აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 310150000.32.061.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 11.08.2000
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №28
2015 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების გათვალისწინებით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების, მათი რაოდენობისა და მოვლა-შენახვის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი.
2. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, დაადგინოს უმაღლესი საბჭოს აპარატის, უმაღლეს საბჭოს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი ამ დადგენილებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს:
ა) ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) გამოთავისუფლებული ავტომანქანების რეალიზაცია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“.
6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის სამსახურებრივი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების განსაზღვრისას, სამსახურებრივი ავტომობილების შეძენის ან ჩანაცვლების, გამოყენების, ექსპლუატაციის წესსა და სამსახურებრივი ავტომობილების კლასიფიკაციის, კლასების განაწილების, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების განსაზღვრის პრინციპებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში –
დაწესებულება) – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი და აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;
ბ) სამსახურებრივი ავტომანქანა – განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილი და სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – დაწესებულების თანამშრომელზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხელშეწყობისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება – 8 ადგილზე მეტი სამგზავრო, სამედიცინო, სატვირთო და სამეურნეო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ვ) გათანაბრებული თანამდებობის პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელსაც განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობობის პირები
განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – 2 (ორი) ერთეული;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი – 1 (ერთი) ერთეული;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა), თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს უფროსი – 1 (ერთი) ერთეული.
მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და სამორიგეო ავტომობილით სარგებლობის წესი
1. სამორიგეო ავტომობილით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – 2 (ორი) ერთეული;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, თითოეულს –
1 (ერთი) ერთეული;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი – 2 (ორი) ერთეული;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები – თითოეულს – 1 (ერთი) ერთეული;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო – 1 (ერთი) ერთეული.
2. სამორიგეო ავტომობილით სარგებლობის მოწესრიგებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში წარმოებს ჟურნალი, სადაც დაწესებულების ხელმძღვანელის დავალებით, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით დაწესებულების თანამშრომლის მომართვის საფუძველზე ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე პირის, მარშრუტის, გასვლისა და დაბრუნების დროის შესახებ მონაცემების აღნიშვნა.
მუხლი 5🔗. სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები
სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო.
მუხლი 6🔗. სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენის ან ჩანაცვლების, გამოყენების, კლასიფიკაციის, კლასების განაწილების, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების განსაზღვრისა და ექსპლუატაციისა და საწვავის ლიმიტის განსაზღვრის წესი
1. სამსახურებრივი ავტომანქანების საწვავის ხარჯვის ლიმიტი განისაზღვრება ყოველწლიურად აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენა ან ჩანაცვლება, კლასიფიკაცია, კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის ნაწილში ახალ შესასყიდ/ჩანაცვლებულ ავტომობილებზე, ხოლო არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებამ წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 2015 წლის 1 დეკემბრამდე.