გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2015
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2015
matsne.gov.ge 545 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.11.2015 „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.10.2015 დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.10.2015 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახაებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 2015 წლის 29 სექტემბერი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების წარდგენა 1. მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულემებისამებრ, არანაკლებ კანონით გათვალისწინებული ოდენობისა. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა 1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს. 2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, არანაკლებ კანონით გათვალისწინებული ოდენობისა. მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა 1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის რომელიმე დასახლებულ პუნქტის ამომრჩეველს, საკუთარი შეხედულებისამებრ. 2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, არანაკლებ კანონით გათვალისწინებული ოდენობისა. მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირიებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშების განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მუხლი 6🔗. ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. მუხლი 7🔗. საჯარო შეხვედრების ორგანიზება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომჩეველთან საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების დახმარებით. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამასახურები. 3. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და სხვა ინფორმაცია. მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.