სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევეის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევეის შესახებ
2015 წლის 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა საერთო კრება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2 ,
კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:
- ფინანსური ანგარიშსწორების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად , სს „სილქ როუდ ბანკის“ 2015 წლის ფინანსური ანგარიშგების შემოწმებისათვის გარე აუდიტორის არჩევა;
- სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 7 სექტემბერი.
აქციონერთა კრებაზე თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად შეგიძლიათ 2015 წლის 21 ოქტომბრამდე მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2 (გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/შესაძლებელია წამომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე).