დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2015
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №229
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.023.016352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.06.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №229
2015 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ივნისის №33 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების საგანი
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗.
დამოუკიდებელი ექსპერტი
1.
დამოუკიდებელი ექსპერტი არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში.
2.
დამოუკიდებელი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 3🔗.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების პროცედურა
1.
ეკოლოგიური ექსპერტიზის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის ჩატარებისათვის ყოველ კონკრეტული შემთხვევაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია.
2.
საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები.
3.
დამოუკიდებელი ექსპერტი ეკოლოგიური ექსპერტიზის და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობს სამინისტროს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
4.
დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი.
მუხლი 4🔗.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების ოდენობა
1.
დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურება, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზის, ასევე მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობისათვის განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.
2.
დამოუკიდებელ ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით.