ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2015
ძალის დაკარგვა 27.01.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 280 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2015 მიღება
27.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2015 წლის 25 სექტემბერი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ნ“ პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 46-ე და 47-ე მუხლების, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე და 26-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულების „ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე,  ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში 0,5 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიაზე 0,2 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე,  ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში 0,5 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიაზე 0,2 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი