,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.09.2015
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №228
სარეგისტრაციო კოდი 090120090.22.023.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.06.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №228
2015 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №32 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ
დებულება
მუხლი 1🔗.
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულების რეგულირების საგანი
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევის, მათი დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეყვანის და რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗.
დამოუკიდებელ ექსპერტთა სტატუსი და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1.
დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში – ექსპერტი) წარმოადგენს სამინისტროს მიერ დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს.
2.
დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს:
ა)
თეორიული ცოდნა განსახილველ საკითხზე;
ბ)
შესაბამის დარგში პრაქტიკული და საექსპერტო მუშაობის გამოცდილება;
გ)
გუნდური მუშაობის, საკითხების ინტეგრირებულად განხილვისა და ანალიზის უნარი.
3.
რეესტრში დარეგისტრირების შემდგომ პირი იძენს დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
4.
აკრძალულია რეესტრში იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებიც:
ა)
არიან საჯარო მოსამსახურეები;
ბ)
წარმოადგენენ საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ან/და არიან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე, ან/და საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით (შრომითი ურთიერთობა, ნათესაური კავშირი) დაკავშირებული პირები;
გ)
ახლონათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
მუხლი 3🔗.
რეესტრი
1.
რეესტრი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ, იგი პერიოდულად ახლდება.
2.
რეესტრს აწარმოებს სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი.
3.
რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ მასში არსებული პერსონალური მონაცემებისა. რეესტრში ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
რეესტრი შეიცავს ექსპერტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა)
ექსპერტის სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ბ)
მონაცემებს ექსპერტთა განათლების, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის, შესახებ.
მუხლი 4🔗.
რეესტრში ექსპერტთა რეგისტრაცია და ამორიცხვა
1.
პირის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრაციისათვის აუცილებელია მისი თანხმობა ეკოლოგიურ ექსპერტიზაში და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის თაობაზე.
2.
პირის რეესტრში დარეგისტრირება და რეესტრიდან გამოყვანა ხორციელდება სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების განხორციელებამდე პირი, რომელზეც კეთდება წარდგინება, სამინისტროს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა)
განცხადება;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი);
დ)
განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე)
სამუშაო გამოცდილების მათ შორის საექსპერტო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ)
მონაცემები მოქმედი საქმიანობის/სამსახურის, დაკავებული თანამდებობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ)
სამეცნიერო - კვლევით და გარემოსდაცვით სფეროში საკონსულტაციო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ)
ინფორმაცია შესაბამის დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენასთან ერთად პირები ავსებენ დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმას (დანართი №1).
5.
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრიდან ექსპერტის ამორიცხვა ხორციელდება:
ა)
პირადი განცხადების საფუძველზე (მიმდინარე პროექტის შემთხვევაში შესაბამისი არგუმენტაციის მითითებით);
ბ)
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში;
გ)
დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში.
მუხლი 5🔗.
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურისათვის რეესტრიდან ექსპერტთა შერჩევა
1.
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურისათვის ექსპერტთა რეესტრიდან ექსპერტეთა საექსპერტო კომისიაში შეყვანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. შერჩეულ ექსპერტებთან კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
2.
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურისათვის რეესტრიდან ექსპერტთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა)
პროექტის განხილვისათვის აუცილებელი განათლება და სპეციალობა;
ბ)
განსახილველი საქმიანობის სპეციფიკის, შესაბამისი მარეგულირებელი ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
გ)
განსახილველი საქმიანობის მსგავს პროექტებში საექსპერტო მუშაობის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების უნარი;
დ)
ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის ან/და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებთან, ასევე გარემოსდაცვით სფეროში საქართველოში მოქმედ სამართლებრივ-ნორმატიულ აქტებთან, ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის განსაზღვრის და ანალიზის უნარი;
ე)
განსახილველი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ხარისხის (მასშტაბის) პროგნოზირების უნარი.
3.
სასურველია ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურისათვის ექსპერტთა რეესტრიდან შერჩეული პირი ფლობდეს ინგლისურ ენას და იცნობდეს ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე ამ/და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმიანობის ადგილს.
დანართი №1
დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმა
1.
საერთო მონაცემები:
სახელი –––––––––––––––––––––––
გვარი –––––––––––––––––––––––––
დაბადების თარიღი „––––––––“ –––––––––––––––––––– 19
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადი № –––––––––––––––––––––
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკონტაქტო ტელეფონი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ელ ფოსტა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.
მონაცემები განათლების შესახებ:
საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თარიღი ––––––––––––––––––
სპეციალობა დიპლომის მიხედვით: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.
პროფესიული და საექსპერტო გამოცდილება:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--–
4.
მოქმედი სამსახურის და თანამდებობის დასახელება, მისამართი და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაცია:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამოუკიდებელი ექსპერტი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შევსების თარიღი „ .......“...................... 20..... წ.