ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2015 წლის 30 სექტემბერი ქ. ხონი |
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის №385 ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. წესი განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების მუხლში ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი გრანტის შინაარსის და ერთწლიანი (მოკლევადიანი) ხანგრძლივობის მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევის, გადაწყვეტილების მიღების, გამარჯვებულის დაფინანსების ფორმასა და მექანიზმს.
3. მოსარგებლის შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით აცხადებს, საკონკურსო კომისიას ქმნის და საკონკურსო განაცხადის ფორმას ამტკიცებს გამგებელი.
4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ხონის მუნიციპალიტეტის იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებულ, შესაბამისი პროფილის, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს პროექტების განხორციელების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
5. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკონკურსო კომისიის სახელზე შედგენილ განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს შესაბამისი სამუშაოს პროგრამის/ქვეპროგრამის და მისი ბიუჯეტის დეტალური აღწერა, სათანადო წესით დამოწმებული წესდების ასლი, რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და გამოცდილების დამადასტურებელი მასალები.
6. უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ პროგრამის/ქვეპროგრამის თანადაფინანსებას საკუთარი შემოსავლის (საწევრო შენატანები, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები) ხარჯზე, ასევე აქვთ პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების გაშუქებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის მეტი საშუალება.
7. საკონკურსო კომისიის მიერ პროგრამის/ქვეპროგრამის მოსარგებლის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან გასაუბრების საფუძველზე. კომისია შემოსულ განაცხადებს განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს აცნობებს განაცხადის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და ფორმდება ოქმის სახით. ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
8. დაგვიანებით და არასრულყოფილად წარდგენილ დოკუმენტაციას კომისია არ განიხილავს, რის შესახებაც დაუყონებლივ აცნობებს განმცხადებელს.
9. კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა სუბსიდია (გრანტი) ერჯერადი გასაცემლის სახით, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ““?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ““?
- „ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 30.09.2015. მიმღები ორგანო — ხონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.119.016259.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ““, №32, 30.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016259 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2999369/