📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2015
ძალის დაკარგვა 03.07.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,853 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.09.2015 მიღება
03.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №50 2015 წლის 28 სექტემბერი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „რ“  ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის დაცვისა და მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (ქუჩებში, სკვერებში, პარკებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება და ძოვება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევისათვის გადასაცემი გაფრთხილების ფორმები, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა უფლება-მოვალეობისა და ჯარიმის გადახდის წესის შესახებ (დანართი №2, №3 და №4). მუხლი 4🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ა.ა.ი.პ. –„ ბაღდათის მინიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას.“ მუხლი 5🔗 დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს აწარმოონ საინფორმაციო უზრუნველყოფა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიების შესახებ. მუხლი 6🔗 დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებისათვის“ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი პირუტყვის შესახებ. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაღდათის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკებში და სკვერებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 ნოემბრის №102 დადგენილება. მუხლი 8🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი №1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი მუხლი 1🔗 ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ სხვადასხვა სახის პირუტყვი (წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, ძაღლი, კატა). მუხლი 2🔗 აკრძალულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციუილ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლა,  რაც მოიცავს ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვება-დატოვებას; მუხლი 3🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა პარკებისა, სკვერებისა, ბულვარებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა) წვრილფეხა  ან/და  მსხვილფეხა  პირუტყვის  მეთვალყურეობის  ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 20ლარის ოდენობით. მუხლი 4🔗 პარკში, სკვერში, ბულვარში  და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით. მუხლი 5🔗 წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის მიზნით, ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ უფლებამოსილი თანამშრომელი პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და განახორციელებს მის მოვლა-პატრონობას. მუხლი 6🔗  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების,  მეპატრონის მხრიდან გადაუხდელობის გამო, ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. მუხლი 7🔗 იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული  ჯარიმის,  სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. მუხლი 8🔗 იზოლირებული ცხოველის  მესაკუთრე  ვალდებულია,  კანონით  დადგენილ  ვადაში ,მიაკითხოს ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას“ და წარუდგინოს ცხოველის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მუხლი 9🔗 ძაღლის, საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკსა და სკვერში, მფლობელი გაფრთხილდება ან დაჯარიმდება  20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების, წლის განმავლობაში განმეორეობით ჩადენისას მფლობელი დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, ა.ა.ი.პ. - ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების თანამშრომელთა მიერ.“ მუხლი 10🔗 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. მუხლი 11🔗 ჯარიმისა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 12🔗 ა.ა.ი.პ.- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ აწარმოებს გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების რეესტრს დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 13🔗 წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია: ა) არ დაუშვას პირუტყვის გაშვება  ქუჩაში, პარკში,  ბაღში,  სკვერსა და გაზონში,  ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე  (ძაღლების გასეირნება ქალაქის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბმელისა და ალიკაპის გამოყენებით); ბ) მკაცრად დაიცვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის შენახვის წესები, უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან ცხოველების მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება; გ) ცხოველების ტრანსპორტით გადაყვანისას, უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოების წესების დაცვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗 მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი ცხოველები ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ იზოლაციას. მუხლი 15🔗 წინამდებარე წესის დამრღვევი მოქალაქეები ჯარიმდებიან ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ თანამშრომელთა მიერ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი№2 გაფრთხლება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის----სექტემბრის №--- დადგენილების ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯარიმდებით 20 ლარის ოდენობით, პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას. მესაკუთრისათვის პირუტყვის დაბრუნება მოხდება პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  წარდგენის შემდეგ. თანხის გადახდა უნდა მოხდეს 20 დღის ვადაში: 1. ჯარიმის თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243260. 2. პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243282. ვადის  გასვლის  შემდეგ,   დაკისრებული  ჯარიმისა  და  პირუტყვის  მოვლა-პატრონობის ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში, ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანება“-ს  შემდეგ მისამართზე: წერეთლის ქ.№16, ტელეფონი:--- -- -- -- ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები: გვარი, სახელი -------------------------------------მისამართი ------------------------------ პირადი№-------------------------- გავეცანი -------------------------­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­ ____________________________________________________________________________________ გაფრთხილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის--სექტემბრის №--- დადგენილების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯარიმდებით 20 ლარის ოდენობით, პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას. მესაკუთრისათვის პირუტყვის დაბრუნება მოხდება პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის  ხარჯების გადახდის  დამადასტურებელი   დოკუმენტის  წარდგენის შემდეგ. თანხის გადახდა უნდა მოხდეს 20დღის ვადაში: 1. ჯარიმის თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243260. 2. პირუტყვის სპეციალრ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243282. ვადის  გასვლის  შემდეგ,   დაკისრებული  ჯარიმისა  და  პირუტყვის  მოვლა-პატრონობის ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას“ შემდეგ მისამართზე: წერეთლის ქ.№16, ტელეფონი:--- -- -- -- ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები: გვარი, სახელი -------------------------------------მისამართი ------------------------------ პირადი№-------------------------- გავეცანი ------------------------- EO\/KAT"'>_____________________________________________________________________ დანართი №3 გაფრთხილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის -- სექტემბრის №--- დადგენილების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში) ჯარიმდებით 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას. მესაკუთრისათვის პირუტყვის დაბრუნება მოხდება პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და  მოვლა-პატრონობის  ხარჯების გადახდის  დამადასტურებელი   დოკუმენტის  წარდგენის შემდეგ. თანხის გადახდა უნდა მოხდეს 20 დღის ვადაში; 1. ჯარიმის თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243260. 2. პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243282. ვადის  გასვლის  შემდეგ,   დაკისრებული  ჯარიმისა  და  პირუტყვის  მოვლა-პატრონობის ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში, ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას“ შემდეგ მისამართზე:  წერეთლის ქ.№16, ტელეფონი:--- -- -- -- ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები: გვარი, სახელი -------------------------------------მისამართი ------------------------------ პირადი№-------------------------- გავეცანი ------------------------- გაფრთხილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის -- სექტემბრის №--- დადგენილების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში) ჯარიმდებით 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას. მესაკუთრისათვის პირუტყვის დაბრუნება მოხდება  პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის,მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და  მოვლა-პატრონობის  ხარჯების გადახდის  დამადასტურებელი   დოკუმენტის  წარდგენის შემდეგ. თანხის გადახდა უნდა მოხდეს 20 დღის ვადაში: 1. ჯარიმის თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243260. 2. პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243282. ვადის  გასვლის  შემდეგ,   დაკისრებული  ჯარიმისა  და  პირუტყვის  მოვლა-პატრონობის ხარჯების გადაუხდელობის შმთხვევაში, ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით,განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას“ შემდეგ მისამართზე:  წერეთლის ქ.№16, ტელეფონი:--- -- -- -- ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირის  რეკვიზიტები: გვარი, სახელი -------------------------------------მისამართი ------------------------------ პირადი№-------------------------- გავეცანი ------------------------- დანართი №4 გაფრთხილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის --სექტემბრის №--- დადგენილების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში), ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევის დაფიქსირებისას, ჯარიმდებით 20(ოცი) ლარის (იგივე ქმედების წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში–50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მესაკუთრისათვის ძაღლის დაბრუნება მოხდება ძაღლის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის  ხარჯების გადახდის  დამადასტურებელი   დოკუმენტის  წარდგენის შემდეგ. თანხის გადახდა უნდა მოხდეს 20 დღის ვადაში: 1. ჯარიმის თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243260. 2. პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243282. ვადის  გასვლის  შემდეგ,   დაკისრებული  ჯარიმისა  და  პირუტყვის  მოვლა-პატრონობის ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში, ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას“ შემდეგ მისამართზე:  წერეთლის  ქ.№16, ტელეფონი:--- -- -- -- ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები გვარი, სახელი -------------------------------------მისამართი ------------------------------ პირადი№-------------------------- გავეცანი ------------------------- გაფრთხილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის --სექტემბრის №--- დადგენილების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში), ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევის დაფიქსირებისას, ჯარიმდებით 20(ოცი) ლარის (იგივე ქმედების წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში–50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მესაკუთრისათვის ძაღლის დაბრუნება მოხდება ძაღლის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის  ხარჯების გადახდის  დამადასტურებელი   დოკუმენტის  წარდგენის შემდეგ. თანხის გადახდა უნდა მოხდეს 20 დღის ვადაში: 1. ჯარიმის თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243260. 2. პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - 220101222; სახაზინო კოდი: 300243282. ვადის  გასვლის  შემდეგ,   დაკისრებული  ჯარიმისა  და  პირუტყვის  მოვლა-პატრონობის ხარჯების გადაუხდელობის შემთხვევაში, ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ა.ა.ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას“ შემდეგ მისამართზე:  წერეთლის  ქ.№16, ტელეფონი:--- -- -- -- ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები გვარი, სახელი -------------------------------------მისამართი ------------------------------ პირადი№-------------------------- გავეცანი -------------------------