თუ წარდგენილია განმცხადებლის სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობები:
ა) ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;
ბ) ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;
გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე;
დ) ნებისმიერი სხვა ბრძანების გაცემის თაობაზე, რომელსაც განმცხადებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს კონვენციის დებულებებიდან გამომდინარე.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011