომზადება;

ვ) ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის და სხვა სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმების  ფარგლებში განსაზღვრულ ევროდირექტივებთან საქართველოს ჰარმონიზაციის პროცესის მონიტორინგი;

ზ) ყოველდღიური მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) ფინანსური ბაზრების დინამიკის ამსახველი ყოველდღიური და ყოველთვიური ანალიზის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ი) სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) საჯარო ფინანსების სექტორის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილოება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური